DNT GROUP სასტუმროების მენეჯმენტ კომპანიაა, რომელიც 2021 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და დაკომპლექტებულია პროფესიონალი მენეჯერებით. გუნდის თითოეულ წევრს სასტუმროების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
DNT Group მომსახურებებეში შედის: სასტუმროს დაგეგმარება/დეველოპმენტი; სასტუმროს მომზადება გახსნისთვის, სასტუმროს სრული მართვა და აუტსორს-გაყიდვები.
DNT GROUP ამჟამად აერთიანებს 7 სასტუმროს, საიდანაც 5 მდებარეობს თბილისში, 1 ყაზბეგში და 1 ქუთაისში. კომპანიაში დასაქმებულია 100-ზე მეტი ადამიანი.
კომპანიას წლიდან წლამდე აქვს შთამბეჭდავი ზრდის ტემპი, ვინაიდან თითოეულ პროექტს ვუდგებით განსაკუთრებულად და აქცენტს ვაკეთებთ სტუმრების კმაყოფილებაზე, სასტუმროების მაღალ დატვირთულობაზე და საუკეთესო ფინანსურ შედეგებზე. შესაბამისად გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი პროექტი სასტუმრო მანდეი.
Hotel Monday დიენთი ჯგუფის ბოლო პროექტია, რომელიც 2023 წლის 9 მარტს იღებს სტარტს. პროექტი განხორციელდა უცხოური ინვესტიციით და ჯამური ღირებულება შეადგენს 7 მილიონ დოლარს. სასტუმროში დასაქმდა 25 ადამიანი. სასტუმრო შექმნილია თანამედროვე არქიტექტორული ხედვებითა და საინჟინრო სტანდარტებით, აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიის ტექნიკით.
სასტუმრო მანდეი შედგება 50 ნომრისგან და მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ძველ უბანში, ახლოს მარჯანიშვილის მოედანთან და მისი უნიკალური მდებარეობა სტუმარს საშუალებას აძლევს დატკბეს თბილისის მარჯვენა სანაპიროს ლამაზი ხედებით – როგორიცაა მთაწმინდა, ფუნიკულიორი და მდინარე მტკვარი.
სასტუმრო მოიცავს ბიუჯეტურ, მაღალი კლასის ლუქს და ბიზნეს კატეგორიის ოთახებს და მათი უმეტესობა შედგება როგორც საძინებელი ასევე საცხოვრებელი სივრცით. ყველა ოთახი გვთავაზობს მშვიდ და სასიამოვნო ატმოსფეროს, კომფორტულ საწოლს, მაღალი ხარისხის თეთრეულს, ყავის და ჩაის გასაკეთებელს კომპლექტს, სწრაფ უფასო WIFI-ს და ყველა იმ ატრიბუტიკას რაც საჭიროა სტუმრის კომფორტისთვის.
ჩვენთან სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ დახვეწილი გემოების ალკოჰოლური და არა-ალკოჰოლური სასმელები, რომელიც თავმოყრილია სასტუმროს მიმღებ სივრცეში მდებარე ლოფტ-ბარში.
სასტუმრო მოიცავს მაღალი სტანდარტებით მოწყობილ სასაუზმე სივრცეს, მიმღებ ჰოლს – სადაც გადანაწილებულია მოსასვენებელი და გასართობი სივრცე, ტერასებსა და მყუდრო ეზოს. საუზმის კონცეფცია სრულად მორგებულია იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რის მიხედვითაც ხელმძღვანელობენ მაღალი კლასის სასტუმროები; ამავდროულად სტუმრებს საშუალება ექნებათ მიირთვან ქართულ გემოებზე მორგებული კერძები, რაც თავისთავად კარგი საშუალებაა უცხოელი სტუმრებისთვის, რომ გაეცნონ ქართული სუფრის ელემენტებს.
სასტუმრო მანდეი საქართველოში ჩამოსულ და აქ დარჩენილ ყველა ტურისტს თუ საქმიან ვიზიტორს ჰპირდება თავის წილ პოზიტიურ და თბილ მოგონებებს, რომელსაც წაიღებს ქვეყნიდან და კვლავ ექნება სურვილი საქართველოში დაბრუნების.
და ბოლოს გვინდა გიამბოთ ჩვენს კიდე ერთ გამორჩეულ პროექტზე. ესაა 32-ნომრიანი სასტუმრო „მემუარი“ ყაზბეგში, რომელიც 2023 წლის მაისში გავხსენით და ყაზბეგის ნამდვილ მარგალიტად იქცა. სასტუმრო მემუარი თავისი უნიკალური ხედებით და ატმოსფეროთი საშუალებას აძლევს თითეულ სტუმარს სრულად მოწყდეს თავიანთ ყოველდღიურობას და განტვირთვის და დასვენების ნამდვილ მორევში გადაეშვას. სასტუმრო მემუარს გააჩნია მაღალი კლასის რესტორანი, სადაც ჩვენი შეფი ისეთ გემოებს შემოგთავაზებთ ქართულ-ევროპული სამზარეულოდან, რომელსაც სხვაგან ვერ შეხვდებით და რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ. სასტუმროს ასევე გააჩნია რამდენიმე ტერასა, მათ შორის სახურავზე 360-გრადუსიანი ტერასა, საბილიარდე და ბარი, საიდანაც შთამბეჭდავი ხედები იშლება. ნომრების უმეტესობა გერგეთის სამებასა და მყინვარწვერს გადაჰყურებს. სასტუმროს გააჩნია კერძო პარკინგი. თუმცა სასტუმრო მემუარს ყველაზე გამორჩეულს ხდის ის პერსონალი, რომელიც აქ დაგხვდებათ თავიანთ მეგობრული დამოკიდებულებითა და თავაზიანობით.
DNT ჯგუფის მიმდინარე საქმიანობას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: www.dntgroup.ge