• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! უფლებები და არჩევანი ყველასთვის ინტერვიუ UNFPA-ს საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელთან

April 5, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. მარიამ ბანძელაძე პროფესიით იურისტია, რომლისთვისაც ადამიანის უფლებები ცხოვრების განუყოფელ ნაწილადაა ქცეული. მისი საქმიანობა 12 წელზე მეტია უკავშირდება UNFPA-ს, სადაც ის 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა გენდერული თანასწორობის მიმართულებას და დიალოგს ადამიანის უფლებების შესახებ გაეროს, მთავრობასა და პარტნიორებს შორის. ორგანიზაციის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე მარიამი ჟურნალ OK!-ს ესაუბრა.

 

მარიამ, დავიწყოთ სიახლით, თქვენ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი გახდით…

უკვე 12 წელზე მეტია, რაც ჩემი საქმიანობა გაეროს მოსახლეობის ფონდს უკავშირდება და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქაურობა ჩემთვის გაცილებით მეტია, ვიდრე სამსახური. ეს არის გუნდი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, გუნდი, რომელმაც კარგად იცის, რისთვის შრომობს ყოველდღიურად და ხედავს მიზანს, რომლისკენაც ისწრაფვის. UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელობა ჩემთვის ერთდროულად არის დიდი პასუხისმგებლობა და დიდი პატივი, და ამ გზაზე ნამდვილად მაქვს როგორც ჩემი კოლეგების პროფესიონალიზმის, ასევე ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერის იმედი.

უკვე 25 წელია, UNFPA-ის საქართველოს გუნდი აქტიურად მუშაობს ქვეყანაში, რათა ყველა ორსულობა იყოს სასურველი, ყველა მშობიარობა – უსაფრთხო და ყველა ახალგაზრდის პოტენციალი – რეალიზებული. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების და გენდერული თანასწორობის ადვოკატირებით და საჯარო პოლიტიკის და სისტემების გაძლიერებით, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრისთვის ბრძოლით, ახალგაზრდების განვითარების მხარდაჭერით, მოსახლეობის დინამიკის შესახებ ხარისხიანი მონაცემების შეგროვებით, ანალიზით და ქვეყნის მდგრადი განვითარების დაგეგმვისთვის მათი გამოყენების ხელშეწყობით, UNFPA-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს წინსვლასა და განვითარებაში. მე, როგორც UNFPA-ს გლობალური გუნდის წევრს და ახლა უკვე როგორც საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, მჯერა, რომ ჩვენი მანდატი უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩემი თითოეული ნაბიჯი მისი გაძლიერებისკენ იქნება მიმართული.

 

 

 

როგორი იყო თქვენი პროფესიული გზა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელობამდე?

ვფლობ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის (ვაშინგტონი, აშშ) საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (თბილისი, საქართველო) განათლების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქმიანობაში ჩართვამდე, როგორც საერთაშორისო სამართლის იურისტს, 15 წლის განმავლობაში, მენეჯერული პოზიციები მეჭირა კერძო და განვითარების სფეროებში. UNFPA-ში 2012 წლიდან ვხელმძღვანელობდი გენდერული თანასწორობის მიმართულებას და დიალოგს ადამიანის უფლებების შესახებ გაეროს, მთავრობასა და პარტნიორებს შორის.

 

რა ადგილი უჭირავს თქვენს პროფესიულ საქმიანობას თქვენს ცხოვრებაში?

ჩემი საქმე ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. რასაც საქმით ვემსახურები, არის ის, რისიც ყველაზე მეტად მჯერა ადამიანურადაც – თანასწორობა, უფლებები, ინფორმირებული არჩევანი, ძალადობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნა, ადამიანი და მისი პოტენციალი სამყაროსა და განვითარების ცენტრში. ვფიქრობ, სწორედ ესაა საკუთარ თავსა და პრინციპებთან ჰარმონიაში ყოფნის ამოსავალი წერტილი – იმ საქმის კეთება, რაც შენს პრინციპებთან თანხვედრაშია.

 

რას მოაქვს წარმატება?

უპირველესად, შრომას და ასევე, რწმენას იმისა, რომ რასაც აკეთებ, მნიშვნელოვანია. შეიძლება არსებობდეს სხვა გარემოებებიც, როგორიც სწორ დროს და სწორ ადგილას ყოფნაა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს გადამწყვეტი ვერ იქნება.

 

ვინ ან რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი?

ჩემი შვილი, რომელიც 14 წლის ხდება. ჩემი უდიდესი მხარდამჭერიცაა და პირველი კრიტიკოსიც. რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, ვის ცხოვრებასაც ვცვლით ჩვენი საქმიანობით; თითოეული გოგო, რომელიც UNFPA-ისა და მისი პარტნიორების მუშაობის შედეგად გადაურჩა ადრეულ ასაკში ქორწინებას; თითოეული მამა, რომელიც აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ჩართულობა შვილებისა და ოჯახის ცხოვრებაში; თითოეული მოზარდი, რომელსაც ჩვენი და ჩვენი კოლეგების საქმიანობა საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას აძლევს. ბოლოს კი, ჩემი გუნდი, რომლის თითოეული წევრი არის გულწრფელად მოტივირებული, შექმნას უკეთესი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის.

 

 

რას უნდა ველოდოთ თქვენგან, როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელისგან?

ადამიანის უფლებები დემოგრაფიული გამოწვევების ეპოქაში – ასეთია UNFPA-ის ფოკუსი არამარტო ჩვენს რეგიონში, არამედ გლობალურად. ცხადია, საქართველოც ფეხდაფეხ მიჰყვება გლობალურ ტენდენციებს და ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მზად ვიყოთ იმ გამოწვევებისთვის, რომლის წინაშეც ვდგავართ. მნიშვნელოვანია, რომ 2024 წელს ტარდება მოსახლეობის საყოველთაო აღწერა და ამ პროცესში სახელმწიფოს სწორედ ჩვენ ვუწევთ ტექნიკურ დახმარებას. შედეგების ანალიზი უკეთ დაგვანახვებს, თუ რა მიმართულებით იქნება მუშაობა გასაძლიერებელი. გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში მაქსიმალურ ძალისხმევას გაიღებს, რომ დაეხმაროს საქართველოს, უპასუხოს გლობალურ მეგატრენდებს და უზრუნველყოს დემოგრაფიული მდგრადობის ხელშეწყობა.

განვაგრძობთ თანამშრომლობას სახელმწიფოსთან, პროფესიულ ასოციაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აქტივისტებთან, კერძო სექტორთან, მედიასთან, უმაღლეს სასწავლებლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ქალთა და გოგონების მიმართ ძალადობის და საზიანო პრაქტიკების (ბავშვობის ასაკში ქორწინება, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა) პრევენციის, ჯანსაღი და აქტიური დაბერების პოპულარიზაციის, ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის და დედათა სიკვდილიანობის შემცირების მიმართულებით.

უფლებები და არჩევანი ყველასთვის – ეს არის ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მოტო და ჩვენი გუნდი კვლავაც რჩება ამ პრინციპის ერთგული თავისი საქმიანობის ყველა ეტაპზე და ყველა მიმართულებით.

 

ტექსტი: სოფო მალანია

ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

ასევე გაეცანი

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან
OK! მენეჯერი

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

October 9, 2025
#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში

September 23, 2025
#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე
ინტერვიუ

#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე

September 26, 2025
#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას
ინტერვიუ

#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას

September 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 15 წლის შაილო ჯოლი პიტი წითელ ხალიჩაზე კვლავ კაბით გამოჩნდა

#OK! 15 წლის შაილო ჯოლი პიტი წითელ ხალიჩაზე კვლავ კაბით გამოჩნდა

October 25, 2021
#OK! კენდალ ჯენერი ბრენდ Alo-ს უახლეს კამპანიაში!

#OK! კენდალ ჯენერი ბრენდ Alo-ს უახლეს კამპანიაში!

June 17, 2021
#OK! ისტორიალი – ქართული ოქრომჭედლობის უძველესი და უნიკალური ნიმუშების მიხედვით შექმნილი სამკაული

#OK! ისტორიალი – ქართული ოქრომჭედლობის უძველესი და უნიკალური ნიმუშების მიხედვით შექმნილი სამკაული

May 5, 2022
#OK! Euphoria-ს მსახიობი ანგუს ქლაუდი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! Euphoria-ს მსახიობი ანგუს ქლაუდი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა

August 1, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

October 8, 2025
#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი  -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ

#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ

October 9, 2025
#OK! ცნობილი მსახიობები უჩვეულო გარეგნობით

#OK! ცნობილი მსახიობები უჩვეულო გარეგნობით

October 6, 2025
#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

October 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები