• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! როდესაც იურიდიული ოსტატობა ხვდება ბიზნესგამჭრიახობას – ინტერვიუ ნინო ყეინაშვილთან

August 9, 2024
საკითხავი დრო: 2 mins read

დღევანდელი ჩემი რესპონდენტი იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ის პროფესია აირჩიეს, რომელზეც ბავშვობაშივე ოცნებობდნენ. ის არასოდეს უშინდებოდა წინააღმდეგობას და ყოველთვის თამამად აფიქსირებდა თავის აზრს. იურისტ ნინო ყეინაშვილს ეს თვისებები დღესაც არ დაუკარგავს, ბუნებით მაქსიმალისტი, მებრძოლი და მიზანდასახული განაგრძობს საკუთარი და სხვათა უფლებების დაცვას. ნინოს მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა სექტორში მუშაობას. მას 2012 წლიდან მოყოლებული, აქვს პროფესიით მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება. ის 2017 წლიდან გახლავთ მოქმედი ადვოკატი და საადვოკატო ბიუროს, „იურიდიულ მრჩეველთა ბიუროს“, დამფუძნებელი.

 

ნინო, როდის და რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

ბავშვობიდან ვიცოდი, რომ იურისტი გავხდებოდი. ყველგან ვცდილობდი ჩემი თანატოლების უფლებების დაცვას. დიდი სურვილი მქონდა, მესწავლა კანონის სწორი ინტერპრეტირება და პრაქტიკაში გამოყენება. სწორედ ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება აღმოჩნდა ამ პროფესიის არჩევა. ალბათ, არც არავის გაჰკვირვებია ჩემ გარშემო, როცა იურისტობა გადავწყვიტე.

 

როგორი იყო გზა თქვენს საადვოკატო ბიუროს შექმნამდე?

სიმართლე გითხრათ, თავიდანვე ადვოკატის ამპლუაში ვხედავდი ჩემს თავს. მანამდე კი, საჯარო თუ კერძო სტრუქტურაში, იურიდიული სფეროს ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით ვიმუშავე. ყოველთვის ორიენტირებული ვიყავი, მაქსიმალური ცოდნა მიმეღო იმ დაწესებულებიდან, სადაც ვმუშაობდი, რათა ეს ყველაფერი შემდგომ გამომეყენებინა, როცა უკვე ჩემს დამოუკიდებელ საადვოკატო ბიუროს შევქმნიდი. მაგალითად, როდესაც ბიზნესრეესტრში ვმუშაობდი, ჩემს საქმეს როცა ვამთავრებდი, შემდეგ სხვა განყოფილებებში გავდიოდი და მათ საქმეს ვსწავლობდი და უამრავ კითხვას ვსვამდი, ეს კი მრავალფეროვან სამართლებრივ პრაქტიკას მაცნობდა.

 

ნინო, გვიამბეთ თქვენი საადვოკატო ბიუროს შესახებ…

ჩვენი კომპანია წარმოდგენილია როგორც სამოქალაქო-ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის მიმართულების ადვოკატებით, შესაბამისად, კლიენტი ყველა იურიდიულ პრობლემაზე დახმარებას ერთი საადვოკატო ბიუროსგან იღებს. ჩვენი განსაკუთრებული ბენეფიტი ბათუმსა და თბილისში ოფისებია, შესაბამისად, კლიენტ კომპანიებს მთელი საქართველოს მასშტაბით ვუწევთ უწყვეტ და დროულ იურიდიულ დახმარებას.

ჩვენი მიზანია, ყველა შესაძლო სამართლებრივი გზით კლიენტებს მათი ინტერესების დაცვაში დავეხმაროთ. ჩვენი გუნდი სამუშაო პროცესში ხელმძღვანელობს ისეთი ფუნდამენტური პრინციპებით, როგორიცაა კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კონფიდენციალობა, პროფესიული კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება.

კერძო საადვოკატო საქმიანობის დაწყებისას ერთ ფაქტს გავიხსენებდი. მაშინ ჯერ კიდევ არ მყავდა ბევრი კლიენტი და რეკომენდაციით მიკავშირდებოდნენ. ერთ-ერთმა კლიენტმა არ მითხრა, თუ საიდან გაიგო ჩემი საადვოკატო ბიუროს შესახებ. საქმეზე წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ კი გამიმხილა, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ურჩია ჩემთან დაკავშირება. კარგად დავუხასიათებივარ, პროცესებზე რამდენჯერაც შემხვდა ეს ადვოკატი, ყოველ ჯერზე ჩემს კითხვებს ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცაო. ასე გაიგო ჩემმა კლიენტმა ჩემი სახელი და გვარი და მომძებნა. რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა ძალიან გამახარა. ჩემი საადვოკატო საქმიანობის დაწყებიდან დღემდე კეთილსინდისიერად ვუწევ მომსახურებას კლიენტებს და ასეთი ფაქტები ყოველთვის მოტივაციის წყაროა.

ჩემი იურიდიული კომპანია მრავალი წელია თანამშრომლობს საერთაშორისო კომპანიებსა და ორგანიზაციებთან, ასევე, იურიდიულ დახმარებას ვუწევთ არაერთ დიდ კომპანიას, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით არიან წარმოდგენილი და მრავალფეროვანი სახელშეკრულებო თუ სხვა სახის სამართლებრივ დახმარებას საჭიროებენ. გარდა ამისა, გვაქვს სასამართლო დავების მიმართულება და აქაც კომპანიებზე ვართ ორიენტირებული, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ფიზიკური პირების საქმეებშიც ვერთვებით.

მაქსიმალისტი ხართ?

დიახ, ბუნებით მაქსიმალისტი ვარ. ჩემი ჰობია მუდმივად პროფესიული სიახლეების ძიება და უფრო მეტის შესწავლა. სამართლის მაგისტრატურის შემდეგ, გადავწყვიტე უცხოური განათლებაც მიმეღო და ბიზნესადმინისტრირების მაგისტრატურა დამემთავრებინა. მეორე პროფესია მეხმარება როგორც საადვოკატო ბიუროს მართვაში, ასევე იურიდიულ სფეროში. მაგისტრატურისას, ფაქტობრივად, მენეჯმენტის ყველა რგოლის საქმიანობის პრაქტიკული ასპექტები გავიარე. კომპანიების სხვადასხვა დეპარტამენტში არსებული როგორც მმართველობითი, ასევე სამართლებრივი თუ სხვა სახის პრობლემების იდენტიფიცირება ჩემთვის უკვე ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი გახდა. კლიენტის მიერ შესაბამისი დაკვეთისას რჩევების ხელმძღვანელობისთვის გაზიარება და შესაბამისი დახმარების გაწევა ჩემი ბიუროს საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა. ფინანსების, ეკონომიკისა და ბუღალტერიის საკითხების შესწავლა კი დამეხმარა საგადასახადო სამართლებრივი დავების მიმართულებით საქმეების უკეთ გაანალიზებასა და შესაბამისი გამოსავლების ძიებაში.

ორმაგ სამაგისტრო პროგრამაზე ლექციები უკვე დავასრულე, ახლა ნაშრომების წერის ეტაპზე ვარ და მალე ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს მივიღებ. 2023 წელს ინგლისში, იორკის უნივერსიტეტში და საფრანგეთშიც, სტრასბურგის უნივერსიტეტებში ვიმყოფებოდი, ლექციები ჩამიტარდა ასევე საბერძნეთში. საერთაშორისო ბიზნესსტრატეგიასა და გლობალურ საერთაშორისო გარემოში მეწარმეობაზე სწავლება მოიცავდა პრაქტიკულ დავალებებს, ასევე, ყველა საგანში კვლევის წარმოებასა და შესაბამისი ნაშრომის დაწერას. სწავლების ეს პლატფორმა იმ მხრივაც გამომადგა, რომ გამეცნო კურსელებიდან ასევე იურიდიული კომპანიების დამფუძნებლები და დირექტორები -სომხეთიდან, უკრაინიდან, ბულგარეთიდან, აზერბაიჯანიდან, მაკედონიიდან და ა.შ. ძალიან გამომადგა კონტაქტების გაზრდა, რადგან ჩემს კლიენტებს სხვა ქვეყნებში იურიდიული საკითხების მოგვარების საჭიროებისას, აღნიშნული მომსახურების მიღება საქართველოდანვე, ჩემი ბიუროს მეშვეობითაც შეუძლიათ.

 

გაგვაცანით თქვენი ოჯახი

მყავს მეუღლე და ორი შვილი. 4 წლის ანასტასია და 7 თვის ცოტნე. ჩემი მეუღლე – დავით მსახურაძეც ადვოკატია, მე და ჩემი მეორე ნახევარი ერთად ვმუშაობთ.

ჩვენ დაოჯახებამდეც გაცნობიერებული გვქონდა, რომ თანასწორები ვიქნებოდით და გავინაწილებდით როგორც სამსახურის, ისე საოჯახო საქმეებს.

რთულია წარმატებული კარიერის პარალელურად ბედნიერი პირადის შექმნა?

ვფიქრობ, ყველა ოჯახისა და პროფესიის მიხედვით სხვადასხვაგვარად შეიძლება აეწყოს პირადი ცხოვრება და კარიერა. ჩემი ოჯახის და საქმიანობის ამბავი კი ასეთია: წარმატებულ კარიერასთან ერთად ოჯახური ბედნიერების განცდა ადვილი ხდება, რადგან მეორე ნახევარიც პროფესიულად რეალიზებულია და ამასთანავე, საოჯახო საქმეებსაც მაქსიმალურად თანასწორად ვინაწილებთ. ვფიქრობ, ურთიერთგაგება მეტადაა შესაძლებელი, როცა მეორე ნახევარი იმავე პროფესიისა, რადგან ზუსტად იცის, რა გამოწვევებიც გვაქვს, თუ როგორი მობილიზებაა საჭირო და რამდენ დროს მოითხოვს ეს პროფესია.

რა რჩევას მისცემდით ქალებს, ვინც ახლა იწყებს კარიერას?

იყვნენ თავდაჯერებულები და მიჰყვნენ იმ მოწოდებასა და პროფესიას, რაც არ ღლით და პირიქით, უფრო მეტის შესწავლის სურვილს უჩენთ. ასევე, ვურჩევდი საკუთარი საქმიანობის მიმართულებით დამხმარე პროფესიების შესწავლას და ამით ბაზარზე კონკურენტული უპირატესობების წარმოჩენას. ამავდროულად, იყვნენ სამართლიანები და ნაკლებად თვითკრიტიკულები საკუთარი თავის მიმართ, რადგან ზოგჯერ იმდენად მეტს ვთხოვთ ჩვენს თავს, რომ უკვე მიღწეულს ვერ ვაცნობიერებთ. განსაკუთრებით ჩემი პროფესიის ქალების გარემოცვიდან გამომდინარე, ყველანი მიზანდასახულები, აქტიურები არიან, თითქოს არასდროს ჩერდებიან, თუმცა, ამასთანავე, უკვე მიღწეული შედეგების დაფასებაც აუცილებელია.

 

 

სამომავლო გეგმები

„იურიდიულ მრჩეველთა ბიუროს“ უახლოეს გეგმებში თბილისში ახალი ოფისის გახსნა შედის. ამ ეტაპზე ოფისის სარემონტო სამუშაოები დასრულდა და ახალი ოფისის გახსნა შემოდგომაზე იგეგმება. ახალი ლოკაცია ბევრად მეტი მიმართულების იურიდიულ მომსახურებას, ასევე, საბუღალტრო და აუდიტის სერვისს შესთავაზებს დაინტერესებულ კომპანიებს.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: გიორგი კალანდაძე

ასევე გაეცანი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კანიე უესტის ფრაზა, რომელმაც კიმ კარდაშიანს განქორწინებისკენ საბოლოოდ უბიძგა

#OK! კანიე უესტის ფრაზა, რომელმაც კიმ კარდაშიანს განქორწინებისკენ საბოლოოდ უბიძგა

April 1, 2021
#OK! თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „ოსკარის“ ნომინაციაზე დასხელდა!

#OK! თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „ოსკარის“ ნომინაციაზე დასხელდა!

September 16, 2023
#OK! 61 წლის ტილდა სვინტონი BFI ლონდონის კინოფესტივალზე The Eternal Daughter-ის პრემიერას დაესწრო

#OK! 61 წლის ტილდა სვინტონი BFI ლონდონის კინოფესტივალზე The Eternal Daughter-ის პრემიერას დაესწრო

October 7, 2022
#OK! ნათია დუმბაძე შემოქმედებით ცხოვრებასა და ოჯახზე

#OK! ნათია დუმბაძე შემოქმედებით ცხოვრებასა და ოჯახზე

December 4, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ანა ვინტური ამერიკული Vogue – ის მთავარი რედაქტორის თანამდებობას ტოვებს

#OK! ანა ვინტური ამერიკული Vogue – ის მთავარი რედაქტორის თანამდებობას ტოვებს

June 27, 2025
#OK! კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში რჩება

#OK! კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში რჩება

July 1, 2025
#OK! ,,ეშმაკს აცვია პრადა 2″ – ის  გადაღებები უკვე დაიწყო

#OK! ,,ეშმაკს აცვია პრადა 2″ – ის გადაღებები უკვე დაიწყო

July 2, 2025
#OK! როგორ ცხოვრობს ბეზოსის ყოფილი ცოლი? – ქალი, რომელსაც ბედნიერებისთვის სიმდიდრე არ სჭირდება

#OK! როგორ ცხოვრობს ბეზოსის ყოფილი ცოლი? – ქალი, რომელსაც ბედნიერებისთვის სიმდიდრე არ სჭირდება

July 1, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები