• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! „ახალგაზრდების ინტერესების მხარდაჭერა ქუთაისის საუკეთესო მომავალს შექმნის“ – ირაკლი შენგელია

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

პროფესიით ექიმი, ირაკლი შენგელია, ამჟამად ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე და ორი მოწვევის საკრებულოს წევრია. ცხოვრების მნიშნელოვანი ეტაპი თავის პროფესიას დაუთმო. წლების განმავლობაში ქუთაისში არსებული სამედიცინო დაწესებულებების რადიოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. სამედიცინო პრაქტიკას კონსულტანტის რანგში ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში დღესაც ეწევა. სამსახურში დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ცდილობს, ძირითად საქმიანობას არ მოსწყდეს. ამავდროულად, აქვს ჰობი, რომელიც შინაგანი თვისებების გამოხატვაში ეხმარება. საკუთარი ინტერესებისა და ქალაქის შესახებ უფრო ვრცლად ირაკლი შენგელია ჟურნალ „OK! ქუთაისს“ ესაუბრა.

 

ირაკლი, სამედიცინო სფეროზე საუბრით დავიწყოთ. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია და რას ნიშნავს თქვენთვის ექიმობა?

ჩემთვის ექიმობა, უპირველესად, დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს. პროფესიონალად რომ ჩამოყალიბდე და წარმატებას მიაღწიო, ამას დიდი შრომა, დრო და ენერგია სჭირდება. მედიცინა მუდმივ განვითარებას მოითხოვს. გარდა საქმიანობისა, ბევრ ასპექტს მოიცავს, ადამიანების მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებას, პაციენტებთან კონტაქტს, ურთიერთობას და ა.შ. დედ-მამა და მამიდა ექიმები არიან. ამიტომ, ოჯახური დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, ეს პროფესია ავირჩიე და ამ გზას გავყევი. გარკვეული პერიოდის დაყოფა საზღვარგარეთ მომიხდა, რათა მესწავლა და მეტი გამოცდილება მიმეღო.

 

გზა პოლიტიკამდე…

2017 წელს, როცა პოლიტიკური გუნდიდან პოლიტიკაში მოსვლის შემოთავაზება მივიღე, საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვეტილი მქონდა. სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობის გაგრძელებას და რადიაციულ უსაფრთხოებაზე დისერტაციის დაცვას რიგაში ვგეგმავდი. ამავდროულად, უნდა მიმეღო განათლება, რადიოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია და მისი შესაძლებლობები მედიცინაში. თუმცა მაშინ, მეუღლის და მშობლების მხარდაჭერით, სრულიად განსხვავებული გზა ავირჩიე. რიგაში წასვლაზე უარი ვთქვი, ჩემს ქალაქში დავრჩი და ქუთაისის საკრებულოში არჩევნების გზით მოვედი. ვიტვირთე ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც ქალაქის თვითმმართველობაში მონაწილეობაა.

 

რამდენად საინტერესო ან რთული აღმოჩნდა პროფესიის შეცვლა? იპოვეთ თუ არა მსგავსება ან განსხვავება?

რთულია იმ სფეროში გადმონაცვლება, სადაც თავს ადრე არ წარმოვიდგენდი. დღეს უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელოვან ინსტიტუციას – ქუთაისის საკრებულოს წარმოვადგენ. ჩემი დღევანდელი პოზიცია, ისევე როგორც ექიმობა, ხალხზე ზრუნვას მოითხოვს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ ორ პროფესიას შორის დიდი მსგავსებაა. ეს რეალურად დამეხმარა კიდეც. ახლა ჩემი საქმიანობა ამომრჩევლის საჭიროებების მხარდაჭერას წარმოადგენს. ჩემ ირგვლივ არიან მეგობრები, პოლიტიკური გუნდის წევრები, რომლებთან ერთადაც მე ყოველდღიურ საქმიანობას ვეწევი. რა თქმა უნდა, აქაც, როგორც მედიცინაში, საჭიროა მუდმივი ზრუნვა განვითარებისკენ. ცოდნის ამაღლება, გამოცდილების გაზიარება, წარმატებული მექანიზმების გაცნობა მეხმარება, რომ ჩემი საქმე ვაკეთო.

 

წლების წინ პოლიტიკოსობაზე გიფიქრიათ?

პოლიტიკასთან რაღაც ფორმით დაკავშირებული ყოველთვის ვიყავი. აქტიური სტუდენტი გახლდით და, შესაბამისად, საპროტესტო აქციებსა და სტუდენტურ მოძრაობაში ვმონაწილეობდი. მაშინდელმა პოლიტიკურმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტებისთვის დამოუკიდებლობა შეეზღუდა, რასაც სტუდენტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად აქტიური ვიყავი, იმ დროს ვერ წარმოვიდგენდი, თუ ისეთ მნიშვნელოვან თანამდებობას დავიკავებდი, როგორიც ჩემი ქალაქის საკრებულოს თავჯდომარეობაა.

 

რას ნიშნავს ქუთაისი თქვენთვის?

ქუთაისი ჩემთვის არის ძალიან დიდი სიყვარული. ისტორიაა, რომელსაც ის ადამიანები ქმნიან, რომლებიც აქ ცხოვრობენ, მოღვაწეობენ და ურთიერთობენ. ამ ქალაქს თავისებურებაც გააჩნია, ძალიან უყვარს თავისი მკვიდრი. თუ შეგიყვარა, ბოლომდე გიპატრონებს და შენ გვერდით იქნება. თუმცა ცხოვრების ეტაპზე დაშვებულ შეცდომას არ გაპატიებს და პასუხისმგებლობას და დანაშაულს ყოველთვის გაგახსენებს.

 

რა სირთულეებისა და გამოწვევების წინაშეა დღეს ქუთაისი?

სირთულეები ჩვენს ქალაქში ბევრია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია გაქვს. ყოველთვის ვცდილობ, მოსახლეობასთან ერთად გავუმკლავდე გამოწვევებს და იმ საკითხის მოგვარებაში დავეხმარო, რომელიც მათ აწუხებთ. ძირითად საკითხად მაინც სოციალური მიმართულება რჩება. მოქალაქეები, უმეტესად, საკრებულოს დეპუტატს სოციალურ თუ ჯანდაცვით საჭიროებებზე მიმართავენ.

ბიზნესსექტორი ჩვენს ქალაქში წლიდან წლამდე მეტად ვითარდება და მიმაჩნია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიზნესს ხელი მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, გაიზარდოს აქ მცხოვრები მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი და ჩვენი ქალაქიც მეტად მიმზიდველი გახდეს ინვესტიციებისა და კერძო ინტერესებისთვის.

 

 

საყვარელი ადგილი ქუთაისში…

ვერ გამოვყოფ. მას შემდეგ რაც „გამარჯვების“ მაჟორიტარი დეპუტატი გავხდი, მისი გეოგრაფია და ურბანული ნაწილი კარგად შევისწავლე და იქაურობა ძალიან მიყვარს. თითოეული კორპუსი განსაკუთრებულია. ბავშვობაც ამ უბანში გავატარე და ჩემთვის თითოეული ქუჩა მშობლიურია.

რა თქმა უნდა, მიყვარს ბაგრატის ტაძარი, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია. ის ისტორია, რომელიც უქიმერიონის გორას უკავშირდება, მიყვარს „მონ პლაზირი“, რომელიც ქუთაისის განსაკუთრებულობას წარმოაჩენს და შაუმიანის უბანი, თავისი კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნებით. მიყვარს ის ეზო, სადაც რეზო გაბრიაძის ნაწარმოებზე გადაღებულია ფილმი „არაჩვეულებრივი გამოფენა“.

 

ბავშვობის ოცნება…

ჩემი ოცნება მატერიალურ პოზიციებსა თუ საგნებს არასდროს უკავშირდებოდა. ვოცნებობდი პროფესიონალ ექიმობაზე, მინდოდა მყოლოდა მეუღლე და შვილები. ამ მხრივ ძალიან ბედნიერი ვარ, მყავს შესანიშნავი ოჯახი. მეუღლე ექიმია, მნიშვნელოვან სამედიცინო დაწესებულებას „სისხლის ბანკს“ ხელმძღვანელობს. მე და თამთა თანაკლასელები ვიყავით და ჩვენი სიყვარულის ისტორია დიდ პერიოდს მოიცავს. 22 წლის ასაკში დავქორწინდით. შეგვეძინა ტყუპი გოგონა, შემდეგ კი ვაჟი.

 

დატვირთული დღის შემდეგ, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს? რა არის თქვენი ჰობი?

ჰობის ხელოვნება, სიმღერა წარმოადგენს. ქუთაისის ფოლკლორის სასახლის, შემდეგ კი ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი ვიყავი. ჩემთვის მუსიკა ძალიან დიდ გრძნობას ნიშნავს, რომელიც ადამიანის თავისუფლებას და შინაგან თვისებებს, განცდებს გამოხატავს. სიმღერა არა მხოლოდ ბგერის ან ნოტის გამოცემას, არამედ სიმღერის შეგრძნებას და იმ ხასიათის წარმოჩენას გულისხმობს, რომლითაც ავტორმა იხელმძღვანელა.

თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ. ჩემი მეგობრები სხვადასხვა ანსამბლის, „თეატრალური კვარტეტისა“ და „შვიდკაცას“ წევრები არიან და მათთან ერთად ხშირად ვმღერი. ქუთაისელმა კომპოზიტორმა ნანა იამანიძემ უშუალოდ ჩემთვის სიმღერაც დაწერა. ექვსი თვის წინ შევასრულე, ჩანაწერიც არის, თუმცა საჯაროდ ჯერ არ გამოქვეყნებულა. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმღერა, რომელიც შევასრულე, ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული, კარგი მომღერლისა და ქუთაისელის, ზურაბ აბულაძის სიმღერაა, რომელიც მისი შვილების თხოვნით ვიმღერე. ეს ის სფეროა, რომელიც ძალიან მიყვარს…

 

დაბოლოს, რას უსურვებთ ჩვენს ქალაქს?

ქალაქს იმ ადამიანური ურთიერთობების შენარჩუნებას ვუსურვებ, რომელიც ყოველთვის გააჩნდა. მიმაჩნია, რომ კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების გააქტიურება და ბიზნესსექტორის გაფართოება ქუთაისის განვითარებას ხელს შეუწყობს. ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში თითოეულმა მოქალაქემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. აუცილებელია ახალი თაობის შესაძლებლობების წარმოჩენა, მათი უნარების გაზრდა, დასაქმების ხელშეწყობა. ახალგაზრდების ინტერესების მხარდაჭერა ჩვენი ქალაქის საუკეთესო მომავალს შექმნის.

 

 

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: ლიკა ჩახუნაშვილი

ასევე გაეცანი

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო
OK! Business

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 17, 2025
#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის
OK! Business

#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 63 წლის მადონას ახალი ფოტოსესია, რომელიც საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა

#OK! 63 წლის მადონას ახალი ფოტოსესია, რომელიც საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა

December 13, 2021
#OK! Michael Kors-ის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის READY-TO-WEAR კოლექცია

#OK! Michael Kors-ის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის READY-TO-WEAR კოლექცია

September 16, 2022
#OK! ტაირა ბენქსი კრიტიკის ობიექტია! ნახეთ იმიჯი რომელმაც ფანების უკმაყოფილება გამოიწვია!

#OK! ტაირა ბენქსი კრიტიკის ობიექტია! ნახეთ იმიჯი რომელმაც ფანების უკმაყოფილება გამოიწვია!

September 28, 2021
OK! Business დაკო-დალი ნესუაშვილი – ქართულ-თურქული სამედიცინო ხიდის ქართველი „მედინსაიდერი“

OK! Business დაკო-დალი ნესუაშვილი – ქართულ-თურქული სამედიცინო ხიდის ქართველი „მედინსაიდერი“

April 22, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ლაბუბუ –  სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

#OK! ლაბუბუ – სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

June 20, 2025
#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

June 16, 2025
#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

June 20, 2025
#OK! დღეს მერილ სტრიპი 76 წლის გახდა: ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მსახიობი იუბილარია

#OK! დღეს მერილ სტრიპი 76 წლის გახდა: ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მსახიობი იუბილარია

June 22, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები