• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! ჩემი შთაგონების წყარო მუსიკა და ბუნებაა… გაიცანით Lika Wallace-ის შემოქმედება

March 15, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ლიკა კედელაშვილი იგივე Lika Wallace გრაფიკოს-დიზაინერი და ილუსტრატორია. ხატვით ბავშვობიდან იყო გატაცებული, სწავლა სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურულზე გააგრძელა, თუმცა ბოლო 8 წელია ხატვას დაუბრუნდა. ქმნის ილუსტრაციებს, სადაც კარგად ჩანს მისი ხედვა და ტექნიკა. ილუსტრაციებთან ერთად მის პორტფოლიოში შეხვდებით ვებ და გარე გამოყენების ბანერებს, ვიზუალური იდენტობის პროექტებს, მარკეტინგული მასალების დიზაინსა და ანიმაციურ რეკლამებს.

 

 

რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

ხატვა ბავშვობიდან ჩემი დიდი სიყვარული იყო. მახსოვს, სკოლაში ყველა საგნის რვეულში პატარა ჩანახატებს ვაკეთებდი. მოგვიანებით დედას ვთხოვე, ხელოვნების სკოლაში ვეტარებინე, სადაც პირველად შევეხე ზეთის საღებავს, გრაფიკასა და ქანდაკებას, და მაშინვე ძალიან შემიყვარდა. ამას გარდა, საკუთარ თავში ვპოულობდი გარემოზე დაკვირვებისა და მისი უფრო მეტად კეთილმოწყობისა და გალამაზების სურვილს. სწორედ ამ დროს დავინტერესდი არქიტექტურით. როდესაც პროფესიის არჩევის დრო დადგა, გადაწყვიტე, არქიტექტურულზე მესწავლა სამხატვრო აკადემიაში. იქ, არქიტექტურის გარდა, ხატვასაც ვახერხებდი და ძალიან სახელოვნებო გარემო იყო. მაგისტრატურაც ამ მიმართულებით განვაგრძე, თუმცა ამავე პერიოდში აკადემიაში 3D მოდელირების კონკურსი ჩატარდა, სადაც ჩემმა შექმნილმა მოდელმა გაიმარჯვა და „ჯიპას“ სასერტიფიკატო პროგრამების ვაუჩერი გადმომეცა, ხოლო ჩამონათვალში გრაფიკულმა დიზაინმა მომჭრა თვალი. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი გარდაქმნა 2D ვიზუალიზატორად. „ჯიპაში“ საშუალება მქონდა, ინდუსტრიაში საუკეთესო პროფესიონალები მყოლოდა ლექტორებად, რამაც დიდი შთაგონება, გამოცდილება და ცოდნა მომცა.

არქიტექტორად ცოტა ხანს ვიმუშავე, ჩემი სამყარო სრულიად მოიცვა დიზაინმა. გარდა სამსახურისა, აქტიურად ვმუშაობდი კერძო შეკვეთებზე და აღმოვაჩინე, რომ ილუსტრაციების ხატვა ყველაზე მეტად მსიამოვნებდა. ციფრული ილუსტრაციების კვალდაკვალ, სახლში მივიწყებული საღებავებიც გადმოვალაგე და თავისუფალ დროს ხატვაც დავიწყე.

 

როგორია მუშაობის პროცესი? საიდან ჩნდება იდეა და რა შთაგაგონებთ?

ჩემი მუშაობის პროცესი საკმაოდ მრავალფეროვანია და დამოკიდებულია პროექტის ტიპზე. თუმცა შემიძლია გამოვყო რამდენიმე ძირითადი ეტაპი:

იდეის გენერირება: ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც ვფიქრობ იდეაზე, ვიკვლევ თემას, ვეძებ შთაგონებას. ხშირად იდეები სპონტანურად ჩნდება, მაგრამ ხანდახან საჭიროა უფრო მეტი დრო და ძალისხმევა. ჩემთვის ყველაზე დიდი შთაგონების წყარო მუსიკა და ბუნებაა.

კონცეფციის შემუშავება: ეს მოიცავს მუდბორდისა და ესკიზების შექმნას, კომპოზიციის შერჩევას, ფერების პალიტრის განსაზღვრას.

ნამუშევრის შექმნა: კონცეფციის სრულყოფის შემდეგ ვიწყებ უშუალოდ ნამუშევრის შექმნას. ეს შეიძლება იყოს ციფრული ილუსტრაცია, ნახატი საღებავებით ან სხვა დიზაინპროდუქტი.

რედაქტირება: ნამუშევრის დასრულების შემდეგ ვამოწმებ მას დეტალურად, ვასწორებ შეცდომებს და ვამატებ საჭირო დეტალებს.

წარდგენა: საბოლოო ეტაპზე ვამზადებ ნამუშევარს წარსადგენად. ეს შეიძლება იყოს ციფრული ფაილი ან ორიგინალი ნამუშევარი.

 

 

 

 

როგორ ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ და როგორია თქვენი ხელწერა?

ვფიქრობ, ჩემი პროექტების მრავალფეროვნება ყველაზე მეტად გამომარჩევს, რადგან ჩემს პორტფოლიოში ილუსტრაციებთან ერთად შეხვდებით ვებ და გარე გამოყენების ბანერებს, ვიზუალური იდენტობის პროექტებს, მარკეტინგული მასალების დიზაინსა და ანიმაციურ რეკლამასაც კი. ვფიქრობ, ჩემი ხელწერა ფერადოვნება და ექსპრესიულობაა.

შეგიძლიათ რეკომენდაციის სახით ჩამოგვითვალოთ რამდენიმე გრაფიკული დიზაინერი, ვინც უნდა ვიცოდეთ?

Jessica Walsh, Stefan Sagmeister, Max Miedinger, Paul Rand, Saul Bass…

სამომავლო გეგმები…

დღეს, უკვე 8-წლიანი გამოცდილებით ამ სფეროში, პორტფოლიოს რომ გადავხედავ ხოლმე, ყველაზე დიდი სიყვარულით ისევ ილუსტრაციებს ვუყურებ. მაქვს ბევრი გამოუფენელი ნამუშევარიც, რომლებსაც იმედია, მალე შევმატებ ჩემს პორტფოლიოს.

სწორედ ამიტომ ჩემს თავს მომავალშიც ილუსტრაციასა და დიზაინში ვხედავ, მსურს შევქმნა უფრო მასშტაბური და საინტერესო პროექტები.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
OK! მენეჯერი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025
#OK! ჩვენებური – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე
OK! ბათუმი

#OK! ჩვენებური – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე

December 19, 2025
#OK! ელენე ბოჭორიშვილი – პროფესიონალიზმი, ბუნებრიობა და ესთეტიკური ჰარმონია
OK! ბათუმი

#OK! ელენე ბოჭორიშვილი – პროფესიონალიზმი, ბუნებრიობა და ესთეტიკური ჰარმონია

December 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “ქეითმა ბოდიში მომიხადა და მე მას ვაპატიე,”-  მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუ

#OK! “ქეითმა ბოდიში მომიხადა და მე მას ვაპატიე,”- მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუ

March 9, 2021
#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები Grammy-ის დაჯილდოებაზე!

#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები Grammy-ის დაჯილდოებაზე!

February 11, 2021
#OK! Halsey-ის განსხვავებული და ფერადი იმიჯი! მომღერალმა ვარცხნილობა შეიცვალა!

#OK! Halsey-ის განსხვავებული და ფერადი იმიჯი! მომღერალმა ვარცხნილობა შეიცვალა!

April 20, 2021
#OK! ემილი რატაკოვსკის თამამი იმიჯი! მოდელი სამოსს JW Pei-ს ტრენდულ ჩანთას უხამებს!

#OK! ემილი რატაკოვსკის თამამი იმიჯი! მოდელი სამოსს JW Pei-ს ტრენდულ ჩანთას უხამებს!

June 16, 2021

კვირის ჰიტები

#OK! უსასრულო სამყარო – იოსებ ბარდანაშვილის ბგერების ფილოსოფია

#OK! უსასრულო სამყარო – იოსებ ბარდანაშვილის ბგერების ფილოსოფია

December 16, 2025
#OK! რა ცვლილებებს მოუტანს წლის ბოლო ახალმთვარეობა  ზოდიაქოს 4 ნიშანს

#OK! რა ცვლილებებს მოუტანს წლის ბოლო ახალმთვარეობა ზოდიაქოს 4 ნიშანს

December 18, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025
#OK! გიორგი ოჩხიკიძის სპორტული ფორმულა – შინაგანი თავდაჯერებულობა, რწმენა და შრომა

#OK! გიორგი ოჩხიკიძის სპორტული ფორმულა – შინაგანი თავდაჯერებულობა, რწმენა და შრომა

December 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები