• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! სპორტდარბაზი „წრე“ – გაიუმჯობესე შენი ცხოვრების ხარისხი

August 9, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ვარჯიში რეგულარული ფიზიკური აქტიურობაა, რომლის მიზანია როგორც ადამიანის ფიზიკური, ასევე მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამას გარდა, კიდევ ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია მას, თუმცა ხშირად ადამიანებს სიზარმაცე გვძლევს და ვარჯიშის დაწყებას ხვალისთვის გადავდებთ. და თუ შენ ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტე ვარჯიში, ჩვენ გირჩევთ სპორტდარბაზს, სადაც მეგობრული და კომფორტული გარემო დაგხვდებათ. „წრე“ გამოირჩევა პროფესიონალი და საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული მწვრთნელებითაც, რომლებიც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს მულტიფუნქციური ცენტრის, „წრის“ მწვრთნელთან, თინა დემეტრაშვილთან.

 

რას ნიშნავს მწვრთნელობა თქვენთვის?

მწვრთნელობა ძალიან საინტერესო და, ამავდროულად, საპასუხისმგებლო საქმიანობაა. საინტერესო იმით, რომ გიწევს ბევრ განსხვავებულ ადამიანთან ურთიერთობა. ცდილობ ყველას დაეხმარო თავისი მიზნების მიღწევაში. მიზანში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფიზიკური შედეგი არ იგულისხმება, რადგან ფსიქოლოგიურ ფაქტორებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საინტერესო ამ პროცესში არის იმ გზების პოვნა, რითიც შეძლებ შენი მომხმარებლის ცხოვრება შეცვალო, შეაყვარო სავარჯიშო პროცესი, დაეხმარო თვითშეფასების ამაღლებასა და ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებაში.

დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, რადგან შენთან მოდის ადამიანი, რომელიც გენდობა და შენი იმედი აქვს, რომ მას უფრო ჯანმრთელსა და ძლიერს გახდი. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს ინდივიდუალურად უნდა მიუდგე, შეისწავლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, კვებისა და ძილის რეჟიმი, სტრესის დონე ყოველდღიურ ცხოვრებაში და ამის მიხედვით გადაწყვიტო, თუ როგორი სახის სავარჯიშო პროგრამა შეუდგინო, რათა მაქსიმალურად ეფექტური იყოს. მნიშვნელოვანია, თავიდან აირიდო ტრავმა, მოტივაციის დაკარგვა და გადაღლა, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს ვარჯიშისთვის თავის დანებებას, რაც ჩვენს გამოცდილებაში, სამწუხაროდ, ხშირია.

რას ცვლის ფიზიკური აქტივობა ჩვენს ცხოვრებაში?

უხსოვარი დროიდან ფიზიკური აქტივობა ადამიანისთვის გარდაუვალ მოცემულობას წარმოადგენდა. ყოველდღიურად ადამიანს უწევდა გადარჩენისთვის ფიზიკური ენერგიის ხარჯვა, სიარული იქნებოდა ეს, სირბილი, ხეზე აძრომა თუ ა.შ. დროთა განმავლობაში ცხოვრების წესი შეიცვალა, ყველაფერი გამარტივდა და ადამიანების საქმიანობა გახდა უფრო მჯდომარე ხასიათის, რამაც ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა წარმოშვა. დღეს ზომიერი ფიზიკური აქტივობა უმნიშვნელოვანესია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, სტრესის დასაძლევად და გუნება-განწყობის ასამაღლებლად. შესაბამისად, თუ შენი ყოველდღიურობა ძირითადად მჯდომარე პოზიციაში გადის, უბრალოდ, დღის მანძილზე ერთი საათის გამოყოფით და ფიზიკური აქტივობით შეძლებ მთლიანად შეცვალო ცხოვრების წესი და ამით კიდევ უფრო გაიუმჯობესო შენი ცხოვრების ხარისხი.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი პერსონალური მწვრთნელის ყოლა?

როცა ადამიანი გადაწყვეტს დარბაზში ვარჯიშს და ამის გამოცდილება არ აქვს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პერსონალური მწვრთნელი დაიხმაროს, რათა სავარჯიშო პროცესი უფრო ეფექტური იყოს. პერსონალური მწვრთნელი დაგეხმარებათ „სწორი ტექნიკით“ სასურველი მიზნის მიღწევაში. ის ნაბიჯ-ნაბიჯ აგიხსნით ვარჯიშის თოთოეულ დეტალს, რათა მაქსიმალურად მოხდეს ტრავმებისგან თავის არიდება.

ასევე, ის მოგცემთ მოტივაციას. როცა იცით, რომ დარბაზში ვიღაც გელოდებათ, უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდებით ამ წამოწყებას, რადგან შედეგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვარჯიშის სიხშირე და თანმიმდევრულობა.

რა გამოარჩევს „წრეს“?

„წრეს“ უპირველესად გამოარჩევს ის მეგობრული გარემო, რომელსაც პირველივე მოსვლაზე გრძნობს ადამიანი. ეს არის დიდი ოჯახი, სადაც ყველა ორიენტირებულია ვარჯიშზე. ჩვენთან მომუშავე მწვრთნელები მუდამ ზრუნავენ საკუთარი თავის განვითარებაზე.

მიხარია, რომ ვარჯიში ნელ-ნელა ჩვენი კულტურის ნაწილი ხდება და ეს სფერო უფრო მეტად ვითარდება. ადამიანებიც უფრო მეტად აცნობიერებენ ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობას მათ ცხოვრებაში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დარბაზი „წრე“ თავისი შინაარსითა და იმ კომფორტული გარემოს შექმნით, რომელსაც ჩვენთან მოსულ ადამიანებს ვახვედრებთ.

 

გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება აქტიური ორსულობის შესახებ.

ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის დროს აქტიური ცხოვრება. ვარჯიში დადებითად აისახება როგორც ორსულის ჯანმრთელობაზე, ასევე ნაყოფის სწორ და ჯანსაღ განვითარებაზე. ვინც ორსულობამდე ვარჯიშობდა, შეუძლია გააგრძელოს იმის კეთება, რასაც აკეთებდა, თუმცა მნიშვნელოვანია პერსონალური მწვრთნელის დახმარება, რადგან ორსულების ვარჯიშები ცოტა სპეციფიკურია, არის მოძრაობები, რომლებიც არ გამოიყენება ორსულობის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ ორსულობამდე არ იყო აქტიური, მაშინ მსუბუქი ვარჯიშებით უნდა დაიწყოს. რა თქმა უნდა, ვარჯიშის დაწყებამდე ექიმთან კონსულტაციაა საჭირო.

ჩემს შემთხვევაში, რადგან ორსულობამდეც საკმაოდ დიდი ფიზიკური აქტივობით ვიყავი დაკავებული, ორსულობის პერიოდშიც ვცდილობ ვიყო აქტიური, რადგან ვარჯიში მეხმარება შევინარჩუნო ჯანსაღი მენტალური მდგომარება და ზოგადად, მარტივად გავიარო ორსულობის პროცესი.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty

February 14, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026
#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში
Health & Beauty

#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში

January 10, 2026
#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია
Health & Beauty

#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია

January 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! დევიდ ბოუის ალბომის – Aladdin Sane-ის ყდა აუქციონების რეკორდს მოხსნის

#OK! დევიდ ბოუის ალბომის – Aladdin Sane-ის ყდა აუქციონების რეკორდს მოხსნის

September 24, 2025
#OK! კრისტენ სტიუარტი Spencer-ის პრემიერაზე: მსახიობი წითელ ხალიჩაზე შანელის კაბით წარსდგა

#OK! კრისტენ სტიუარტი Spencer-ის პრემიერაზე: მსახიობი წითელ ხალიჩაზე შანელის კაბით წარსდგა

October 27, 2021
#OK! ადრიანა ლიმა, როგორც Victoria’s Secret-ის ახალი სუნამოს სახე, ბრენდის პრეზენტაციაზე

#OK! ადრიანა ლიმა, როგორც Victoria’s Secret-ის ახალი სუნამოს სახე, ბრენდის პრეზენტაციაზე

April 12, 2023
#OK! Unique Fashion Show პარიზი 2025 – ადგილი, სადაც ხელოვნება სცდება საზღვრებს

#OK! Unique Fashion Show პარიზი 2025 – ადგილი, სადაც ხელოვნება სცდება საზღვრებს

April 7, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ნიკა ეგაძე ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია

#OK! ნიკა ეგაძე ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია

February 11, 2026
#OK! 7 უცნობი ფაქტი დონალდ და მელანია ტრამპების ურთიერთობიდან

#OK! 7 უცნობი ფაქტი დონალდ და მელანია ტრამპების ურთიერთობიდან

February 7, 2026
#OK! ბავშვობის ინტერესიდან ახდენილ ოცნებამდე: გინეკოლოგ ირინა ირემაძის 15-წლიანი პროფესიული გზა

#OK! ბავშვობის ინტერესიდან ახდენილ ოცნებამდე: გინეკოლოგ ირინა ირემაძის 15-წლიანი პროფესიული გზა

February 14, 2026
#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

February 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები