• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! საბავშვო ბაღი Family – ყველაფერი იწყება აქ

March 12, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

სკოლამდელი ასაკი ზუსტად ის პერიოდია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში. შესაბამისად, ზუსტად დროის ამ მონაკვეთს უნდა დავუთმოთ განსაკუთრებით დიდი ყურადღება. მაქსიმალური მონდომებითა და დაკვირვებით კი საბავშვო ბაღს ვარჩევთ, რადგან სწორედ ეს არის სივრცე, რომელიც ამ პროცესში გარდამტეხ როლს თამაშობს.

საბავშვო ბაღ Family-ს დაფუძნების მთავარი იდეა და მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ჩვენი შვილების ჩამოყალიბების პროცესში საკუთარი წვლილი შეეტანა და მშობლებისთვის სანდო გარემო შეეთავაზებინა. პირველი Family 2016 წელს გაიხსნა, დღეს კი 9 ფილიალით არის წარმოდგენილი, რაც მისი მიდგომების სისწორესა და გუნდის პროფესიონალიზმს კიდევ ერთხელ ადასტურებს. გთავაზობთ ინტერვიუს საბავშვო ბაღის დამფუძნებელ ირა წინწკალაძესთან.

 

გაგვაცანით საბავშვო ბაღი Family. რამდენი ხანია, რაც ბაზარზე ოპერირებს?

„ფემილი“-ს კარი პირველად 2016 წლის 7 მაისს გაიხსნა. ეს იყო საბურთალოზე, ბახტრიონის ქუჩაზე, ერთადერთ კერძო სახლში, რომელიც გამოირჩეოდა მოსახერხებელი ლოკაციითა და სიმწვანით. მალე გახდება 9 წელი, რაც ვცდილობთ, ბედნიერი ბავშვობა ვაჩუქოთ პატარებს, მშობლებს კი სანდოობა და სიმშვიდე.

საბავშვო ბაღი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. გვესაუბრეთ თქვენს მიდგომებზე. როგორია Family-ს როლი ამ მიმართულებით?

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საპასუხისმგებლო საქმიანობას ვეწევით, მაგრამ ამის ძალას ყოველდღიურად გვაძლევს ის ემოცია, რასაც ჩვენი აღსაზრდელებისგან ვიღებთ. სკოლამდელი ასაკი – ზუსტად ეს პერიოდია პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში, რომელსაც ყველაზე მეტი სიფაქიზე და მოფრთხილება სჭირდება. გარემო ყველაზე დიდ გავლენას ამ პერიოდში ახდენს ინდივიდზე და ზუსტად დროის ამ შუალედში ყალიბდება ბავშვის ზოგადი ფსიქოტიპი. ამ დროს აქვთ პატარებს ყველაზე მაღალი მიმღებლობა-ინტერესი და უპირობოდ ისრუტავენ როგორც დადებითს, ასევე უარყოფითს. ამ ყველაფერს ბავშვი სწავლობს მიბაძვით და მისთვის ავტორიტეტად გვევლინება აღმზრდელი, რაც აათმაგებს ჩვენში პასუხისმგებლობის გრძნობას.

 

რა უპირატესობებით სარგებლობს Family? რითია გამორჩეული?

გარდა იმისა, რომ ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომები, ფილიალების ქსელის მუდმივი გაფართოების გზით, კიდევ გამოვყოფთ 3 უმთავრეს ასპექტს:

  1. მაქსიმალური სიფრთხილით ვარჩევთ თანამშრომლებს, ვაძლევთ გამოსაცდელ პერიოდს, ვაკვირდებით მათ დამოკიდებულებას ბავშვებისადმი, ემოციურ წონასწორობას და მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას მათთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე. ჩვენი გუნდი და ეს ადამიანები არიან ჩვენი მთავარი აქტივი და სიმდიდრე;
  2. მაქსიმალურად ვცდილობთ როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოემოციურად უსაფრთხო, მეგობრული, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უმაღლესი სტანდარტების გარემო და ინფრასტრუქტურა შევქმნათ ჩვენი აღსაზრდელებისთვის, რაზეც ყოველწლიურად დიდ ფინანსურ რესურსს ვხარჯავთ. ეს ასევე მოიცავს მშობლების მხრიდან კამერებზე ლაივ წვდომას, ოღონდ წერტილოვნად, ინდივიდუალური Username-ებისა და პაროლების გამოყენებით;
  3. მუდმივად ვანახლებთ და ადაპტაციას ვუკეთებთ სააღმზრდელო-სასწავლო პროგრამებს და კურიკულუმებს, მივყვებით სახელმწიფო სტანდარტებს და ასევე ვითვალისწინებთ UNICEF-ის მიდგომებს და მეთოდიკებს იმისთვის, რომ აღსაზრდელებს სწორად განვუვითაროთ როგორც მოტორულ-სენსორული, ასევე ანალიტიკურ-შემეცნებითი უნარები. ჩვენი ფილოსოფია არ გულისხმობს სწავლით ბავშვების გადატვირთვას. სწორედ ამიტომ ჩვენი კურიკულუმი ეფუძნება თამაშით სწავლების მედოთიკას.

გაგვაცანით გუნდი. რა პასუხისმგებლობებთან ასოცირდება იყო Family-ს წარმომადგენელი?

ვინაიდან „ფემილი“ წარმოდგენილია 9 ფილიალით და მე-10 გაიხსნება ამ წლის სექტემბერში, დადგა პროცესების ცენტრალიზაციისა და ავტომატიზაციის აუცილებლობა, ოღონდ ისე, რომ არ დაკარგულიყო თითოეული ფილიალის ინდივიდუალიზმი.

ყველა ფილიალს ჰყავს მენეჯერი, რომელიც უძღვება ყოველდღიურ პროცესს, დისციპლინის, წესრიგის, მშობლებთან ურთიერთობის და სხვა მიმართულებით. ყველა ფილიალში სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს იდენტურად. ტარდება სტანდარტული აქტივობები, გვაქვს სხვადასხვა წრე – ზალიკოს მასტერკლასები, მუსიკა, ცეკვა, ჭადრაკი, კარატე და ა.შ. და მენეჯერებს აქვთ შემოქმედებითი ავტონომია, რომ საკუთარი შეხედულებისამებრ დაგეგმონ სხვადასხვა ღონისძიება იმისთვის, რომ არ დაიკარგოს ოჯახური გარემო და ბაღი ცივ კედლებად არ იქცეს.

ამ ყველაფერს, თავისთავად, ბექოფისიდან მართავს ჩვენი ცენტრალიზებული გუნდი, რომელშიც შედის საოპერაციო დირექტორი, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი, მეთოდისტი, ფინანსური მენეჯერი, მარკეტინგის მენეჯერი, IT სპეციალისტი და სამეურნეო უზრუნველყოფის მენეჯერი. სწორედ ეს ადამიანები, ფილიალების მენეჯერებთან ერთად, უძღვებიან ამ ძალიან რთულ და საპასუხისმგებლო პროცესს.

თითოეული მშობლისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვის წინასწარ მომზადება და ადაპტაცია ბაღისთვის. რას ურჩევდით მათ?

ბაღთან ადაპტაციის მთავარი პრინციპია, საბავშვო ბაღში პატარას დავახვედროთ მაქსიმალურად თბილი და ოჯახური გარემო. ამისთვის უპირველესია მშობლის სწორი მიდგომა საკითხისადმი, თავის პატარასთან საუბარი ბაღსა და ბაღის მნიშვნელობაზე. ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ მშობლებს, საოჯახო ტური მოაწყონ ფილიალში, ერთად გაეცნონ ბაღის გარემოს იმისთვის, რომ პირველ რიგში, მშობელმა გამოგვიცხადოს ნდობა, ვინაიდან ის უპირობო ავტორიტეტია ბავშვისთვის. ეს ქმედება არის ერთგვარი გარანტი იმისა, რომ ბავშვი ბაღს უცხო გარემოდ აღარ აღიქვამს და აქ მოხვედრა ნაკლებად შეაშფოთებს. შფოთვა სრულიად ვერ გაქრება, ვინაიდან ეს არის ჯანსაღი რეაქცია გარემო ფაქტორებსა და სიახლეებზე, თუმცა ამ ქმედებებით ის ბევრად უფრო მსუბუქია და მათ ფსიქოემოციურ ფაქტორზე უარყოფითად აღარ მოქმედებს.

მეორე, რაც ბავშვს აშფოთებს, მშობელთან განშორებაა. სწორედ საბავშვო ბაღი არის სივრცე, სადაც პატარა პირველ სოციალიზაციას გადის. ჩვენ ამ ნაწილშიც ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას და ვცდილობთ, მშობელთან განშორება და სოციუმში ადაპტაცია მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ აღსაზრდელებს. ადაპტაციის მიდგომებს კი კომპლექსურად ვადგენთ. პროცესში ჩართულია კვალიფიციური ფსიქოლოგი, მეთოდისტი, ფილიალის მენეჯერები, აღმზრდელები და საოპერაციო დირექტორი. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი ურთიერთობა მშობლებთან სრულად გამჭვირვალეა, რაც ზრდის მათი ჩვენდამი ნდობის ხარისხს.

 

სამომავლო გეგმები.

ჩვენი გუნდი მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე. მიგვაჩნია, რომ გაჩერება უდრის უკუსვლას. ეს კრედო ჩვენს მოქმედებებშიც აისახება და, შეიძლება ითქვას, ბოლო 5 წელიწადში რეკორდული ტემპით გავიზარდეთ. ვვითარდებით რამდენიმე მიმართულებით:

  1. უკვე აღინიშნა, რომ სექტემბერში გაიხსნება რიგით მეათე ფილიალი, თუმცა ამაზე არ გავჩერდებით და ამ წლიდან ვგეგმავთ რეგიონებში გასვლასაც. გვაქვს ხედვა, რომ 3-5 წლიან პერსპექტივაში „ფემილი“ წარმოდგენილი უნდა იყოს თბილისის თითქმის ყველა უბანში და საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქსა და რეგიონულ ცენტრში;
  2. გარდა ამისა, არ გამოვრიცხავთ, რომ საპილოტედ ვიფიქროთ რომელიმე სხვა ქვეყანაში ბაღის გახსნაზე, იქაური წარმომადგენლების მონაწილეობით. უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე პოტენციურ პარტნიორთან და ვართ შესაძლებლობების შეფასების ეტაპზე;
  3. დეკემბერში დავიწყეთ ბავშვებისთვის სასიხარულო მიმართულება და გავხსენით სათამაშოების პირველი შოურუმი დიღმის მასივში, „ფემილი თოიზ“-ის ბრენდის ეგიდით. ჩვენი კომპანია უშუალოდ ახორციელებს უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების იმპორტს და საბითუმო/კორპორაციული გაყიდვების გარდა, მიზნად ვისახავთ განვავითაროთ სათამაშოების მაღაზიების ქსელი, რომელიც კონცეპტუალურად განსხვავებულ პროდუქტს და სერვისს შესთავაზებს ჩვენს მომხმარებლებს;
  4. ხშირად გვეუბნებიან, რომ უნდა შევქმნათ „ფემილის“ სკოლა და ამაზე ბევრს ვფიქრობთ. ჯერჯერობით არ გვაქვს მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა სიამოვნებით განვიხილავთ რომელიმე საშუალო ზომის არსებულ კერძო სკოლასთან პარტნიორობის შესაძლებლობას. მიგვაჩნია, რომ ასეთ თანამშრომლობას ექნება სინერგიული ეფექტი, როდესაც 1+1=3-ს და არა 2-ს.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სინგაპურის საიუველირო ქარხანა Bioligems უკვე თბილისშია

#OK! სინგაპურის საიუველირო ქარხანა Bioligems უკვე თბილისშია

May 10, 2023
#OK! სააღდგომო ვიდეო, რომლითაც ქეით მიდლტონმა გულშემატკივარი შეაშინა

#OK! სააღდგომო ვიდეო, რომლითაც ქეით მიდლტონმა გულშემატკივარი შეაშინა

April 5, 2021
#OK! H&M-მა თბილისში 2022 წლის ზაფხულის კოლექციის პრეზენტაცია გამართა

#OK! H&M-მა თბილისში 2022 წლის ზაფხულის კოლექციის პრეზენტაცია გამართა

June 6, 2022
#OK! მაისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი

#OK! ივნისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი

June 3, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ხუთი ვარსკვლავი, რომელიც ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიას დედასთან ერთად დაესწრო

#OK! ხუთი ვარსკვლავი, რომელიც ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიას დედასთან ერთად დაესწრო

January 19, 2026
#OK! რატომ არის წითელი ფერი Valentino-ს მოდის სახლის სიმბოლო?

#OK! რატომ არის წითელი ფერი Valentino-ს მოდის სახლის სიმბოლო?

January 20, 2026
#OK! ნიკა ეგაძე ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონია

#OK! ნიკა ეგაძე ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონია

January 19, 2026
#OK! ტიმოთი შალამე მარლონ ბრანდოს შემდეგ პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც 30 წლის ასაკში ოსკარის სამი ნომინაცია მიიღო

#OK! ტიმოთი შალამე მარლონ ბრანდოს შემდეგ პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც 30 წლის ასაკში ოსკარის სამი ნომინაცია მიიღო

January 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები