• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! სტომატოლოგიური მომსახურების ფართო სპექტრი კლინიკა „მედი-დენტ+“-ში

March 13, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ჟურნალი OK!-ს მკითხველი უკვე კარგად იცნობს სტომატოლოგიური კლინიკის, „მედი-დენტ+“‑ის დამფუძნებელს, მედიცინის დოქტორსა და პროფესორს, თამარ დოლიძეს. კლინიკა უკვე 20 წელია ბაზარზე ოპერირებს და არასოდეს შეუწყვეტია განვითარება, მუდმივად ახლის ძიება და პაციენტებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების შეთავაზება. ამჯერად უკეთ გაგაცნობთ „მედია გლობალჯგუფის“ ჟურნალისტების რჩეული სტომატოლოგის, თამარ დოლიძის პროფესიულ გზას, კლინიკის განვითარების ეტაპებსა და „მედი-დენტ+“-ის დღევანდელ საქმიანობას.

ქალბატონო თამარ, თქვენს პროფესიულ გზაზე მოგვიყევით.

გამომდინარე იქიდან, რომ გავიზარდე ექიმების ოჯახში, სამედიცინო სფერო ჩემთვის უცხო არასოდეს ყოფილა, უფრო მეტიც, ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და წარმოადგენს დღევანდელ დღემდე. დედა პედიატრი გახლდათ, მამა – სტომატოლოგი. შესაბამისად, მთელი ჩემი ბავშვობა ასოცირდება თეთრ ხალათთან. ჯერ კიდევ ძალიან პატარა, 4-5 წლისა დედას ვთხოვდი, რომ სამსახურში წავეყვანე. საავადმყოფოს საორდინატოროში შემეძლო მთელი დღე სიამოვნებით გამეტარებინა, ვავსებდი სამედიცინო ისტორიებს, ვუსმენდი მკურნალობის დაგეგმვის პროცესებს. არც მამასთან ვიზიტები იყო ურიგო, ცოტა მოზრდილ ასაკში, ვინაიდან მამა ხედავდა, რომ ამ დარგის მიმართ გარკვეულ ინტერესს ვიჩენდი, პაციენტის მკურნალობის პროცესის დასწრების უფლებას და მინიმალური ასისტირების საშუალებას მაძლევდა, რაც უდიდეს სიამოვნებას და კმაყოფილებას მანიჭებდა. აქედან გამომდინარე, ჩემი პროფესიული არჩევანი მოულოდნელი და ვინმესთვის გასაკვირი არ ყოფილა. თუმცა გარკვეული პერიოდი სამხატვრო აკადემიაშიც მსურდა ჩაბარება, მამაც კარგად ხატავდა, დამთავრებული ჰქონდა სამხატვრო სკოლა. მეც დავდიოდი კერძო გაკვეთილებზე, კერძოდ, გრაფიკისა და ფერწერის მიმართულებით. ჩემი შეხედულებით ხატვის ცოდნა ექიმი-სტომატოლოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ფორმის და სიმეტრიის შეგრძნება არის სტომატოლოგ-ორთოპედის პრიორიტეტული უნარი. მიუხედავად იმისა, რომ მხატვრობის ნიჭი აღმომაჩნდა, დედის რჩევა გავითვალისწინე და გავხდი სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი. მინდა გითხრათ, რომ არცერთი წუთით არ მინანია ჩემი პროფესიული არჩევანი, ეს არის საქმე, რაც მაბედნიერებს და სტიმულს მმატებს.

1998 წელს დავამთავრე თბილისის პეტრე შოთაძის სახელობის აკადემია. ამავე წელს გავემგზავრე ქალაქ მოსკოვში და გავიარე კლინიკური ორდინატურის 2-წლიანი სრული კურსი ორთოპედიული სტომატოლოგიის განხრით. ასევე, გახლდით საკანდიდატო დისერტაციის მაძიებელი, რომელიც 2000 წელს წარმატებით დავიცავი და მოვიპოვე საკანდიდატო ხარისხი. ამავე წელს დავბრუნდი საქართველოში და დავიწყე მუშაობა პროფესორის ასისტენტად თბილისის პეტრე შოთაძის სახელობის აკადემიაში. შემდეგ გავხდი ასოცირებული პროფესორი აღნიშნულ უნივერსიტეტში ორთოპედიულ კათედრაზე. 2001 წელს ჯერ ასოცირებულ პროფესორად, ხოლო შემდეგ კი სრულ პროფესორად დავიწყე მუშაობა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტ „ალმა მატერში“, სადაც დღესაც განვაგრძობ პედაგოგიურ მოღვაწეობას. ძალიან მიყვარს სტუდენტებთან ურთიერთობა. მიმაჩნია, რომ წლების შედეგად მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მომავალი თაობისთვის მნიშვნელოვანია, რათა ჩამოყალიბდნენ მაღალკვალიფიციურ და წარმატებულ კადრებად.

 

რატომ უნდა ავირჩიოთ „მედი-დენტ+“? რა უპირატესობებით სარგებლობს ბაზარზე? გაგვაცანით გუნდი.

„მედი-დენტ+“ 2005 წელს დავაარსე და წარმოვადგენ მის ფუძემდებელსა და ხელმძღვანელს. ამასთან ერთად, ვაწარმოებ კლინიკურ პრაქტიკას ორთოპედიულ სტომატოლოგიაში.

„მედი-დენტ+“ წარმოადგენს ერთ დიდ ოჯახს, სადაც ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებ. 20 წლის განმავლობაში კლინიკამ ბევრი ცვლილება განიცადა მუდმივი სიახლეების ძებნასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში, თამამად შემიძლია ვიამაყო ჩემი მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებიც მუდმივად მუშაობენ პროფესიულ განვითარებაზე, რაც გულისხმობს მასტერკლასებსა თუ კონფერენციებში მონაწილეობას, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ. სტომატოლოგია ძალიან სწრაფად განვითარებადი მედიცინის დარგია, ამიტომ ექიმი-სტომატოლოგი მუდმივი სწავლისა და განვითარების ძიებაში უნდა იყოს წარმატების მისაღწევად. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ მაღალ კონკურენტულ ბაზარზე „მედი-დენტ+“-ს ერთ-ერთი წარმატებული ადგილი უკავია.

აპარატურასა და ტექნიკაზეც მოგვიყევით. ასევე მასალებზე, რომელსაც პაციენტებთან იყენებთ.

კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, დანერგილია ყველა მიღწევა და ტექნოლოგია, რაც დღეს არსებობს ბაზარზე და რაც შესაძლოა მაღალი ტექნოლოგიების მქონე სტომატოლოგიურმა კლინიკამ მიაწოდოს პაციენტს.

თანამედროვე სტომატოლოგიური მომსახურების სიახლესა და აქტუალობას ციფრული სტომატოლოგია წარმოადგენს, არც აქ ჩამორჩება კლინიკა „მედი-დენტ+“. უმეტესი სტომატოლოგიური პროცედურებისა და ორთოპედიული სამუშაოების დაგეგმარება და შესრულება ხდება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. აქტიურად ვიყენებთ სკანირების პროცესს, რაც ამარტივებს ორთოპედიული კონსტრუქციის დამზადების ეტაპებს. ასევე პროგრამული უზრუნველყოფის „სმაილ დიზაინის“ გამოყენებით, შესაძლებელია პაციენტს წინასწარ მივაწოდოთ 3დ გამოსახულებაში მომავალი ორთოპედიული კონსტრუქციის დიზაინი. სკანირების პროცესი ამარტივებს ანაბეჭდის აღების პროცესს, რაც ბევრი პაციენტისთვის სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენდა. ციფრულ სტომატოლოგიას აქტიურად იყენებენ სტომატოლოგიური მომსახურების ყველა მიმართულებით, ეს იქნება ორთოდონტია, ქირურგია თუ სხვა მიმართულება.

კლინიკაში დანერგილია და მაღალ დონეზეა განვითარებული დენტალური იმპლანტაციის მიმართულება, როგორც ქირურგიული ნაწილი, ასევე მასზე პროთეზირება. დენტალური იმპლანტაცია წარმოადგენს სტომატოლოგიის მიღწევის ერთ-ერთი შეუდარებელ მაგალითს, რამაც საზოგადოებას მოუხსნა უკბილობის პრობლემა ნებისმიერ ასაკში, რის გამოც ადამიანის ცხოვრების ხარისხი და თვითშეფასება იზრდება.

 

კიდევ რა პროცედურებს სთავაზობთ პაციენტებს?

გარდა იმ პროცედურებისა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, კლინიკაში განვითარებულია ყველა სტომატოლოგიური მიმართულება. მაღალ დონეზეა ორთოდონტიული მომსახურება, კბილების გასწორება კაპების ანუ ელაინერების საშუალებით, ასევე თერაპიული და ამბულატორიული ქირურგიული მომსახურება. დიდი პოპულარობით სარგებლობს კბილების გათეთრების პროცედურა, რასაც ასევე ძალიან მაღალი ხარისხით ვთავაზობთ ჩვენს პაციენტებს, ეს იქნება ოფისის პირობებში თუ სახლში კაპების გამოყენებით. კლინიკაში მკურნალობა შესაძლებელია დენტალური მიკროსკოპის გამოყენებით. პაციენტებს ვთავაზობთ დენტალური რენტგენოლოგიური კვლევის ყველა მეთოდს.

რატომ უნდა ავირჩიოთ „მედი-დენტ+“?

„მედი-დენტ+“-ის გამოცდილი გუნდი ცდილობს და მომავალშიც ეცდება გაამართლოს ერთგული პაციენტების მოლოდინი და მათ პირნათლად, უსაფრთხოდ, კეთილსინდისიერად და მაღალკვალიფიციურად მოემსახუროს. ჩვენი გუნდი 20 წლის განმავლობაში ზრუნავდა თქვენს ლამაზ და ჯანმრთელ ღიმილზე და იმედი გვაქვს, რომ ისევ სიახლეების ძიებაში განვაგრძობთ ჩვენს ძვირფას პაციენტებთან მეგობრობას და მათ მომსახურებას.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი
Travel

#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი

August 8, 2025
#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს
ინტერვიუ

#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს

August 8, 2025
#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში
ინტერვიუ

#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში

August 8, 2025
#OK! მოთხრობები სკრინინგზე
OK! Doctors

#OK! მოთხრობები სკრინინგზე

August 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ავეჯის სახლი “მიმი” – გამორჩეული ავეჯი თქვენი სახლის სიმყუდროვისთვის

#OK! ავეჯის სახლი “მიმი” – გამორჩეული ავეჯი თქვენი სახლის სიმყუდროვისთვის

January 22, 2025
#OK! Citroën – სწრაფვა თავისუფლებისაკენ

#OK! Citroën – სწრაფვა თავისუფლებისაკენ

May 8, 2023
#OK! მოდის 10 ლეგენდა და მათი შექმნილი უკვდავი ტრენდები!

#OK! მოდის 10 ლეგენდა და მათი შექმნილი უკვდავი ტრენდები!

May 4, 2025
#OK! მე ვარ ქართველი…

#OK! მე ვარ ქართველი…

September 8, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ,,დავქორწინდით! კიდევ ერთხელ! ” – Scary Spice – ის მეორე ქორწილი მაროკოში გაიმართა

#OK! ,,დავქორწინდით! კიდევ ერთხელ! ” – Scary Spice – ის მეორე ქორწილი მაროკოში გაიმართა

August 4, 2025
#OK! Love4Kids – პროექტი, რომელიც შშმ ბავშვებს ოცნებებს უხდენს და დაუვიწყარ დღესასწაულებს ჩუქნის

#OK! Love4Kids – პროექტი, რომელიც შშმ ბავშვებს ოცნებებს უხდენს და დაუვიწყარ დღესასწაულებს ჩუქნის

August 5, 2025
#OK! მარიანო ფორტუნი –  დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა

#OK! მარიანო ფორტუნი – დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა

August 6, 2025
#OK! თბილისის გამორჩეული სიმბოლო – ჭრელი აბანოს ისტორია, ტრანსფორმაცია და მომავალი

#OK! თბილისის გამორჩეული სიმბოლო – ჭრელი აბანოს ისტორია, ტრანსფორმაცია და მომავალი

August 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები