• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Doctors

#OK! Doctors – ამიკო მესარკიშვილი

October 7, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სანამ სტომატოლოგთან მივიყვანთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება კარიესის პროფილაქტიკისთვის და კბილების ჯანმრთელობისთვის? – OK! Doctors-ის კითხვებს პასუხობს  ექიმი, თერაპევტ-ქირურგი ამიკო მესარკიშვილი.

 

რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

სიმართლე გითხრათ, ბავშვობაში სტომატოლოგობაზე არ ვოცნებობდი და არც ექიმი მყოლია ოჯახში, თუმცა ბავშვობიდან სულ თეთრ ხალათს ვიცვამდი და ექიმობანას ვთამაშობდი. როდესაც სკოლა დავამთავრე და პროფესიის არჩევის წინაშე დავდექი, მაშინ გადავწყვიტე, რომ სტომატოლოგობა მინდოდა. არ ვიცი, რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, ყოველთვის მომწონდა  ლამაზი ღიმილის მქონე ადამიანები და ალბათ, ამიტომაც.

 

რა ადგილი უჭირავს თქვენს პროფესიულ საქმიანობას თქვენს ცხოვრებაში?

ჩემს პროფესიას საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს, რადგან ექიმობა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. პაციენტების მკურნალობასთან ერთად, ამ პროფესიაში მნიშვნელოვანია მუდმივი სწავლა და განვითარება, სხვანაირად ვერ იქნები კონკურენტუნარიანი და პროფესიობნალი, მითუმეტეს ამ დარგში, როდესაც ყოველდღე რაღაც იცვლება.

გარდა ამისა, კლინიკა ,,ბლეიზის’’ ხელმძღვანელიც ვარ, რაც ასევე დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. ყოველთვის ვცდილობ კლინიკაში იყოს  ყველა ის სტანდარტი, რასაც თანამედროვე სტომატოლოგია უნდა პასუხობდეს.

 

 

რომელ პროცედურაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?

რა თქმა უნდა, ლამაზი ღიმილის შექმნის პროცედურაზე. ყველას უნდა ქონდეს ლამაზი ღიმილი, ზოგს ბუნებრივი, ზოგს არაბუნებრივი, მაგრამ ეს მათი არჩევანია. ჩვენი ვალდებულებაა ავუხსნათ და ვურჩიოთ, მისთვის რა უფრო მისაღები იქნება, თუმცა საბოლო არჩევანს აკეთებს პაციენტი.

 თანამედროვე სტომატოლოგიაში ლამაზ ღიმილს ექიმი და პაციენტი ერთად ქმნიან, ერთად მონაწილეობენ. ფორმას, ფერს, ზომას პაციენტი თვითონ არჩევს, შემდეგ მზადდება დროებითი კბილები, რათა პაციენტმა შეძლოს დაკვირვება, რამდენად მოსწონს მას მისი სურვილით შერჩეული კბილები. სურვილის შემთხვევაში კი მზადდება მუდმივი კბილები და იქმნება მისთვის სასურველი ღიმილი.

 

ბავშვთა სტომატოლოგია საკმაოდ რთული განხრაა, როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი სანამ სტომატოლოგთან მივიყვანთ?

რთული განხრა, მაშინ ხდება როდესაც 3-4 წლის ასაკში უზიანდებათ ბავშვებს კბილები კარიესით. ამ ასაკში საკმაოდ რთულია ბავშვისთვის იმ პროცედურების ჩატარება, რასაც კბილის დაბჟენა ჰქვია. თავდაპირველად მათ ვუხსნით თამაშით, ვცდილობთ გარემოს მიეჩვიონ, თუმცა მაინც რთულია მთლიანი პროცედურის ჩატარება, რამდენიმე დღე ან კვირა ვუნდებით ერთი კბილის დაბჟენას. სწორედ ამიტომ, პრევენცისთვის, მნიშვნელოვანია, მშობლების ჩართულობა ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენაში – ბავშვი უნდა მივაჩვიოთ სწორ გამოხეხვას დილა-საღამოს. ასევე, არ არის სწორი დამოკიდებულება, როცა ამბობენ,  დროებითი კბილები მაინც უნდა მოიცვალოს ბავშვმა და რათ უნდა მკურნალობაო. ესაა ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება დაუშვას მშობელმა. სარძევე კბილებს დიდი ყურადღება სჭირდება, რადგან ისინი ამზადებენ ყბებს შემდგომი მუდმივი კბილების ამოჭრისთვის და უმეტესად სარძევე კბილები განსაზღვრავენ, როგორი თანკბილვა ჩამოყალიბდება სამომავლოდ.

მშობლებს ვურჩევ, რომ მაქსიმალური ყურადღება დაუთმონ ბავშვის კბილების ჰიგიენას, პერიოდულად გაიარონ კონსულტაცია ექიმ სტომატოლოგთან, რათა რამე არ გამოეპაროთ და დროულად მიიღონ ექიმისგან რჩევა დარიგება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია დაიწყონ ბავშვის მომზადება სხვადასხვა მეთოდებით, მიაწოდონ ინფორმაცია კბილის მკურნალობის შესახებ, სხვადასხვა გზით, როგორიცაა: იუთუბ ვიდეოები ან  სათამაშოები, რათა ბავშვს გაუადვილდეს ექიმთან ვიზიტი და მკურნალობა.

 

 

რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება კარიესის პროფილაქტიკისთვის და კბილების ჯანმრთელობისთვის?

რა თქმა უნდა, ჯანსაღი კვება მნიშვნელოვანია არამარტო კბილების ჯანმრთელობისთვის, არამედ ჩვენი მთლიანი ორგანიზმისთვის. რაც შეიძლება ნაკლები შაქრის შემცველი საკვები უნდა მიიღოს ადამიანმა და მნიშვნელოვანია მათი დაყოვნების დრო პირის ღრუში.

 

ამიკო, თავისუფალ დროს რისი კეთება გიყვართ?

მიყვარს მეგობრებთან ერთად რაიმე აქტივობების დაგეგმვა, მაგალითად: ქალაქ გარეთ გასვლა, კინოში წასვლა და სხვ.

 

რა გაბედნიერებთ?

მაბედნიერებს, როდესაც შემიძლია სხვა გავხადო ბედნიერი, თუნდაც პაციენტი, რომელსაც ძლიერ ტკივილს უხსნი, მას ძალიან ბედნიერი თვალები აქვს, ეს რაც შეეხება ჩემს პროფესიას. ისე კი ძალიან ბევრი რამ მაბედნიერებს, მაგალითად: ჩემს გარშემო ძალიან ბევრი კეთილი ადამიანი, რომელსაც ვუყვარვარ და მიყვარს.

 

თქვენი მთავარი მოტივატორი ვინ ან რაა

მოტივატორი რამდენიმე რამ შეიძლება იყოს. ჩემთვის მაგალითად წარმატებილი ადამიანი ძალიან კარგი მოტივატორია, ასევე ოჯახი და მომავალი.

 

სამომავლო გეგმები

სამომაბლო გეგმები რა თქმა უნდა ჩემს პროფესიას ეხება. მე საკმაოდ კარიერისტი ადამიანი ვარ და მუდამ ვცდილობ პროფესიულ განვითარებას, ახლაც ამ გზას ვადგავარ და მესამე ლიცენზიის მოპოვებას ვაპირებ. მაქვს თერაპიის, ქირურგიის და მალე მექნება ორთოდონტის ლიცენზია, რაც ჩემთვის სიახლეა და ახალი გამოწვევა.

 

ასევე გაეცანი

#OK! ექიმი, რომელიც ორმაგ სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი – თამარ გელაძე
OK! Doctors

#OK! ექიმი, რომელიც ორმაგ სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი – თამარ გელაძე

February 14, 2026
Medibridge Global – კომპანია, რომელმაც 2025 წელს ორი ქართველი სტუდენტის უფასო სტაჟირება უზრუნველყო
Uncategorized

Medibridge Global – კომპანია, რომელმაც 2025 წელს ორი ქართველი სტუდენტის უფასო სტაჟირება უზრუნველყო

February 14, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty

February 14, 2026
#OK! კლინიკა მიკროდერმა ახალი სტანდარტი დერმატოლოგიაში
OK! Doctors

#OK! კლინიკა მიკროდერმა ახალი სტანდარტი დერმატოლოგიაში

February 14, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ჰეილი ბიბერმა Halloween-ისთვის ბრიტნი სპირსის იმიჯი გააცოცხლა

#OK! ჰეილი ბიბერმა Halloween-ისთვის ბრიტნი სპირსის იმიჯი გააცოცხლა

October 31, 2021
#OK სამეფო ბრენდის, Roja Parfums-ის პრეზენტაცია გაიმართა

#OK სამეფო ბრენდის, Roja Parfums-ის პრეზენტაცია გაიმართა

September 21, 2023
#OK! საზაფხულო საკითხავი

#OK! საზაფხულო საკითხავი

August 9, 2022
#OK! Eagles-ის ეპოქა სრულდება – ლეგენდარული ჯგუფი სცენას ემშვიდობება

#OK! Eagles-ის ეპოქა სრულდება – ლეგენდარული ჯგუფი სცენას ემშვიდობება

February 12, 2026

კვირის ჰიტები

#OK! Eagles-ის ეპოქა სრულდება – ლეგენდარული ჯგუფი სცენას ემშვიდობება

#OK! Eagles-ის ეპოქა სრულდება – ლეგენდარული ჯგუფი სცენას ემშვიდობება

February 12, 2026
#OK! 16 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიიდან

#OK! 16 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიიდან

February 12, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 9, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები