• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! ევროპა ჩვენი არჩევანია!

May 16, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

ამ დღეების განმავლობაში ალბათ ბევრი ჩვენთაგანი დაფიქრებულა, თუ რატომ ვირჩევთ ევროპას და რატომ მივისწრაფვით ევროკავშირში გაწევრებისკენ? ამ კითხვებზე პასუხი ყველაზე კარგად ჩვენმა ახალგაზრდა თაობამ იცის, იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს დგანან ქუჩაში და აპროტესტებენ რუსული კანონის მიღებას. ამ ახალგაზრდებმა იციან, რომ საქართველო თავისი ღირებულებებითა და კულტურით ყოველთვის იყო ევროპული ოჯახის ნაწილი, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც ამ ყველაფრის შეცვლა სურდათ, შეიძლება ითქვას, დღესაც ასეა, სურთ დაგვაბრუნონ იმ წარსულში, სადაც ახალი თაობა არასოდეს არ დაბრუნდება. ევროპა ჩვენი წინაპრების, ჩვენი საზოგადოების არჩევანია. ევროპა არის არჩევანის თავისუფლება, აზროვნება და მშვიდობიანი თანაარსებობის სივრცე, სადაც უმთავრესი ადამიანი, მისი უფლებები და თავისუფლებაა.

 

რუსუდან ფეტვიაშვილი, მხატვარი:

ჩემი აზრით, ევროპელობა არის უძველეს ქრისტიანულ ქვეყანათა გაერთიანება, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ თავისუფალ სამყაროსთან ურთიერთობის. აფასებენ უმთავრეს ქრისტიანულ ღირებულებებს და ამ მრწამსის გარშემო ბრუნავს მათი ცნობიერება – მოყვასის სიყვარული, თანაგრძნობა, მხარდაჭერა, ადამიანის პატივისცემა, გულმხურვალედ სამართლის ძიება, თავისუფლების დაფასება და შრომისმოყვარეობა.

მიმაჩნია, რომ საქართველო ევროპის ნაწილია სულიერადაც და აზროვნებითაც, თავისი დამოუკიდებლობისადმი საუკუნოებრივი დაუღალავი სწრაფვით; თვითმყოფადობის და ქვეყნის ღირებულებების შენარჩუნების წყურვილით; ტოლერანტობით სხვა ერების და ქვეყნების მიმართ; პატიების ნიჭით (რაც იშვიათია, რომ მთლიანად ერს ახასიათებდეს).

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროპის წევრი ქვეყანა გახდეს, რათა დაცული იყოს მისი ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა, ასევე, ქართველები უფრო შეძლებენ საკუთარი ნიჭის ჰარმონიულად წარმოჩენას მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სპორტსა და სხვა მნიშვნელოვან დარგში.

 

კოტე ყუბანეიშვილი, პოეტი:

„არის დასავლეთი და აღმოსავლეთი,

ნუ ფიქრობთ არიან ერთი.

სანამ ცა არსებობს და მიწა ასეთი,

რომელსაც დასცქერის ღმერთი,

მაგრამ მწამს, რომ

ორივე უმალვე განდგება,

სხვაობაც ეშმაკმა იცის,

თუ ორი ვაჟკაცი პირისპირ დადგება

საზღვარზე ცისა და მიწის“.

ეს არის ჯოზეფ რადიარდ კიპლინგის ბალადა, ჩემი თარგმნილია და ვეთანხმები მას. ჩვენ ვართ პირველი ევროპელები, ჩვენთან ჩამოვიდნენ პირველად ბერძნები და მოგვპარეს ოქროს საწმისი. ჩვენ ვართ ტროამდელი ცივილიზაცია, ჩვენ – კავკასიური რასა დიდი ხანია მიღებული ვართ ევროპაში. თუმცა შემდგომ სტალინმა ჩაგვიკეტა საზღვრები, გაუნათლებლობა და ჩვენი საქციელები გვაშორებდა ევროპასთან. ჩვენ მესაზღვრეები ვართ და მთები გვიშლის ხელს, დავინახოთ და აღმოვაჩინოთ მსოფლიო. ჩვენ თუ განათლება არ გვექნა და თუ ასე ჩაკეტილები ვიქნებით, დავიღუპებით. უპირველესად, ქართველმა უნდა გაიაზროს, მისი სამშობლო საქართველოა თუ „გრუზია“. თბილისი ვერ გაერთობა, თუ არ იქნება ერთობა. ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ რუსეთის გუბერნია, სწორედ ამიტომ უნდა გახდეს ჩვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ევროპელობა განსაზღვრავს შენს საკუთარ თავს. რომ გაიმარჯვონ ახალგაზრდებმა, საქართველო ხომ გალამაზდება.

 

ლიკა ევგენიძე, ტელეწამყვანი:

ანტიკური დროიდან მოყოლებული, საქართველო თავისი კულტურითა და ღირებულებებით, ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი. საბჭოთა პერიოდმა სცადა ამ ისტორიის გადაწერა, მაგრამ ამ ფუნდამენტსა და ღირებულებებს ვერაფერი შეცვლის. თავისუფლების წყურვილი უფრო დიდი და ძლიერია, ვიდრე მტერი და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს.

ევროპისთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი და ამოსავალი წერტილი – ადამიანის პიროვნული თავისუფლება. ევროპა მოგვცემს განვითარების საშუალებას, სტაბილურობას, კანონის უზენაესობას, დაცულობის შეგრძნებასა და თანასწორობას.

 

დავით ბეშიტაიშვილი, მსახიობი:

ევროპული სამყარო ყველაზე მეტად არის ცივილიზებული და მინიმუმამდე არის დაყვანილი გაიძვერობა, ის დგას პატიოსნებაზე. ევროპა არის იმის საშუალება, რომ დაგვეხმაროს, რათა გავხდეთ უკეთესები, რადგან ამდენი წელია ვუყურებ ხელისუფლებებს და არცერთ მათგანს არ გააჩნია პატიოსნება. ხანდახან მიხუმრია, კარგი იქნებოდა, ნორმალური ქვეყნის გადამდგარი მთავრობები დაგვექირავებინა, იქნებ ასე მაინც მიგვეღწია სამართლიანობისთვის. ევროპის კარი ღიაა, ხელისუფლება კი წინ ეღობება ამას.

ჩვენი საზოგადოება ირჩევს ევროპას, რადგან კარგად ხედავს, რომ ეს არის სამართლიანი სამყარო, სადაც ადამიანი და მისი უფლებებია უმთავრესი, ამის პარალელურად კი ვხედავთ სხვა სამყაროს, სადაც ხალხი ვერ აღწევს თავს გაჭირვებას და პუტინისმაგვარ ჰეგემონებს, და ჰყავთ ისეთი მთავრობა, რომელიც საკუთარი ჯიბის იქით ვერ იხედება. ხალხი ხედავს ამ ორ სამყაროში განსხვავებას და ამიტომაც ირჩევს უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობას.

 

ფოტო: მაკა მეგრელიძე, ალექსეი სეროვი
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი

ტექსტი: ნიკა გომართელი, სოფიო მალანია

ასევე გაეცანი

#OK! „სისხლიანი მთვარის“ დაბნელება 7 სექტემბერს — რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?
OK! News

#OK! „სისხლიანი მთვარის“ დაბნელება 7 სექტემბერს — რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?

September 6, 2025
#OK! „მინდა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე“ — კრის ჯენერმა Vogue-ის ფოტოსესიისთვის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა
OK! News

#OK! „მინდა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე“ — კრის ჯენერმა Vogue-ის ფოტოსესიისთვის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

September 6, 2025
#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს
ინტერვიუ

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

September 6, 2025
#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე
ინტერვიუ

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

September 6, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! როცა საყვარელ მამაკაცთან დაშორება მოგიხდა: კიმ კარდაშიანის ყველა იმიჯი რომში სტუმრობისას

#OK! როცა საყვარელ მამაკაცთან დაშორება მოგიხდა: კიმ კარდაშიანის ყველა იმიჯი რომში სტუმრობისას

July 3, 2021
#OK! 2021 წლის 50 ყველაზე მოდური ინსტაგრამი

#OK! 2021 წლის 50 ყველაზე მოდური ინსტაგრამი

December 29, 2021
#OK! რეალობად ქცეული მიზანი – მატილდა გვარლიანის შთამბეჭდავი დებიუტი Victoria’s Secret-ის შოუზე

#OK! რეალობად ქცეული მიზანი – მატილდა გვარლიანის შთამბეჭდავი დებიუტი Victoria’s Secret-ის შოუზე

October 20, 2024
#OK! Halloween-ის 10 ყველაზე გამორჩეული კოსტიუმი ისტორიაში

#OK! Halloween-ის 10 ყველაზე გამორჩეული კოსტიუმი ისტორიაში

October 26, 2022

კვირის ჰიტები

#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! „სისხლიანი მთვარის“ დაბნელება 7 სექტემბერს — რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?

#OK! „სისხლიანი მთვარის“ დაბნელება 7 სექტემბერს — რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?

September 6, 2025
#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?

#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?

September 5, 2025
#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

September 4, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები