• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! Innovator – სამაუწყებლო და სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის ტექნიკური განვითარება საქართველოში

March 11, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

კომპანია „ინოვატორი“ 2005 წელს დაარსდა და 19 წელია, სამაუწყებლო და პროფესიონალური აუდიო/ვიდეო გადაწყვეტილებების ლიდერია როგორც საქართველოში, ასევე – მის ფარგლებს გარეთ: სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ტაჯიკეტში, ბელორუსიაში, ლიეტუვაში, ლატვიაში, უგანდაში, ეთიოპიასა და სხვა ქვეყნებში.

„ინოვატორი“ ოფიციალური წარმომადგენელია ისეთი პრემიუმ ბრენდებისა, როგორებიცაა: ARRI, SONY, PANASONIC, CANON, ZEISS, ANGENIEUX, BLACKMAGIC DESIGN, FUJIFILM, EGRIPMENT, MOVIETECH, ROSS VIDEO, NEWTEK, VSN და სხვა.

გთავაზობთ ინტერვიუს „ინოვატორის“ დამფუძნებელ ზურაბ გეგენავასთან, რომელიც უფრო დაწვრილებით მოგვითხრობს, თუ რას საქმიანობს კომპანია ამჟამად და რა მიზნები და გეგმები აქვს სამომავლოდ.

 

 

საქმიანობის რა ძირითადი მიმართულებები აქვს კომპანია ინოვატორს?

ინოვატორი გამოცდილი სისტემური ინტეგრატორია ტელე-რადიო-სამაუწყებლო სფეროში და მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებულ, მეცნიერულ და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე დაფუძნებულ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

სისტემური ინტეგრაცია. ინოვატორის გუნდი დაგეხმარებათ ნებისმიერი სირთულის პროექტის გეგმის შედგენასა და განხორციელებაში, რისთვისაც მუდამ ვაწარმოებთ სამაუწყებლო სფეროსთან დაკავშირებული სიახლეების მონიტორინგს. ვნერგავთ ინოვაციებს და ხშირად ვატარებთ კადრების გადამზადებისა და მათი ცოდნის ასამაღლებელ სემინარებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

ტექნიკის დისტრიბუცია. ინოვატორი მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების ოფიციალური წარმომადგენელია, შესაბამისად შეგიძლიათ, ჩვენთან შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, საუკეთესო პირობებით.

საგარანტიო/პოსტ საგარანტიო მომსახურება. ინოვატორი, როგორც პროფესიონალური ტექნიკის ერთადერთი ავტორიზებული სერვის ცენტრი, ფლობს იმ დანადგარებსა და აღჭურვილობას, რომლებსაც თავად ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები იყენებენ. ჩვენთან შესაძლებელია, სამაუწყებლო ტექნიკის სრული დიაგნოსტიკა და პრობლემების აღმოფხვრა.

ინოვატორის სტუდია. ინოვატორის ოფისში განთავსებულია პანასონიკის პროფესიონალური კამერებით აღჭურვილი ვირტუალური სტუდია. Newtek live production studio იძლევა ლაივში გასვლისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალებას.

კინო ინდუსტრია. ინოვატორი ოფიციალური შემომტანია წამყვანი ბრენდებისა, რომელთა აპარატურაც დიდი პოპულარობით სარგებლობს კინოსარეჟისორო ინდუსტრიაში.

 

 

IEEBEE-ზეც მოგვიყევით მოკლედ. რა იყო მისი დაფუძნების მთავარი მიზანი და რა გეგმები გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით?

IEEBE ანუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამაუწყებლო ინჟინერთა გაერთიანება 2022 წელს დავაფუძნეთ და გახლავთ SBE ის (მსოფლიო სამაუწყებლო ინჟინერთა გაერთიანების) ოფიციალური წარმომადგენელი სტრუქტურა. აერთიანებს აერთიანებს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მოღვაწე სამაუწყებლო ინჟინრებს. ახლახანს შევედით უზბეკეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე.

IEEBE – პირველი ფილიალია ევროპის მასშტაბით რომელიც ოფიციალურად უფლებამოსილია, ევროპის მასშტაბით განახორციელოს SBE -ს საქმიანობა, რაც მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

  • სამაუწყებლო ინჟინრების ჰაბის შექმნა;
  • მასტერკლასებისა და ღია ლექციების ჩატარება;
  • კადრების გადამზადება;
  • საერთაშორისო სერთიფიცირებისთვის მომზადება;
  • გამოცდაზე გასვლის უზრუნველყოფა როგორც საქართველოში, ასევე-ამერიკის შეერთებულ შტატებში;
  • სამაუწყებლო გამოფენის მოწყობა.

 

 

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

უკვე შესაძელებელია Certified Television Operator (CTO) სერთიფიკატის მიღება. 2024 წლის განმავლობაში კი გვექნება შემდეგი სერთიფიკატების გაცემის შესაძლებლობა: Certified Broadcast Technologist (CBT) / Certified Video Engineer (CEV) / Certified Broadcast Television Engineer (CBTE) / Certified Broadcast Networking Engineer (CBNE) / Certified Senior Television Engineer (CSTE).

სასწავლო ცენტრში, ამ ეტაპზე, ერთჯერადად 10-20 მსურველის გადამზადება და სწავლება იქნება შესაძლებელი. იგეგმება მასშტაბური ტექნიკური სკოლის გახსნა, რომელიც გარდა საგანმანათლებლო საქმიანობისა, იქნება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის უმსხვილესი ჰაბი სამაუწყებლო ინჟინერიის სფეროში.

სიხარულით გეტყვით, რომ 2024 წლის მიწურულს, პარტნიორებთან ერთად, ვგეგმავთ სამაუწყებლო ტექნიკის ყოველწლიური გამოფენის გამართვას, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში, მსგავსი შინაარსის, ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება. გამოფენის ფარგლებში პროფესიონალური ტექნიკის მწარმოებელი ლიდერი კომპანიები სატელეკომუნიკაციო სფეროს უახლესი თაობის მოწყობილობებს წარმოადგენენ. ასევე გაიმართება პრეზენტაციები, ვორქშოპები და სემინარები აქტუალური თემების ირგვლივ.

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! პატარების ფერადი არჩევანი

#OK! პატარების ფერადი არჩევანი

June 12, 2021
#OK! კორტნი კარდაშიანი და ტრევის ბარკერი დაქორწინდნენ

#OK! კორტნი კარდაშიანი და ტრევის ბარკერი დაქორწინდნენ

April 7, 2022
#OK! Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure – ახალი გასტრონომიული აღმოჩენები კომფორტულ გარემოში

#OK! Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure – ახალი გასტრონომიული აღმოჩენები კომფორტულ გარემოში

April 9, 2024
#OK! როუზი ჰანტინგტონის მონოქრომული იმიჯი! მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში!

#OK! როუზი ჰანტინგტონის მონოქრომული იმიჯი! მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში!

April 16, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ამერიკელი, რომელსაც სხეულზე 273 ტატუ-ავტოგრაფი აქვს, გინესის წიგნში მოხვდა

#OK! ამერიკელი, რომელსაც სხეულზე 273 ტატუ-ავტოგრაფი აქვს, გინესის წიგნში მოხვდა

January 6, 2026
#OK! რატომ არ არის იაპონიაში ნაგვის ურნები და სად ყრიან იაპონელები ნაგავს?

#OK! რატომ არ არის იაპონიაში ნაგვის ურნები და სად ყრიან იაპონელები ნაგავს?

January 8, 2026
#OK! რამდენიმე წესი, რომელიც დღესასწაულების დროს, წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

#OK! რამდენიმე წესი, რომელიც დღესასწაულების დროს, წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

January 6, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

January 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები