• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! სამოთხეში დაბრუნების მცდელობა ზურა შევარდნაძე

May 7, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

რას ნიშნავს, იყო მებაღე და რა დატვირთვა აქვს თქვენთვის? როდესაც ამ პროფესიას ირჩევთ, ბუნების სამსახურში დგახართ თუ ადამიანის?

იყო მებაღე, ნიშნავს იყო მადლიერი ადამიანი. არ შეიძლება იცხოვრო მცენარეებთან ერთად და არ გქონდეს გული მადლიერების გრძნობით სავსე, იყო მადლიერი გამჩენის, რომ ამ სამყაროს ნაწილი ხარ და გაქვს უფლება ცოტათი მაინც შეცვალო ირგვლივ გარემო, გაამშვენო, გაალამაზო, გააცოცხლო, გააფერადო.

 

 

როცა ჩვენ ვზრუნავთ მცენარეებზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ვზრუნავთ საკუთარ თავზე? როგორ უნდა მივაღწიოთ ჰარმონიას?

როცა მცენარეზე ზრუნავ, რა თქმა უნდა ეს ნიშნავს, რომ ზრუნავ ადამიანზე, გარემოზე, საკუთარ თავზე. ჩვენ იმ დიდი სამყაროს ნაწილი ვართ, სადაც მცენარეს გადამწყვეტი როლი აქვს, მაგრამ ხშირად ეს გვავიწყდება. მცენარეები ხშირად უფრო ლმობიერები არიან ერთმანეთის მიმართ, ვიდრე ადამიანები.

რა უნდა გავაკეთოთ ყოველდღიურად, რომ შევცვალოთ ეკოლოგია უკეთესობისკენ?

ზომიერად უნდა ვიურთიერთოთ სამყაროსთან. მიწისგან, ტყისგან, გარემოსგან მხოლოდ კი არ უნდა მივიღოთ, გავცეთ კიდეც. იმდენი მაინც უნდა შევძლოთ, თუ იქით ვერაფერს მივცემთ, აქეთ არ წავართვათ ბუნებას. ბევრს კი არაფერს ითხოვს ჩვენგან − მთავარია უხეშად არ ჩავერიოთ, და თავის თავს თვითონ მიხედავს.

 

გვესაუბრეთ ბაღებზე, რომლებიც სხვა ქვეყნებში მოგზაურობისას აღმოაჩინეთ და თქვენი შთაგონების წყარო გახდა.

გამორჩეულია საფრანგეთში, სოფელ ჟივერნიში კლოდ მონეს ბაღი; ინგლისში ბევრი ბაღია, რომლის მონახულებაც დიდი სიამოვნებაა − ბრიტანელების ბაღები განუმეორებელია. ირანშიც, თუ გაგიმართლებთ და ნამდვილი მებაღე იქნება თქვენი მასპინძელი, დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა აღმოსავლური, დახურული ბაღები ფორთოხლის ხეებით, ფარშევანგებით, ბროწეულით, ნუშის ხეებით და შუაში აუცილებლად შადრევნით. ვეთაყვანები გერმანიაში არენსების გვარის დინასტიის ძველ სანერგეს, რომელსაც ახლა მათი შვილიშვილი − ფრაუ მაუბახი უვლის.

 

 

როგორია თქვენთვის იდეალური ბაღი? როგორ უნდა დავიწყოთ მისი გაშენება?

ადამიანი ბუნებაზე უკეთ ვერც ფერებს დაალაგებს, ვერც შეახამებს მცენარეებს და ვერც სეზონების მიხედვით ააწყობს კომპოზიციას, ამიტომ ბაღი მით უფრო მომხიბვლელი და შთამბეჭდავია, რაც უფრო ბუნებასთან მიახლოებული და მიმსგავსებულია. კარგი და გონიერი მებაღის ოსტატობაც იმაში გამოიხატება, რომ მაგალითები ბუნებიდან აიღოს. ბევრი ბაღი მინახავს, ბევრი ძალიან საინტერესო მებაღეებიც გამიცნია, მათი ნამუშევრით აღვფრთოვანებულვარ, და ბოლოს ამ დასკვნამდე მივედი.

 

ბაღისადმი ადამიანის ინტერესი და ბაღის გაშენების სურვილი, სამოთხეში დაბრუნების მცდელობას უკავშირდება. ადამიანმა სამოთხეში ადგილი თავისი შეცდომების გამო დაკარგა. ბაღის შექმნა კი იმ სამოთხეში დაბრუნების მცდელობაა, ზოგჯერ − შედეგიანიც.

 

ტექსტი: ირმა შარიქაძე

ფოტო: ირმა შარიქაძე/ნათია მახათაძე

ასევე გაეცანი

#OK! KPI Studios  ჩვენ ვქმნით ინტერიერს თქვენი კომფორტისთვის
Décor

#OK! KPI Studios ჩვენ ვქმნით ინტერიერს თქვენი კომფორტისთვის

June 17, 2025
#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი
Décor

#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

May 27, 2025
#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო
Décor

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025
#OK! ჩემთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებლის ინტერიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს — ინტერვიუ მაია ძაძამიასთან
Décor

#OK! ჩემთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებლის ინტერიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს — ინტერვიუ მაია ძაძამიასთან

April 15, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! როუზი ჰანტინგტონის იშვიათი გამოჩენა 3 წლის ვაჟთან ერთად

#OK! როუზი ჰანტინგტონის იშვიათი გამოჩენა 3 წლის ვაჟთან ერთად

April 27, 2021
#OK! Rihanna პრესტიჟულ რესტორანს A$AP Rocky-სთან ერთად ეწვია! მომღერალმა იმიჯს Fendi-ს ჩანთა შეუხამა!

#OK! Rihanna პრესტიჟულ რესტორანს A$AP Rocky-სთან ერთად ეწვია! მომღერალმა იმიჯს Fendi-ს ჩანთა შეუხამა!

April 12, 2021
#OK! სკარლეტ იოჰანსონს მეორე შვილი შეეძინა: ახალშობილის სქესი და სახელი ცნობილია

#OK! სკარლეტ იოჰანსონს მეორე შვილი შეეძინა: ახალშობილის სქესი და სახელი ცნობილია

August 20, 2021
#OK! 42 წლის კრისტინა აგილერას ცეცხლოვანი ფოტოსესია

#OK! 42 წლის კრისტინა აგილერას ცეცხლოვანი ფოტოსესია

October 11, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

June 18, 2025
#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

June 19, 2025
#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

June 19, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები