• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი ხელოვნება ყველასთვის

January 3, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

სულ ახლახან, 2023 წელს, თბილისში საჯარო ხელოვნების ფონდი დაარსდა, ახალი, თანამედროვე სახელოვნებო ინსტიტუცია, რომლის მთავარი მიზანია, ხელოვნება ყველასთვის და ყოველთვის ხელმისაწვდომად აქციოს. ალბათ, დაგვეთანხმებით, ხელოვნებასთან ზიარების ეს ახალი, უნივერსალური გზა მართლაც შთამბეჭდავი და ძალიან საჭიროა, როგორც ქართველი არტისტებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვის, ასევე საზოგადოების კულტურული განვითარებისთვის. ამ არაჩვეულებრივ, ძალიან სასიხარულო თემაზე სასაუბროდ ქართული OK! თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორს, ლიკა ჭკუასელსა და ფონდის პროექტების მენეჯერს, ელენე კაპანაძეს ეწვია.

 

 

როგორ და როდის დაარსდა თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი?

(ლიკა): ახალი თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუცია, თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის სახით, დაარსდა 2023 წელს, ქალაქ თბილისის მერიის მიერ, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია და სრულად ფინანსდება მუნიციპალური ბიუჯეტიდან.

 

ლიკა, რა იყო ფონდის ჩამოყალიბების ინსპირაცია?

(ლიკა): თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუციის დაარსების სურვილი წლების მანძილზე მქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ქალაქს ძალიან აკლია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ცენტრი და მისი საჭიროება, ამ სფეროს წარმომადგენლებს და საზოგადოების ნაწილს ყოველთვის გვაწუხებდა.

მუზეუმის არსებობის შემთხვევაშიც, მხოლოდ კონკრეტული რაოდენობის ადამიანი ეზიარება ხოლმე ხელოვნებას. ჩვენ კი ვიპოვეთ გზა, როგორ გავხადოთ ხელოვნება ყველასთვის და ყოველთვის ხელმისაწვდომი. ქალაქში არსებული საჯარო სივრცეები, სადაც დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება, იქნება არეალი, რომელსაც სამუზეუმო დარბაზების მაგივრად გამოვიყენებთ და ხელოვნების ნიმუშებს წარვუდგენთ უფრო ფართო აუდიტორიას. ანუ, იმ მთლიან სივრცეს, რაც ქალაქში არსებობს, რაც შეადგენს ჩვენს გარემოს, რაშიც ვცხოვრობთ, ვიზრდებით და ვვითარდებით, გამოვიყენებთ სამუზეუმო-საგამოფენო სივრცედ და ხელოვნებას მივიტანთ ხალხამდე, როგორც სახლში, ადამიანისთვის ადვილად აღსაქმელ და შეჩვეულ გარემოში. ასე გადაიქცევა ხელოვნება ყველა ჩვენგანის ყოველდღიურობის ნაწილად, ქალაქი გახდება კიდევ უფრო ცოცხალი, მრავალფეროვანი და საინტერესო.

თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია კი უფრო ეფექტურად მოხდება, რაც ასე საჭიროა როგორც არტისტებისა და კულტურის სფეროს განვითარებისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

 

თუ შეიძლება მოგვიყევით ფონდის საქმიანობასა და მის ძირითად მიზნებზე.

(ელენე): როგორც ლიკამ აღნიშნა, ფონდის შექმნის მიზანი იყო, გაჩენილიყო თანამედროვე ხელოვნებაზე მიმართული ინსტიტუცია, რომელიც ახალი სიტყვა იქნებოდა ქართულ სახელოვნებო სცენაზე. ეს მოდელი მოიცავს თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების განთავსებას ქალაქის გარშემო სხვადასხვა უბანში. ფონდი ერთდროულად რამდენიმე გამოწვევას პასუხობს. პირველ რიგში, ხელოვანებისთვის ქმნის უპრეცედენტო შესაძლებლობებს, იმუშაონ დიდ მასშტაბზე. სხვა შემთხვევაში იშვიათად ეძლევათ ასეთი შანსები სივრცისა და ფინანსების ნაკლებობის გამო. ამავდროულად, აბსოლუტურად ახალ აუდიტორიასა და კონტექსტზე მუშაობის საშუალება ეძლევათ.

ამავდროულად, ფონდის ამოცანაა ქალაქის ქსოვილის გადააზრება მოხდეს, კულტურული ტრაექტორია გაფართოვდეს და არ იყოს მხოლოდ ცენტრში კონცენტრირებული. ამ პროექტების მეშვეობით თბილისში ახალი კულტურული მიმართულებები იქმნება, რომელიც საინტერესო და მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ამგვარად, იზრდება თანამედროვე ხელოვნების ხელმისაწვდომობა, ასიათასობით ადამიანი ხდება თითოეული ნამუშევრის დამთვალიერებელი, ზოგისთვის ეს შეიძლება სულაც პირველი შეხება იყოს თანამედროვე ხელოვნებასთან. ეს ნამდვილად დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა.

 

 

გვესაუბრეთ საჯარო ხელოვნების ფონდის მიმდინარე პროექტებზე.

(ელენე): ფონდი არის გრანტის გამცემი ორგანიზაცია, რაც გულისხმობს, რომ ყველა შერჩეულ ლოკაციაზე ინსტიტუცია აცხადებს კონკურსს და ყველა ხელოვანს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა. თითოეულ კონკურსს აქვს წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტი და მოცემულია ტექნიკური დეტალები, თემა ყოველთვის თავისუფალია და მოთხოვნაა, რომ შემოთავაზებული იდეა ეხმიანებოდეს ადგილს. თითოეულ კონკურსს აფასებს ჟიური, რომელიც შედგება როგორც ფონდის, თბილისის საკრებულოს და თბილისის მერიის წარმომადგენლებისგან, ასევე მოწვეული, დამოუკიდებელი წევრებისგან. ეს ადამიანები ყოველთვის თანამედროვე ხელოვნების სცენის წარმომადგენლები არიან. ამგვარად, მიზანია, რომ მაქსიმალურად დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს. წელს 5 კონკურსი ჩატარდა და გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

ანა ჩორგოლაშვილის პროექტი „ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, ქართული ორნამენტი“, მეტრო 300 არაგველი, ზედა ვესტიბიული;

დავით ნათიძე, საავტორო პროექტით „წინააღმდეგობა“, ავლაბრის მოედანი;

ნატო ბაგრატიონი საავტორო პროექტით „ყვავილები ყველასთვის ხელმისაწვდომია“, ალ. გობრონიძის 1, გლდანი;

გიორგი ხანიაშვილი საავტორო პროექტით „დროის ნაწნავები“, ზაარბრიუკენის მოედანი; საუნდ არტის კონკურსში, რომელიც მეტრო რუსთაველის ესკალატორზე დაიკვრება, გამოვლინდა სამი გამარჯვებული: „პლაზმა პლატფორმა“ ნინო დავაძის ნამუშევრით „ტყე სიზმარი“, „კუბი კონტექსტში“ თორნიკე მარგველაშვილის ნამუშევრით „ხმოვანი ქანდაკება – შესაძლო სამყაროები“ და ნიკა ჯაფარიძის საავტორო ნამუშევარი „ესკალატორი“.

 

მოგვიყევით ფონდის სამომავლო გეგმებზე.

(ელენე): 2024 წელს გეგმაში გვაქვს ახალ ლოკაციებზე კონკურსების გამოცხადება, რომელიც სხვადასხვა სახელოვნებო დისციპლინას მოიცავს და მეტ ხელოვანს მისცემს შესაძლებლობას, განახორციელოს თავისი უპრეცედენტოდ მასშტაბური იდეები. ასევე, გვექნება აქტიური საჯარო პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც ბაღის ასაკის ბავშვებს, ასევე სკოლის მოსწავლეებსა და ზრდასრულებს და ძალიან საინტერესო ანალიზს გაუკეთებს ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს.

 

(ლიკა): ასევე, გეგმაშია ქალაქში ქანდაკებების პარკი გავაჩინოთ, სადაც ადგილობრივი თუ ჩამოსული სტუმარი ერთად თავმოყრილ ნამუშევრებს ნახავს მუდმივი ექსპოზიციის სახით. პარკი, როგორც ქანდაკებების ღია მუზეუმი, ბევრ განვითარებულ ქალაქში არსებობს და ჩვენი ქალაქიც შეურთდება მათ რიგებს.

ნამუშევრები, რომლებიც ჩვენი კონკურსების მეშვეობით შეიქმნება და პირველ ეტაპზე, ქალაქის საჯარო სივრცეში დროებით განთავსდება, რაღაც დროის შემდეგ უკვე ზემოთ აღნიშნულ პარკში გადავა და პერმანენტულ ექსპოზიციაში დაიდებს ბინას.

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის
Health & Beauty

#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 22, 2025
#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე
OK! კულტურა

#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

June 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! იცოდე დროულად – ეს შენი ძალაა!

#OK! იცოდე დროულად – ეს შენი ძალაა!

October 5, 2022
#OK! ქეთი ბაქრაძე გირჩევთ

#OK! ქეთი ბაქრაძე გირჩევთ

March 6, 2022
#OK! 5 მსახიობი, რომლებიც “კარიბის ზღვის მეკობრეებში” უილ ტერნერის როლზე განიხილებოდნენ

#OK! 5 მსახიობი, რომლებიც “კარიბის ზღვის მეკობრეებში” უილ ტერნერის როლზე განიხილებოდნენ

May 25, 2021
OK! Breaking News – ჯეი ლო და ბენ აფლეკი ერთად გამოჩნდნენ

OK! Breaking News – ჯეი ლო და ბენ აფლეკი ერთად გამოჩნდნენ

May 20, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

June 18, 2025
#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?

#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?

June 23, 2025
#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

June 20, 2025
#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 22, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები