• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ლისი ტრიო – ინოვაციური მიდგომებით შემუშავებული მულტიფუნქციური პროექტი

May 15, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

OK! გიამბობთ კომპანია „ტრიო ჯგუფის“ შესახებ, რომელიც 2016 წლიდან, მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით, მომხმარებელს თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შექმნილ ჰარმონიულ, ჯანსაღ და უსაფრთხო დეველოპერულ პროექტებს სთავაზობს. გუნდის ანგარიშზეა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში, ოქროყანის „აპარტოტელი“ და კერძო დასახლებები. ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მარიამ ხუციშვილს ვესაუბრეთ.

 

მარიამ, უპირველესად კომპანიის საქმიანობის შესახებ გვიამბეთ. რა არის „ტრიო ჯგუფის“ მთავარი მიზანი?

ჩვენი სამარკო პროექტის დაწყებისთანავე ჩვენი გუნდის მთავარი ორიენტირი ხარისხი, მაქსიამალური კომფორტის ერთ სივრცეში მოქცევა და ეკომეგობრული ინვესტიცია იყო. ამიტომ, პირველ რიგში, შევარჩიეთ მშენებლობისთვის ოპტიმალური, გეოლოგიურად უსაფრთხო ადგილი, რომელიც ურბანული ცხოვრებისა და ეკოლოგიური გარემოს სინთეზირების საშუალებას მოგვცემდა. დავიწყეთ პარტნიორობა სამშენებლო მასალების მწარმოებელ წამყვან კომპანიებთან, რომლებიც მშენებლობის ყველა ეტაპზე მაღალხარისხიან მასალებს მოგვაწვდიან. მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი და მყუდრო გარემოს შესაქმნელად კი უკვე ვაწარმოებთ აქტიურ მოლაპარაკებებს ყველაზე ცნობილ კომპანიებსა და ტოპბრენდებთან, რომელთა განთავსება ჩვენს ტერიტორიაზე მობინადრეებს მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის.

 

გვიამბეთ „ტრიო ჯგუფის“ გამორჩეული პროექტის, „ლისი ტრიოს“ შესახებ.

„ლისი ტრიო“ ინოვაციური მულტიფუნქციური პროექტია, რომელიც მობინადრეებისთვის მაქსიმალურად კომფორტულ და მრავალფეროვან გარემოს შექმნის. პროექტი 2023 წელს დაანონსებული 10 საუკეთესო დეველოპერულ პროექტს შორის დასახელდა.

მშენებლობა ლისის ტბის მიმდებარედ ამაშუკელის 5 ნომერში მიმდინარეობს. როგორც წინა პროექტების შემთხვევაში, აქაც გუნდის ამოსავალი წერტილი მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით შემუშავებული თანამედროვე სტანდარტები იყო, რათა ჯანსაღი, ჰარმონიული და უსაფრთხო გარემო შევთავაზოთ მომხმარებლებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სამი 15-სართულიანი კორპუსი აშენდება, მიწისქვეშა ორი სართულით და 200-ზე მეტი საპარკინგე ადგილით. მიწისზედა ორი სართული კი კომერციულ ფართებს დაეთმობა, სადაც მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად ჰიპერმარკეტები, საკვები და გასართობი ზონები განთავსდება.

სამი სართული საოფისე ფართებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო მეხუთიდან მეთხუთმეტე სართულის ჩათვლით საცხოვრებელი ბინებია დაპროექტებული.

გარდა ამისა, კომპლექსში მობინადრეებისთვის ჯანსაღი ცხოვრების ხელშესაწყობად გათვალისწინებულია სამი სახეობის: ზღვის, მარილის და ფინური სპა-ცენტრი, 25-მეტრიანი ღია აუზი და სავარჯიშო დარბაზი. ასევე, მოეწყობა სამუშაო სივრცეები, დასაქმებული ადამიანებისთვის კომფორტული და საქმიანი გარემოს შესაქმნელად. ღია და დახურული ზონები ბავშვებისათვის, კერძო საბავშვო ბაღი და რეკრეაციული ზონები და ველობილიკები – მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, ეს მინი-ქალაქს უფრო ჰგავს, ვიდრე უბრალო საცხოვრებელ კომპლექსს…

 

 

 

რა არის პროექტის უპირატესობა?

პროექტის უპირატესობა მისი უნიკალური მდებარეობაა, დედაქალაქის ცენტრთან სიახლოვე და, ამავე დროს, გამწვანებული, ეკოლოგიურად სუფთა გარემო. დამატებით კომფორტსა და ჰარმონიას კი ქალაქზე გასაოცარი, პანორამული ხედები ქმნის.

„ლისი ტრიოს“ მულტიფუნქციურობა მობინადრეებს თანამედროვე აქტიური ცხოვრების პირობებში განსაკუთრებულ კომფორტს შეუქმნის და ყველა სერვისს ერთ სივრცეში შესთავაზებს. კომპლექსში ხელმისაწვდომი იქნება როგორც მცირე საცხოვრებელი ფართები, ისე ოჯახებზე გათვლილი დიდი ბინები, ამიტომ პროექტის მრავალფეროვნება ყველა ტიპისა და ინტერესის მქონე მომხმარებელს დააკმაყოფილებს.

ამასთანავე, უნდა აღვნიშნო, რომ მობინადრეების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ საცხოვრებელ სივრცეში იქნება სასტუმროს ტიპის ლობი, 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი, დაცვა და უსაფრთხოების უახლესი სისტემები, რაც ტერიტორიაზე უცხო პირების გადაადგილებას მინიმუმამდე შეამცირებს. დამატებით, უსაფრთხოებას შენობაში დამონტაჟებული სპრინკლერის სისტემა უზრუნველყოფს.

 

ბოლოს სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.

„ტრიო ჯგუფის“ სამომავლო გეგმები საკმაოდ დატვირთულია და მიზნად ისახავს როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების ურბანულ განვითარებას.

დეადაქალაქში ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესებს სამ ობიექტზე აქტიურად ვახორციელებთ. გარდა ამისა, პარალელურად მიმდინარეობს პროექტების დამუშავება ქალაქგარეთ ორ სხვადასხვა ლოკაციაზე.

სულ მალე დაანონსდება ახალი შთამბეჭდავი პროექტი, რომელიც ასევე გაიზიარებს ყველა იმ ღირებულებას, რომლის მიხედვითაც შენდება „ლისი ტრიო“.

 

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

გაიგე მეტი: როგორშენდებათბილისი

ასევე გაეცანი

OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”
ინტერვიუ

OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

February 11, 2026
#OK! სიცოცხლე მშვენიერია! მთავარია, დაინახო
ინტერვიუ

#OK! სიცოცხლე მშვენიერია! მთავარია, დაინახო

February 11, 2026
#OK! ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი – სტიგმის საზრდო
ინტერვიუ

#OK! ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი – სტიგმის საზრდო

February 11, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე
ინტერვიუ

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 10, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! 48 წლის ჰილარი სუონკი ორსულადაა – მსახიობი ტყუპებს ელოდება

#OK! 48 წლის ჰილარი სუონკი ორსულადაა – მსახიობი ტყუპებს ელოდება

October 6, 2022
#OK! უკვე ოფიციალურად: კიმ კარდაშიანი მილიარდერი გახდა

#OK! უკვე ოფიციალურად: კიმ კარდაშიანი მილიარდერი გახდა

April 6, 2021
#OK! ორსული კორტნი კარდაშიანი იტალიური Vanity Fair-ის გარეკანზე

#OK! ორსული კორტნი კარდაშიანი იტალიური Vanity Fair-ის გარეკანზე

October 23, 2023
#OK! როუზი ჰანტინგტონმა საკუთარი ბრენდის ROSE INC-ის მაღაზია ლონდონში გახსნა

#OK! როუზი ჰანტინგტონმა საკუთარი ბრენდის ROSE INC-ის მაღაზია ლონდონში გახსნა

October 21, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ფეხბურთიდან ბიზნესამდე – კრიშტიანუ რონალდუს წარმატების სტრატეგია

#OK! ფეხბურთიდან ბიზნესამდე – კრიშტიანუ რონალდუს წარმატების სტრატეგია

February 10, 2026
#OK! ნატალია ჩებანოვა: ფინანსური ანალიტიკოსი, რომელიც სტერეოტიპებს ანგრევს

#OK! ნატალია ჩებანოვა: ფინანსური ანალიტიკოსი, რომელიც სტერეოტიპებს ანგრევს

February 10, 2026
#OK! 6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

#OK! 6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

February 5, 2026
#OK! რას და როგორ იცვამენ ცნობილი დიზაინერები?

#OK! რას და როგორ იცვამენ ცნობილი დიზაინერები?

February 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები