• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა…

June 13, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

…ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა… – შოთა რუსთაველი

საქართველო მრავალფეროვანი ქვეყანაა, სადაც ადამიანები ერთმანეთისგან ეთნიკური ნიშნით, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიისა თუ აღმსარებლობის მიხედვით განსხვავდებიან. ისტორიულ წარსულსაც რომ გადავხედოთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო მულტირელიგიური ქვეყანაა, რომელიც ყველას გულში პოულობს თავის ადგილს. იგი კულტურული მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც სწორედ განსხვავებული ტრადიციებისა და აღმსარებლობის მქონე ადამიანების თანაცხოვრების შედეგია.

 

იური მეჩითოვი:

 

ჩემთვის საქართველო ერთი სიტყვით ნიშნავს სამშობლოს, სადაც დავიბადე, გავიზარდე და სიყვარულის ფასი გავიგე. ამ ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების მიზეზი სხვადასხვა რელიგიისა და განსხვავებული ეთნოსის შერწყმის შედეგია. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ფარაჯანოვი ვერ შედგებოდა თბილისის გარეშე, რადგან თბილისი იყო თეატრი, სადაც ის გახდა მიმღები ყველა რელიგიის, ყველა წესის, ტრადიციისა თუ კულტურული მემკვიდრეობისა.

 

რამილია ალიევა:

საქართველო ჩემი ოჯახია, ჩემი სახლია, ჩემი სამშობლოა. ძალიან მეამაყება, რომ ამ ქვეყნის ნაწილი ვარ. საამაყოა, როცა შენს სამშობლოს უდიდესი ისტორია აქვს და მრავალფეროვანი კულტურა. ამ გარემოში როცა იზრდები, ეს ყველაფერი შენს იდენტობაზე აისახება. როცა სხვა ეთნოსის წარმომადგენელი ხარ, კულტურული ღირებულებების შერწყმა ხდება და უფრო მდიდრდები. საქართველოსთვის უცხო არ არის მრავალფეროვნება, მიმღებლობა. მიუხედავად განსხვავებული მრწამსისა, რელიგია გვასწავლის სიყვარულს, ადამიანობას. ძალიან ადვილია მიიღო და შეიყვარო ის, ვინც შენი იდენტურია, მაგრამ განსხვავებული ადამიანის მიღება უფრო მეტად დასაფასებელია. არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ მთავრდება ჩვენი გვარი, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მშვიდობიანი თანაცხოვრება აუცილებელია.

 

შახ აივაზოვი – ომის ვეტერანი, ფოტოჟურნალისტი:

„დავიბადე და გავიზარდე თბილისში, საქართველოში, სადაც ჩემი მშობლებიც დაიბადნენ. ჩემი, როგორც ფოტორეპორტიორის, მოგზაურობა 1991 წელს დაიწყო, კავკასიაში კონფლიქტების გაშუქება, მათ შორის აფხაზეთისა და ოსეთის ომების გაშუქება. საქართველო ჩემი ოჯახია. როცა „საქინფორმში“ ვმუშაობდი, შემომთავაზეს სამსახური და უარი ვთქვი, რადგან მე ჩემს ქვეყანაში ვიყავი – საქართველოში ძმობა, მეგობრობა და მეზობლობა ყველაზე მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმ ომებისა, რომლებიც მე გავაშუქე, საქართველოში ბოლო საპროტესტო გამოსვლების დროს თავს ცუდად ვგრძნობ, რადგან ეს ქვეყანა მშვიდობას იმსახურებს. ეროვნებას ჩემთვის არასოდეს ჰქონდა მნიშვნელობა; მთავარი ადამიანობა იყო. ეს ერთობა და მეზობლობა უნიკალურია საქართველოში და აზერბაიჯანიდან ჩამოსულ სტუმრებსაც კი ხშირად უკვირთ ჩვენი ძლიერი სათემო კავშირები“.

 

დიანა ანფიმიადი:

საქართველო ჩემთვის ნიშნავს სამშობლოს, სახლს, ბავშვობის ადგილს პირველი პაემნისა და პირველი კოცნის ბაღს, სამშობიაროს, სადაც ჩემი შვილი დაიბადა, ქვეყანას, სადაც პირველი ლექსი დავწერე. რომ არა საქართველო, სულ სხვა ავტორი ვიქნებოდი. კარგი ან ცუდი კი არა, თვისობრივად სულ სხვა. ის, რამაც გავლენა იქონია ჩემს ცხოვრებასა და ტექსტებზე, ქართული ენაა, მისი ზმნა, მისი სინტაქსი, მოთხრობითი ბრუნვა, სირთულე და სიმარტივე. საქართველოს ისტორია, კულტურა არის მაგალითი იმისა, თუ როგორი განუმეორებელი და შეუცვლელია ყველა ხმა, რომელიც ამ ქვეყანაში ისმის.

 

ლიანა მარქარიანი – ჟურნალისტი, ლექტორი:

„ერთხელ გადაცემაში, სადაც საქართველოსადმი სიყვარული გამოვხატე, ერთმა ქალმა დაწერა კომენტარებში, რა კარგად თამაშობს, რომ ვითომ საქართველო უყვარსო. ეს კომენტარი ცუდად არ მიმიღია, პირიქით, კარგად მივიღე. მე იქ არაფერს არ ვთამაშობდი, იმას ვამბობდი, რაც სიმართლე იყო. ვიღაცა მიხვდა, რომ იმდენად მიყვარდა საქართველო, თვითონაც კი გაუკვირდა, ეროვნებით არაქართველს როგორ შეუძლია ასე უყვარდეს. საქართველო ჩემი ყველაფერია. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვმოგზაურობ, მათ შორის სომხეთში, ყოველთვის მსურს სახლში დაბრუნება – საქართველოში. ეს ქვეყანა არის თავშესაფარი, სადაც მრავალი ეროვნება თავისუფლად ცხოვრობს, როგორც ეს გათვალისწინებულია ჩვენი 1918 წლის კონსტიტუციის მე-14 მუხლში, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარ ენაზე სწავლის უფლებას. ასეთი რამ იშვიათობაა. ეროვნებით სომეხი ვარ, სულით კი ქართველი. ერთხელ სომხურ ეკლესიაში ქართულად ვლოცულობდი, ეს გასაოცარი აღმოჩენა იყო 28 წლის ასაკში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავივიწყებ ჩემს სომხურ ფესვებს. საქართველოს სიძლიერე მის მრავალფეროვნებაშია, სადაც თვით არაქართველებიც ინარჩუნებენ იდენტობას. თითოეული ადამიანი განსაკუთრებულ ფერს ანიჭებს საქართველოს ეროვნების მოზაიკას. თუ ერთი ნაჭერი ამოღებულია, მოზაიკა კარგავს თავის სიკაშკაშეს. ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ეს მოზაიკა დარჩეს მუდამ ჭრელი. წლების მანძილზე რუსეთი ცდილობდა, რომ ეს მოზაიკა ყოფილიყო შავ-თეთრი. ეს მრავალფეროვნება გახდა ყველაზე დიდი სიძლიერე. ამ ქვეყნის მომავალი, ისევე როგორც წარსული, არის ევროპაში. ეს მრავალფეროვნება და ეს ტოლერანტობა არის ევროპული ღირებულება“.

 

ტექსტი: თათია ხარაიშვილი, ანი ოჩხიკიძე

 

ასევე გაეცანი

#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები
OK! News

#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

November 28, 2025
#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?
OK! News

#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?

November 28, 2025
#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა
OK! News

#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

November 28, 2025
#OK! დედის პენსიის მისაღებად, იტალიელი მამაკაცი მის ცხედარს სამი წლის განმავლობაში მალავდა
OK! News

#OK! დედის პენსიის მისაღებად, იტალიელი მამაკაცი მის ცხედარს სამი წლის განმავლობაში მალავდა

November 25, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ნინას შოპი – გამორჩეული დიზაინის სამოსი ქალბატონებისთვის

#OK! ნინას შოპი – გამორჩეული დიზაინის სამოსი ქალბატონებისთვის

March 29, 2025
#OK! ჯანეტ ქერდიყოშვილი: ბედნიერი ცხოვრების, კარგი ფოტოსესიისა და პირადი ჰარმონიის წესები სილამაზის დედოფლისგან

#OK! ჯანეტ ქერდიყოშვილი: ბედნიერი ცხოვრების, კარგი ფოტოსესიისა და პირადი ჰარმონიის წესები სილამაზის დედოფლისგან

June 30, 2023
#OK! „ჩემი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ყო­ველ­თვის პი­რად ამ­ბებს უკავ­შირ­დე­ბა“ – ნანუკა ჟორჟოლიანის გულახდილი ინტერვიუ

#OK! „ჩემი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ყო­ველ­თვის პი­რად ამ­ბებს უკავ­შირ­დე­ბა“ – ნანუკა ჟორჟოლიანის გულახდილი ინტერვიუ

February 28, 2023
#OK! ლომი – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

#OK! ლომი – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

August 29, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
#OK! ევროპარლამენტის რეზოლუციით, სოციალურ მედიაზე წვდომის მინიმალური ასაკი 16 წლით განისაზღვრა

#OK! ევროპარლამენტის რეზოლუციით, სოციალურ მედიაზე წვდომის მინიმალური ასაკი 16 წლით განისაზღვრა

November 26, 2025
#OK! მაკოლეი კალკინი „მარტო სახლში“-ს გაგრძელებას გეგმავს

#OK! მაკოლეი კალკინი „მარტო სახლში“-ს გაგრძელებას გეგმავს

November 27, 2025
#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?

#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?

November 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები