• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! შუა ქალაქში

November 3, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

ქართული OK! წარმოგიდგენთ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო, სუპერპოპულარული ქართული სერიალის „შუა ქალაქში“ მთავარ გმირებს, ყველასათვის საყვარელ ნიჭიერ მსახიობებსა და ტელეწამყვანებს – თათული ედიშერაშვილს, თამუნა ნიკოლაძეს, გოგა ბარბაქაძესა და ოთარ ტატიშვილს. თამუნას, თათულის, ოთარსა და გოგას ვთხოვეთ გაეხსენებინათ, როგორ მუშაობდნენ სერიალზე, რომლის თითოეულ სერიასაც წლების განმავლობაში მოუთმენლად, სიამოვნებით ელოდა აბსოლუტურად ყველა ასაკის ქართველი ტელემაყურებელი. ის, რომ სერიალმა დროის გაუძლო, ფაქტია. პირველი სერიის გამოსვლიდან 17 წლის შემდეგაც „შუა ქალაქში“ კვლავ ძველებურად პოპულარული და მოთხოვნადი ტელეპროექტია.

 

„შუა ქალაქში“ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული სერიალია. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია მისი ასეთი საყოველთაო სიყვარული და პოპულარობა?

(თამუნა): იმდენად გვიყვარდა ერთმანეთი და საქმე, რომელსაც ვაკეთებდით, იმდენად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით, რომ გამოვიდა ის, რაც გამოვიდა. ამას არ ვაკეთებდით მხოლოდ ორი-სამი ადამიანი, სერიალს ქმნიდა პროფესიონალთა დიდი გუნდი.

(გოგა): ძალიან ნიჭიერი ჯგუფი შეიკრიბა. ყველა ნიჭიერი იყო და არის დღესაც თავის საქმეში. თანაც პირველი ასეთი მასშტაბის სერიალი იყო „შუა ქალაქში“. თითოეული ჩვენგანი ძალიან ვუფრთხილდებოდით და ვზომავდით ყოველ სიტყვას, მოძრაობას. სერიალში არაფერი უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ მაყურებლის ასაკი შეეზღუდა. მალე მივხვდით, რომ ყველა თაობის მაყურებელი გაუჩნდა სერიალს. ფაქტობრივად, 6 წლის ასაკიდან ყველა უყურებდა და ახლაც ასეა. მსახიობები ძალიან კარგად ვიცნობდით ერთმანეთს, დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და ალბათ ამანაც იმოქმედა თამაშისა და მუშაობის ხარისხზე.

(თათული): ახალს ვერაფერს ვიტყვი, რა თქმა უნდა, გუნდი იყო მნიშვნელოვანი და აქ იგულისხმება კადრს მიღმა და კადრში მომუშავე ადამიანების პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის გრძნობა და სიყვარულით გაკეთებული საქმე. როცა სიყვარულით ქმნი პროდუქტს, ის აუცილებლად კარგ შედეგს მოიტანს. არასდროს მქონია განცდა, რომ სამუშაოდ მივდიოდი, ყოველთვის ვაკეთებდით ჩვენს საყვარელ საქმეს. როცა გარკვეულ წარმატებას მიაღწევ, მერე ენთუზიაზმიც იზრდება, მეტი ინტერესიცაა და მეტად გინდება აკეთო და აშენო ეს ყველაფერი.

 

 

გადაღებები გაიხსენეთ, როგორი იყო სამუშაო პროცესი?

(თამუნა): ვფიქრობ, რაც ჩანდა, იყო ნამდვილად კარგი. ვემსახურებოდით სიტუაციურ კომედიას, მაგრამ სიტკომის იქით ძალიან სერიოზულად ვმუშაობდით, ცოტას ვნერვიულობდით კიდეც. როგორც კი მივხვდით, რომ მთელი საქართველო გვიყურებდა, მეტად გაიზარდა იმის პასუხისმგებლობა, რომ შეგვექმნა მაქსიმალურად ხარისხიანი პროდუქტი. აღარ გვქონდა იმის უფლება, ვინმე მოსულიყო და ტექსტი კარგად არ სცოდნოდა, ან სცენა არ ჰქონოდა გააზრებული. იყო სრული მობილიზაცია, ნერვიულობა და დიდი შრომა.

(თათული): ისეთი რეჟიმით ვშრომობდით, რომ სიმართლე გითხრათ, სახალისოდ ნამდვილად არ გვეცალა.

(ოთარი): როგორ არა, გოგა სულ ხალისობდა. რეპეტიციებზეც მშვენივრად ერთობოდა.

(გოგა): ეს იმიტომ ხდებოდა, რომ მაყურებელი გვესწრებოდა გადაღებებზე და არ მოეწყინათ. ძალიან ვიღლებოდით. ორ სერიას ვიღებდით 3 საათში. იყო გამონაკლისი, როცა საახალწლოდ 3 სერია ერთად გადავიღეთ.

(ოთარი): მახსოვს, ერთხელ ერთი სერია გადავიღეთ, შემდეგ წავედით ფილარმონიაში, სადაც კონცერტი გვქონდა, ჩავატარეთ კონცერტი, მოვბრუნდით და კიდევ ერთი სერია გადავიღეთ.

(თამუნა): 10 წელი ვცხოვრობდით მეოთხე პავილიონში.

 

 

ყველაზე პასუხისმგებლიანი ვინ იყო?

(თათული): ყველა! მთელ გუნდს ჰქონდა პასუხისმგებლობა უმაღლეს ხარისხში!

 

რა მოგცათ ამ სერიალმა?

(თათული): იცით რა მოგვცა? 17 წლის წინ დავიწყეთ გადაღება და აი, დღესაც მოხვედით თქვენ და გვეკითხებით სერიალზე „შუა ქალაქში“. მოგვცა ყველაფერი ის, რაც მსახიობს ბედნიერებისთვის სჭირდება.

(თამუნა): ვფიქრობ, არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ მთელი საქართველოს სიყვარული მომცა.

(გოგა): როცა ადამიანი დაგინახავს, გაიღიმებს და თავის პრობლემებს ცოტა ხნით დაივიწყებს, ამის გააზრება ძალიან კარგია. ბევრ ადამიანს მივანიჭეთ სიამოვნება და სიხარული.

 

 

ბოლო კითხვას დაგისვამთ. საინტერესოა, თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და საყვარელი ქართული სერიალი რომელია, ცხადია, „შუა ქალაქშის“ შემდეგ.

(თამუნა): სანამ „შუა ქალაქში“ დაიწყებოდა, ვუყურებდი სერიალს „ყავა და ლუდი“ და ძალიან მომწონდა. მაშინ პატარა ვიყავი, ახალი ხილი იყო ქართული სერიალი და თან გადასარევი არტისტები თამაშობდნენ. „ძილის წინ“ კი იყო ერთ-ერთი პირველი სერიალი, ასევე, „წვრილვარსკვლავთა ღამე“.

(გოგა): „ცხელ ძაღლს“ გამოვარჩევ.

(თათული): და „ჩემი ცოლის დაქალები“, რომელიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ. მართლა კარგი სერიალია.

(ოთარი): მე „სახლი ძველ უბანში“ მახსენდება, ასევე, „სპირალი“.

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

August 10, 2025
#OK! Ideahub სანდო ციფრული პარტნიორი
OK! Business

#OK! Ideahub სანდო ციფრული პარტნიორი

August 10, 2025
#OK! დეველორი – ჩვენ ვავითარებთ ადამიანებს, რომლებიც ავითარებენ ბიზნესს
OK! Business

#OK! დეველორი – ჩვენ ვავითარებთ ადამიანებს, რომლებიც ავითარებენ ბიზნესს

August 10, 2025
#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი
Travel

#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი

August 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მოწვეული რედაქტორის  5 რჩეული არქიტექტურული პროექტი

#OK! მოწვეული რედაქტორის 5 რჩეული არქიტექტურული პროექტი

November 7, 2022
#OK! გალერეა “დუპე” – უმაღლესი ხარისხის ფარდა-ჟალუზების მრავალფეროვანი არჩევანი

#OK! გალერეა “დუპე” – უმაღლესი ხარისხის ფარდა-ჟალუზების მრავალფეროვანი არჩევანი

August 1, 2024
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის დეკემბრის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის დეკემბრის ნომრისთვის

December 11, 2024
#OK! ორლანდო ბლუმი კიევში, ვოლოდიმერ ზელენსკისთან შესახვედრად ჩავიდა!

#OK! ორლანდო ბლუმი კიევში, ვოლოდიმერ ზელენსკისთან შესახვედრად ჩავიდა!

March 28, 2023

კვირის ჰიტები

#OK! თბილისის გამორჩეული სიმბოლო – ჭრელი აბანოს ისტორია, ტრანსფორმაცია და მომავალი

#OK! თბილისის გამორჩეული სიმბოლო – ჭრელი აბანოს ისტორია, ტრანსფორმაცია და მომავალი

August 8, 2025
#OK! როგორ ინარჩუნებენ ცნობილი მილენიალები ახალგაზრდულ იერსახეს – რას ამბობენ მკვლევარები?

#OK! როგორ ინარჩუნებენ ცნობილი მილენიალები ახალგაზრდულ იერსახეს – რას ამბობენ მკვლევარები?

August 4, 2025
#OK! პამელა ანდერსონის ტრანსფორმაცია 90-ანებიდან დღემდე

#OK! პამელა ანდერსონის ტრანსფორმაცია 90-ანებიდან დღემდე

August 7, 2025
იცოდით?

იცოდით?

August 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები