• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! ფრენსის ფორდ კოპოლა ქონებას ყიდის

November 11, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

იტალიური წარმოშობის ამერიკელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ფრენსის ფორდ კოპოლა, რომელიც ცნობილია ტრილოგიით „ნათლია“ და ფილმით „აპოკალიფსი დღეს“, ფინანსურ კრიზისს ებრძვის. მას შემდეგ, რაც მისმა ახალმა ფილმმა კინოგაქირავებაში მოსალოდნელზე ცხრაჯერ ნაკლები შემოსავალი მიიღო, ლეგენდარული რეჟისორი იძულებული გახდა, რომ ბელიზში, ერთ-ერთ კუნძულზე მდებარე უძრავი ქონება გაეყიდა.

 


„მეგალოპოლისის“
შექმნაზე კოპოლამ 120 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, თუმცა ფილმს მაყურებელიცა და კრიტიკოსებიც გულგრილად შეხვდნენ. კინოგაქირავებამ მხოლოდ 14,4 მილიონი დოლარი მოიტანა, ამიტომ ახლა რეჟისორი ცდილობს, მიღებული ზარალი როგორმე აანაზღაუროს.

როგორც The Hollywood Reporter  წერს, წარსულში კოპოლა ამ ადგილზე ხშირად ისვენებდა, თუმცა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ქონებას სხვებზე აქირავებდა. კუნძული, რომლის ფართობი ერთ ჰექტარს შეადგენს,  ამერიკელ იურისტს ეკუთვნის. კუნძულზე მდებარე სამი სახლიდან ორი სახლი და ნავმისადგომი თავად კოპოლამ ააშენა.

„ბატონმა კოპოლამ ძალიან მოიწყინა, რადგან კუნძულზე ყოფნის ვადა დასრულდა. ის ძალიან აფასებდა დროს, რომელიც ამ სამოთხის მსგავს კუნძულზე გაატარა. მისთვის ეს განსაკუთრებული ადგილი იყო,“ — განაცხადა Corcoran Group-ის წარმომადგენელმა პიტერ მაკლინმა გამოცემასთან საუბარში.

Френсис Форд Коппола продает свой остров в Белизе | mydecor.ru

სახლის ახალი მფლობელი კუნძულზე დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობას და კურორტის მოწყობას გეგმავს. გარიგების თანხამ 1,8 მილიონი დოლარი შეადგინა.

 


The New York Times
-თან ინტერვიუში კოპოლამ განაცხადა, რომ  პირადი ნივთების ნაწილის გაყიდვასაც გეგმავს, რომ მუშაობის გაგრძელება შეძლოს. უახლოეს ხანებში Phillips-ის აუქციონზე მისი მაჯის საათების კოლექციას გამოიტანენ.  მთავარი ლოტი იქნება მოდელი, რომელიც რეჟისორმა 2014 წელს, საათების ცნობილ ბრენდ F.P.Journe-თან ერთად შექმნა. მსგავსი ნიმუში 2021 წელს საქველმოქმედო აუქციონზე 5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ვარაუდობენ, რომ დანარჩენი კოლექციის გაყიდვით კოპოლა 163 000-დან 324 000 დოლარამდე მიიღებს.

ფინანსური სირთულეების მიუხედავად, რეჟისორი იმედს არ კარგავს, რომ საბოლოოდ, „მეგალოპოლისი“  მის შექმნაზე დახარჯულ თანხას ამოიღებს.

„ჩემმა ბევრმა ფილმმა ხარჯები დროთა განმავლობაში დაფარა“ — აღნიშნა მან The New York Times-თან საუბარში და თავისი ლეგენდარული ფილმი „აპოკალიფსი დღეს“ გაიხსენა. რეჟისორი მაშინაც დიდ ვალებში აღმოჩნდა, თუმცა შემდეგი ათწლეულების მანძილზე ფილმმა 150 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა.

ფრენსის ფორდ კოპოლა კარიერის განმავლობაში ორჯერ გახდა კანის კინოფესტივალის ტრიუმფატორი, მოპოვებული აქვს 5 ოსკარისა და 5 ოქროს გლობუსის ჯილდო.

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! The Weeknd-ის საოცარი გარდასახვა: მომღერალმა Halloween-ისთვის ვიტო კორლეონეს საკულტო იმიჯი გააცოცხლა

გაიგე მეტი: ფრენსის კოპოლა

ასევე გაეცანი

#OK!  „ნეპო-ბეიბი“ – ვინ არიან სუპერმოდელების მემკვიდრეები?
OK! News

#OK! „ნეპო-ბეიბი“ – ვინ არიან სუპერმოდელების მემკვიდრეები?

December 14, 2025
#OK! „მერკურის დაბრუნება მშვილდოსანში. ახლა სამყარო მეორე შანსს გაძლევთ“ –  ასტროლოგი რამაზ გიგაური გვირჩევს
OK! News

#OK! „მერკურის დაბრუნება მშვილდოსანში. ახლა სამყარო მეორე შანსს გაძლევთ“ – ასტროლოგი რამაზ გიგაური გვირჩევს

December 15, 2025
#OK! Vogue -მა ქეით მიდლტონი 2025 წლის ყველაზე მოდურ ცნობილ ადამიანად აღიარა
OK! News

#OK! Vogue -მა ქეით მიდლტონი 2025 წლის ყველაზე მოდურ ცნობილ ადამიანად აღიარა

December 13, 2025
#OK! ავღანეთში ოთხი ახალგაზრდა Peaky Blinders-ის სტილის ჩაცმულობის გამო დააკავეს
OK! News

#OK! ავღანეთში ოთხი ახალგაზრდა Peaky Blinders-ის სტილის ჩაცმულობის გამო დააკავეს

December 13, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ოუშენ კაპიტალის – ევროპული სტანდარტი

#OK! ოუშენ კაპიტალის – ევროპული სტანდარტი

September 4, 2022
#OK! როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდული იერსახე – რჩევები თამარ ცინაძისგან

#OK! როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდული იერსახე – რჩევები თამარ ცინაძისგან

January 3, 2022
#OK! მადონას 15 წლის შვილი – დევიდი კაბით პოზირებს

#OK! მადონას 15 წლის შვილი – დევიდი კაბით პოზირებს

June 1, 2021
#OK! ზოგჯერ ექიმმა შესაძლოა სიტყვით განკურნოს პაციენტი, ან პირიქით

#OK! ზოგჯერ ექიმმა შესაძლოა სიტყვით განკურნოს პაციენტი, ან პირიქით

July 6, 2022

კვირის ჰიტები

#OK! მეგან მარკლმა ახალი ამბებიდან გაიგო, რომ მამამისი რეანიმაციაში მოხვდა

#OK! მეგან მარკლმა ახალი ამბებიდან გაიგო, რომ მამამისი რეანიმაციაში მოხვდა

December 8, 2025
#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი…

#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი…

December 13, 2025
#OK! ელიზიუმი – პირველი სრული ციკლის ნარკოლოგიური ცენტრი საქართველოში

#OK! ელიზიუმი – პირველი სრული ციკლის ნარკოლოგიური ცენტრი საქართველოში

December 10, 2025
#OK! ვინ იყო ერთადერთი ადამიანი, რომლის ფერფლი მთვარეზე დაკრძალეს?

#OK! ვინ იყო ერთადერთი ადამიანი, რომლის ფერფლი მთვარეზე დაკრძალეს?

December 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები