• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! SEU-სა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის MIT-ის შეთანხმება გლობალური ანტრეპრენერული განათლების მხარდასაჭერად

October 8, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU მსოფლიოში ყველაზე წარმატებული მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) სამეწარმეო ცენტრის Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ინიციატივით შექმნილი ანტრეპრენერული განათლების გამავრცელებელთა ქსელის (Raise the Bar Entrepreneurship Educators Network) თანადამფუძნებელია მსოფლიოს სხვა 4 უნივერსიტეტთან ერთად.

MIT წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს.  ის 1861 წელს დაარსდა და 2024 წლის მონაცემებით QS World University Ranking-ში პირველ ადგილს იკავებს უნივერსიტეტების როგორც ზოგად რეიტინგში ისე ტექნოლოგიური მიმართულებით. ასევე, წარმატებული, ინოვაციური სტარტაპების რაოდენობით ლიდერია მთელს მსოფლიოში.

Martin Trust Center for MIT Entrepreneurship არის MIT-ის მნიშვნელოვანი ნაწილი, ანტრეპრენერული ნიჭის განვითარებისთვის და ტექნოლოგიური ინოვაციების წარმართვისთვის. იგი დამწყები ანტრეპრენერებისთვის რესურსების უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის მიზნით დაარსებული ცენტრია, რომელიც სხვადასხვა პროგრამის, ვორქშოფისა და მენტორობის შესაძლებლობას იძლევა.

ამ არაჩვეულებრივ სიახლესთან და უფრო მეტ დეტალთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს რექტორთან, ბატონ გია კავთელიშვილთან.

 

რატომ შეიქმნა  ანტრეპრენერული განათლების გამავრცელებელთა ქსელი (Raise the Bar Entrepreneurship Educators Network)?

„სამეწარმეო განათლების განვითარების სფეროში არათანმიმდევრული და არათანაბარი სწავლების მეთოდები არსებობდა, დღევანდელი მსოფლიოს ტემპი კი ითხოვს ისეთი მცოდნე, ანტრეპრენერთა თაობის აღზრდას, რომელთაც ექნებათ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევებთან გამკლავების უნარი.  ქსელის წევრი უნივერსიტეტების მიზანია,  MIT-ის სტარტაპების შექმნისა და განვითარების გამოცდილების ინტეგრირება და გაზიარება, საერთაშორისო მასშტაბით.

გვესაუბრეთ SEU-ს როლზე და ჩართულობაზე ამ პრესტიჟულ ქსელში

„ქსელის მასშტაბი SEU-ს საშუალებას აძლევს ითანამშრომლოს მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, თანამშრომლობა გამოცდილების გაცვლასაც შეუწყობს ხელს.

ამ მხრივ, ძალიან დიდი მნიშვნელობა თავად აკადემიური გუნდის განვითარებაა. კონკრეტულად კი თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ ყოველწლიურად გავაგზავნით 5 ლექტორს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტსში,  MIT-ის კამპუსში გადამზადების პროგრამაზე, სადაც ისინი გაივლიან MIT-ის გამართული ანტრეპრენერობის ჩარჩოებს, სიღრმისეულად გაეცნობიან და შეისწავლიან „გამართული ანტრეპრენერობის 24 ნაბიჯის“ და „15 სტარტაპ-ტაქტიკის მეთოდოლოგიას“. ასევე, ლექტორები სიღრმისეულად გაეცნობიან MIT-ის სამეწარმეო ცენტრის სტარტაპ აქსელერატორებს, პროგრამებს,  და ნებისმიერ ახალ კონტენტს MIT-ის პროფესორებისგან. გადამზადებული ლექტორები SEU-ს სტუდენტებს შეასწავლიან მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.

 

 

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ SEU-ს სტუდენტებიც ყოველწლიურად სრული დაფინანსებით გაემგზავრებიან მასაჩუსეტსში, სადაც MIT-ის სტუდენტებთან ერთად მონაწილობას მიიღებენ 3 კვირიან პროგრამაში – StartMIT, რომელიც გულისხმობს მეწარმეობის სიღრმისეულ და პრაქტიკულ შესწავლას.  დაესწრებიან ბილ ოლეტის Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის მმართველი დირექტორის, MIT-ის პროფესორისა და ცნობილი ბესტსელერის – ,,გამართული ანტრეპრენერობა: 24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპისკენ“ ლექციებს.

ეს პარტნიორობა ჩვენს სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ უახლეს ტენდენციებს ანტრეპრენერობის მიმართულებით MIT-ის კამპუსში, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო პროექტებში, დაამყარონ გლობალური კავშირები და შექმნან ღირებული ქსელი სტუდენტებთან და ინდუსტრიის ლიდერებთან ერთად,საბოლოოდ ეს ყველაფერი აისახება მათ მიერ სტარტაპების დაარსებასა  და გლობალურ სტარტაპ ეკოსისტემაში საკუთარი წვლილის შეტანაში.

აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გარდა MIT-ის კამპუსში ყოველწლიურ კონფერენციაზე  SEU-ს ადმინისტრაციის თანამშრომლებიც,  გაემგზავრებიან, რომლებიც Raise the Bar Entrepreneurship Educators Network -ის სხვა წევრებთან ერთად იმუშავებენ ქსელის  განვითარებაზე.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ SEU-ს და Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-თან კოლაბორაციით, SEU-ს ბაზაზე შეიქმნება საერთაშორისო სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც შემდგომში უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ინტეგრირდება.

ინფორმაციისთვის, SEU-ს როგორც Raise the Bar Entrepreneurship Educators Network-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, წვდომა ექნება MIT-ის Orbit პლატფორმაზე. Orbit-ის ციფრული პლატფორმა სტარტაპერებს იდეის განვითარების პროცესს უადვილებს და რისკების იდენტიფიცირების მაქსიმიზაციას ახდენს. პლატფორმა GenAI ასისტენტს იყენებს, რომელიც ხელს უწყობს სამეწარმეო საგანმანათლებლო გამოცდილების გაუმჯობესებას, SEU-ს სტუდენტებისა და ლექტორებისთვის.

ასევე გაეცანი

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები
OK! News

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

January 12, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები
OK! News

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

January 12, 2026
#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
OK! News

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

January 12, 2026
#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები
OK! News

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

January 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! დუა ლიპა და ტრევორ ნოა ერთმანეთს ხვდებიან – ვარსკვლავური წყვილის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! დუა ლიპა და ტრევორ ნოა ერთმანეთს ხვდებიან – ვარსკვლავური წყვილის უახლესი პაპარაცული ფოტოები

September 30, 2022

#OK! რუსუდან ლამპარაძე – მუდმივი სწრაფვა პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ

May 22, 2025
#OK! რას ეძებენ ქართველები GOOGLE-ში ყველაზე ხშირად?

#OK! რას ეძებენ ქართველები GOOGLE-ში ყველაზე ხშირად?

December 10, 2021
#OK! საზარელი სურათი ლიამ პეინის გარდაცვალების ადგილიდან

#OK! საზარელი სურათი ლიამ პეინის გარდაცვალების ადგილიდან

October 18, 2024

კვირის ჰიტები

#OK! სახლი, რომელიც ფილმის შექმნის შთაგონების წყაროდ იქცა

#OK! სახლი, რომელიც ფილმის შექმნის შთაგონების წყაროდ იქცა

January 8, 2026
#OK! 10 შემთხვევა, როდესაც ქეით მიდლტონმა პრინცესა დაიანას სტილი გაიმეორა

#OK! 10 შემთხვევა, როდესაც ქეით მიდლტონმა პრინცესა დაიანას სტილი გაიმეორა

January 9, 2026
#OK! სენ-ტროპეში ბრიჯიტ ბარდოს დაკრძალვა გაიმართა

#OK! სენ-ტროპეში ბრიჯიტ ბარდოს დაკრძალვა გაიმართა

January 8, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები