• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! მოტივაციად ქცეული სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა

March 17, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

დახმარების სურვილი, მუდმივად განვითარებისკენ სწრაფვა და დაუღალავი შრომა გახდა მთავარი მოტივაცია იმისა, რომ ექიმის პროფესია აერჩია და ადამიანებს ყველაზე მნიშვნელოვანის, ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში დახმარებოდა. ექიმის პროფესიის ფართო სპექტრიდან კი მისი განსაკუთრებული ყურადღება კარდიოლოგიამ მიიპყრო, რადგან ადამიანის ჯანმრთელობას ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედაც რომ გულ-სისხლძარღვთა პრობლემები უქმნის, მისი დროული დიაგნისტირება და მკურნალობა კი სიცოცხლის გადარჩენის უდიდესი შესაძლებლობაა. მაშ ასე, გაიცანით წარმატებული, თავისი საქმის პროფესიონალი „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლისა“ და „პირველი კლინიკის“ ექიმი-კარდიოლოგი, ნინო ჯანაშია.

უპირველესად, გვიამბეთ თქვენი პროფესიული არჩევანის შესახებ. როდის დაინტერესდით სამედიცინო სფეროთი?

სამედიცინო სფეროს მიმართ ინტერესი ბავშვობიდანვე მქონდა. ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ მუშაობდა ადამიანის ორგანიზმი. სკოლაში განსაკუთრებით ბიოლოგიით ვიყავი დაინტერესებული. სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლისას პრაქტიკას გავდიოდი ზუსტად იმ კლინიკაში, სადაც ამჟამად კარდიოლოგად ვმუშაობ. მორიგეობების პერიოდში ვნახულობდი ძალიან საინტერესო კარდიოლოგიურ შემთხვევებს, რაც საბოლოოდ ჩემი პროფესიული არჩევანის ინსპირაცია გახდა.

მომწონს, რომ ეს პროფესია მუდმივ განვითარებას მოითხოვს და საშუალებას მაძლევს, არა მხოლოდ თეორიული ცოდნა მივიღო, არამედ რეალურად დავეხმარო ადამიანებს. სწორედ ეს ჰუმანური მიზანი და დაუღალავი შრომა გახდა ჩემთვის მთავარი მოტივაცია, რომ ეს გზა ამერჩია.

 

რატომ უშუალოდ კარდიოლოგია, რას მოიცავს ეს მიმართულება?

მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ავირჩიე კარდიოლოგია – სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობაა. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. კარდიოლოგს კი შეუძლია დროული დიაგნოსტიკითა და მკურნალობით გადაარჩინოს პაციენტების სიცოცხლე.

კარდიოლოგია ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი დარგია. ის მოიცავს როგორც არაინვაზიურ (ექოკარდიოგრაფია, ელექტროკარდიოგრაფია, გულის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია), ისე ინტერვენციულ და ქირურგიულ მეთოდებს, კლინიკურ და კვლევით შესაძლებლობებს. კარდიოლოგია მოიცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკების შეფასებას, ცხოვრების წესის რეკომენდაციებს, დიაგნოსტიკას და მედიკამენტურ თერაპიას.

რომელია ყველაზე გავრცელებული კარდიოლოგიური პრობლემები?

კარდიოლოგიაში ყველაზე გავრცელებული დაავადებები ძირითადად დაკავშირებულია გულისა და სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებთან. მინდა გამოვყო: კორონარული არტერიების დაავადება – ეს დაავადება ვითარდება, როცა გულის მკვებავი სისხლძარღვები (კორონარული არტერიები) ვიწროვდება ან იხურება ქოლესტერინისა და სხვა ნივთიერებების დაგროვებით, შედეგად კი ვითარდება სტენოკარდია, გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი); არითმიები – გულის არარეგულარული ცემა (მეტისმეტად სწრაფი, ნელი ან არათანაბარი) მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია); გულის უკმარისობა – ეს მდგომარეობა ვითარდება, როდესაც გული ვერ ასრულებს სისხლის ეფექტიანად გადატუმბვას; გულის კუნთის დაავადებები (კარდიომიოპათიები) და სარქვლოვანი პათოლოგიები.

უმეტეს შემთხვევაში, კარდიოლოგიური დაავადებების პრევენცია შესაძლებელია ცხოვრების წესის მოდიფიკაციით.

რამდენად მნიშვნელოვანია კარდიოლოგთან დროული ვიზიტი გართულებების თავიდან ასარიდებლად?

კარდიოლოგთან დროული ვიზიტი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა გულის დაავადებების პრევენციისთვის, დროული დიაგნოსტიკისა და პოტენციური გართულებების თავიდან ასაცილებლად. ბევრი გულ-სისხლძარღვთა დაავადება (როგორიცაა ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, არითმია) შესაძლოა ხანგრძლივი დროის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როცა მდგომარეობა უკვე სერიოზულია. კარდიოლოგიური გამოკვლევები (მაგალითად: ელექტროკარდიოგრამა, ექოკარდიოგრაფია, ანგიოგრაფია) საშუალებას გვაძლევს, დაავადება ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ და თავიდან ავიცილოთ მძიმე გართულებები. თუ ადამიანს უკვე აქვს გულის პრობლემა (მაგ. გულის უკმარისობა, არითმია ან კორონარული დაავადება), კარდიოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია დაავადების მართვისთვის და პროგრესირების შესაჩერებლად.

მედიკამენტების, ცხოვრების წესის ცვლილებების და საჭიროების შემთხვევაში, პროცედურების დროული დანიშვნა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პროგნოზს. კარდიოლოგთან დროული ვიზიტი არ არის მხოლოდ დაავადებების სამკურნალოდ საჭირო, ის გვეხმარება სერიოზული გართულებების თავიდან აცილებასა და გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ რეგულარული მონიტორინგი და ექიმთან დროული კონსულტაცია საუკეთესო სტრატეგიაა.

 

ექიმის პროფესია დიდ პასუხისმგებლობებთან ასოცირდება. რა გაძლევთ ძალას, მუდმივად მოტივაციით აკეთოთ თქვენი საქმე?

ექიმის პროფესია მართლაც ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და დატვირთული სფეროა, რომელიც დიდ ძალისხმევას, თავდადებასა და ემოციურ გამძლეობას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, ყველაზე დიდი სტიმული ისაა, რომ შენი ცოდნა და უნარები უშუალოდ აისახება ადამიანების სიცოცხლეზე. როცა პაციენტი გამოჯანმრთელდება ან მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება შენი ჩარევის შედეგად, ეს უდიდესი პროფესიული და პირადი კმაყოფილების წყაროა. ექიმობა ყოველთვის გულისხმობს რთული და არაპროგნოზირებადი სიტუაციების მართვას. პაციენტის ან მისი ოჯახის უბრალო მადლობა, გამოჯანმრთელებული ადამიანის ღიმილი, ან ერთი შეხედვით პატარა, მაგრამ სიცოცხლისთვის გადამწყვეტი ჩარევა, მე, როგორც ექიმს, უდიდეს ემოციურ მხარდაჭერას მაძლევს.

მიუხედავად დიდი დატვირთვისა და სტრესისა, ჩემი აზრით, ექიმობის მთავარი მოტივაცია ადამიანების დახმარება და მუდმივი განვითარებაა. ეს პროფესია რთულია, მაგრამ ასევე, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

ამასთან ერთად, ექიმის პროფესია დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. რამდენად რთულია კარიერისა და პირადი ცხოვრების ერთმანეთთან დაბალანსება და დროის სწორად გადანაწილება?

ექიმის პროფესია მართლაც დიდ დროს, ენერგიას და ერთგულებას მოითხოვს, განსაკუთრებით ისეთ ინტენსიურ დარგში, როგორიცაა კარდიოლოგია. კარიერისა და პირადი ცხოვრების დაბალანსება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ექიმებს ხშირად უწევთ ღამის მორიგეობები, გადაუდებელი შემთხვევების მართვა და გადაჭარბებული დატვირთვა. ჩვენი სამუშაო განრიგი არასდროს მთავრდება დაგეგმილ დროს. ასევე, პაციენტების მძიმე მდგომარეობის მართვა გარკვეულწილად ფსიქოლოგიურად დამღლელია. დატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით ხშირია ოჯახსა და მეგობრებთან ურთიერთობის დეფიციტი. მიუხედავად ამისა, სწორი დროის მართვით შესაძლებელია კარიერისა და პირადი ცხოვრების დაბალანსება.

პირადად ჩემთვის, იმის გათვალისწინებით, რომ მეუღლე ექიმია, ურთიერთობა კომფორტული და მარტივია. ამ დროს არ მიწევს გარკვეული დეტალების ახსნა, ის მუდმივად ზრუნავს ჩემს განვითარებაზე, ესმის ის ემოციები, რასაც პაციენტის დამძიმების დროს განვიცდი. ერთმანეთის მხარდაჭერა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია პირადი ურთიერთობებისთვის.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ვინაიდან ამ ეტაპზე, აქტიურ სამედიცინო და სალექტორო საქმიანობასთან ერთად, ვარ დოქტორანტი, ჩემს სამომავლო გეგმებში დიდი ადგილი უჭირავს დოქტორანტურის კვლევის წარმატებით დასრულებას და დისერტაციის დაცვას; ასევე, სამედიცინო ჟურნალებში მეცნიერული სტატიების გამოქვეყნებას, კლინიკურ კვლევებში აქტიურ ჩართვას, საზღვარგარეთ სტაჟირებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში მონაწილეობას. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს ჩემი, როგორც ექიმის განვითარებაზე და შესაძლებლობას მისცემს ჩემს პაციენტებს, მიიღონ თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში
ინტერვიუ

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

February 11, 2026
#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა
ინტერვიუ

#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა

February 11, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე
Slider Area

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 11, 2026
#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”
OK! Business

#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

February 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! 3 მნიშვნელოვანი ბიუთი მიმართულება, რომელიც უნდა გაითვალისწინო გაზაფხულის დადგომისთანავე

#OK! 3 მნიშვნელოვანი ბიუთი მიმართულება, რომელიც უნდა გაითვალისწინო გაზაფხულის დადგომისთანავე

March 14, 2022
#OK! კიმ კადაშიანი KKW Beauty-სთვის! ვარსკვლავი საკუთარი ბრენდის სუნამოს არეკლამებს!

#OK! კიმ კადაშიანი KKW Beauty-სთვის! ვარსკვლავი საკუთარი ბრენდის სუნამოს არეკლამებს!

March 2, 2021
#OK! საქართველოს 10 სოფელი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო

#OK! საქართველოს 10 სოფელი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო

August 1, 2023
#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette

#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette

July 17, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ერთი მოწეული სიგარეტი სიცოცხლის ხანგრძლივობას 20 წუთით ამცირებს

#OK! ერთი მოწეული სიგარეტი სიცოცხლის ხანგრძლივობას 20 წუთით ამცირებს

February 8, 2026
#OK! 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 4, 2026
#OK! ჰოლი ბერი ცნობილ მუსიკოსზე ქორწინდება

#OK! ჰოლი ბერი ცნობილ მუსიკოსზე ქორწინდება

February 6, 2026
#OK! ავტოსაგზაო შემთხვევას მარკეტერი ვასკა ჩუბინიძე ემსხვერპლა

#OK! ავტოსაგზაო შემთხვევას მარკეტერი ვასკა ჩუბინიძე ემსხვერპლა

February 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები