წარმოგიდგენთ მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო და საოფისე ავეჯის საწარმოს „ემ არტსი“, რომელიც თითქმის ოთხი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი კადრებით, რომლებიც თქვენი სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინებით გაგიწევენ კონსულტაციას. უფრო ვრცლად ამ თემების შესახებ „ემ არტსის“ დამფუძნებელი, ვიტალი ბუხნიკაშვილი გვიამბობს.
გაგვაცანით კომპანია. რამდენი ხანია რაც ბაზარზე ოპერირებს?
პირველ რიგში, მინდა, რომ საქართველოს მივულოცო ჩვენი ნაკრების ისტორიული გამარჯვება და ბევრი ასეთი წარმატება ვუსურვო ჩვენს ერს. რაც შეეხება კომპანიას, „ემ არტსი“ აწარმოებს საყოფაცხოვრებო და საოფისე ავეჯს ინდივიდუალური შეკვეთით. კომპანიის საწარმო განთავსებულია თბილისში, სამრეწველოს ქუჩა ნომერ 346-ში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაწვდით ჩვენს ნამუშევრებს მომხმარებლებს. ჩვენს კომპანიაში დასაქმებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პასუხისმებლიანი კადრები. კომპანია თითქმის ოთხი წელია ბაზარზე ოპერირებს აღნიშნული სახელით, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, ამ სფეროში თითოეულ თანამშრომელს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება. კომპანია საკუთარი პროდუქციის დასამზადებლად იყენებს ბაზარზე არსებულ თითქმის ყველა ხარისხიან მატერიალურ საშუალებებს.
რა სახის მომსახურებას სთავაზობთ საზოგადოებას?
კომპანია „ემ არტსი“ საზოგადოებას სთავაზობს მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო და საოფისე ავეჯს. ასევე მაქსიმალურად მათზე მორგებულ გარემოს, რაც გამოიხატება შემდეგში: გვყავს სპეციალისტები, რომლებიც დაინტერესების შემთხვევაში სრულიად უფასოდ მიდიან მომხმარებლების მისამართზე და ადგილზე უწევენ კონსულტაციას. ასევე, ადგილზე მიაქვთ პროდუქციის დასამზადებლად საჭირო საშუალებების პალიტრა და მომხმარებლები ადგილზე არჩევენ მათი ინტერიერის შესაბამის ფერებს. შეკვეთის შემთხვევაში დიზაინერები ქმნიან მათთვის სასურველი და ინტერიერის შესაბამისი ავეჯის 3დ დიზაინს. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ იწყება პროდუქციის წარმოება. უმეტეს შემთხვევაში მომხმარებლებს ჩვენთან საწარმოში არც კი უწევთ მოსვლა და ადგილზე კონსულტაციის მიღება, რაც მათთვის დროის თვალსაზრისით დამატებით კომფორტია.
ხარისხსა და უსაფრთხოებაზე გვიამბეთ.
ჩვენი კომპანიისთვის ხარისხი და უსაფრთხოება ყველაზე პრიორიტეტული კომპონენტია. გამომდინარე აქედან, პირველ ეტაპზე მომხმარებლებს პროდუქციის დასამზადებლად საჭირო ყველა დეტალზე ვაწვდით სრულ ინფორმაციას. ვაცნობთ დადებით და უარყოფით მხარეებს, რაც მათ უადვილებს არჩევანის საშუალებას, რომლისგან დავამზადოთ მათთვის სასურველი პროდუქტი.
პროდუქციის ტრანსპორტირება ხდება სრულიად შეფუთულ მდგომარეობაში, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს მის დაზიანებას. მომხმარებლის მისამართზე ჩვენი ნამუშევრის განთავსებისას ყოველთვის არის მივლენილი დამატებით სპეციალისტი, რომელიც თვალყურს ადევნებს მიმდინარე პროცესს, რათა ყველა დეტალი ხარისხიანად და უსაფრთხოდ იყოს განთავსებული.
რა მიგაჩნიათ კომპანიის ნიშად?
კომპანიის ნიშად მიგვაჩნია ადეკვატური ფასები და მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობა. მაღალი ხარისხი და უსაფრთხოება, დახვეწილი დიზაინი, მაქსიმალური გამჭვირვალობა. მომხმარებლებს დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მიიღონ შესაბამისი მომსახურება, და რაც ყველაზე მთავარია, არასდროს არ ვარღვევთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ჩაბარების ვადებს. პირიქით, ხშირ შემთხვევაში თავად მომხმარებლები ვერ იღებენ ჩვენ მიერ უკვე გამზადებულ პროდუქტს (ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში რემონტის ვერდასრულებაა მათ მისამართზე) და ჩვენ გვიწევს მისი დასაწყობება შესაბამის პირობებში.
როგორ ხდება შეკვეთის აღება და რა ვადაა გათვალისწინებული შეკვეთის ჩაბარებამდე?
შეკვეთების აღება ძირითადად ხდება კმაყოფილი მომხმარებლების მიერ გაწეული რეკომენდაციით და ჩვენი facebook გვერდის – M arts-ის საშუალებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩაბარების ვადა 21-დღიანია.
ბოლოს სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.
ჩვენი სამომავლო გეგმებია გავხდეთ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი კომპანია, დავიწყოთ ყველასგან განსხვავებული პროდუქციის წარმოება და ვაწარმოოთ ყველა ადამიანზე ადაპტირებული ავეჯი.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი