• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! აღმოაჩინე ულამაზესი ქუთაისი სასტუმრო Hill Hotel Kutaisi-ში

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ქუთაისი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი და გამორჩეული ქალაქია თავისი ღირსშესანიშნაობებით, სტუმარმასპინძლობითა და უგემრიელესი სამზარეულოთი. ამის ნათელი მაგალითია სასტუმრო Hill Hotel Kutaisi, რომელიც ნებისმიერ სტუმარს თავს ისე აგრძნობინებს, როგორც საკუთარ სახლში და ამავდროულად უგემრიელესი კერძებით უმასპინძლდება. თავიდან იყო ჩანაფიქრი, რომ ტიპურ, ძველი სტილის სახლში ახალგაზრდა ცოლ-ქმარს და სამ შვილს ეცხოვრათ. თუმცა სახლის ადგილზე ლამაზი, სამსართულიანი სასტუმრო გაჩნდა.

14 ოთახი გემოვნებიანი და დახვეწილი დიზაინით, დიდი ტერასა ქუთაისის უმშვენიერესი ხედებით, კომფორტული და მყუდრო გარემო, ბაგრატის ტაძარი გვირგვინივით რომ ადგას თავზე და შორიდან გელათიც ფონს ულამაზებს, მართლაც ულამაზესია ნებისმიერი ტიპის წვეულებისთვის, არ ინანებთ, თუ ეწვევით.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სასტუმრო „ჰილს“ სხვებისგან გამოარჩევს და თვალში მოგხვდებათ, არის ის, რომ იგი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე, მათ შორის ნომერში სველი წერტილით.

მასპინძლები მაგდა და შოთა ექიმები არიან, სამი შვილი ჰყავთ და საზღვარგარეთ სწავლის შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდნენ. ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, OK! Decor Book-ი სასტუმროს დამფუძნებელს, შოთა ოჩიგავას პირადად ესაუბრა.

 

 

 

ბატონო შოთა, უპირველესად სასტუმრო Hill Hotel Kutaisi-ს დაფუძნების ისტორია გაგვაცანით.

რამდენიმე წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად. დაბრუნების შემდეგ კი შევიძინეთ სახლი, სადაც გვსურდა, რომ ოჯახს ერთად გვეცხოვრა. თუმცა გაჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა საოჯახი ტიპის სასტუმრო, სადაც ამავდროულად ვიცხოვრებდით. თუმცა მოგვიანებით გადავწყვიტეთ ამ იდეისთვის უფრო ფართო გზა მიგვეცა და მეგობრების რჩევით მივედით ბანკში, დაფინანსების შემდეგ კი ავაშენეთ სასტუმრო, რომელიც საზოგადოების წინაშე Hill Hotel Kutaisi-ს სახელით 2022 წლის მაისიდან წარდგა.

 

რამდენ ოთახს მოიცავს სასტუმრო?

სასტუმრო შედგება 14 ოთახისგან, მათ შორისაა შშმ-პირებისთვის ადაპტირებული ნომერიც. სრულად ვიღებთ 31 ადამიანს.

ჩვენს მომსახურებაში ასევე შედის საუზმე, რომელიც შედგება შვედური კერძებისგან, მალე დაგვემატება ვახშამიც. ყველა ოთახი მოიცავს სველ წერტილსა და აივნებს. სტუმრებს ასევე ხვდებათ პირადი ჰიგიენური მოხმარების ნივთები, ასე რომ, ჩვენთან ყველაფერია, რაც კომფორტული დასვენებისთვის აუცილებელია.

სასტუმრო ასევე მოიცავს 150 კვ.მ. ტერასას, რომელიც გადაჰყურებს ქალაქის ულამაზეს ხედებს, ბაგრატს, გელათს. აქ ძალიან მალე მოეწყობა კაფე-ბარი, რადგან სასტუმროში ჩვენი სტუმრებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. აქ უკვე შევთავაზებთ ტრადიციულ ქართულ კერძებსა და ღვინოსთან დასაგემოვნებელ დაფებს.

 

 

სასტუმროს ინტერიერზეც გვიამბეთ.

თავდაპირველად მინდა ვახსენო, რომ სასტუმრო არის სამვარსკვლავიანი. პირველ სართულზე მდებარეობს რესეფშენი, სამზარეულო, სასადილო, მოსაცდელი სივრცე სტუმრებისთვის, ოთახები, სადაც ჩვენი სტუმრები განთავსდებიან და ტერასა, რომელიც, როგორც აღვნიშნე, გულგრილს არავის ტოვებს თავისი ულამაზესი ხედებით.

 

სად მდებარეობს სასტუმრო?

სასტუმრო მდებარეობს გორაზე, ვაჟა ფშაველას 40 ნომერში.

 

როგორია სასტუმროს სამომავლო გეგმები?

სულ მალე დასრულდება მარნის მშენებლობა და ძალიან ხშირად გავმართავთ ღვინის დეგუსტაციებს. ასევე, როგორც აღვნიშნე, გვექნება კაფე-ბარი ტერასის ტერიტორიაზე, რომელიც სტუმრებს უგემრელესი კერძებითა და სასმელებით უმასპინძლებს.

 

ასევე გაეცანი

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! 13 ორიგინალური იდეა საახალწლო საჩუქრების შესაფუთად
Décor

#OK! 13 ორიგინალური იდეა საახალწლო საჩუქრების შესაფუთად

December 9, 2025
#OK! კარგი დიზაინი იქ იწყება, სადაც ჩნდება სირთულე – ინტერვიუ ანა ჯიქიასთან
Décor

#OK! კარგი დიზაინი იქ იწყება, სადაც ჩნდება სირთულე – ინტერვიუ ანა ჯიქიასთან

October 20, 2025
#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
Décor

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მისტერ ბიგის დაბრუნება Sex and the City-ში!

#OK! მისტერ ბიგის დაბრუნება Sex and the City-ში!

August 9, 2021
#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა

#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა

November 12, 2025
#OK! კიმ კარდაშიანი კენდალ და კაილი ჯენერებთან ერთად Givenchy-ს ახალ კოლექციას არეკლამებს!

#OK! კიმ კარდაშიანი კენდალ და კაილი ჯენერებთან ერთად Givenchy-ს ახალ კოლექციას არეკლამებს!

March 8, 2021
#OK! მეგან მარკლსა და პრინც ჰარის მეტი შვილი აღარ ეყოლებათ

#OK! მეგან მარკლსა და პრინც ჰარის მეტი შვილი აღარ ეყოლებათ

July 15, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ერთი მოწეული სიგარეტი სიცოცხლის ხანგრძლივობას 20 წუთით ამცირებს

#OK! ერთი მოწეული სიგარეტი სიცოცხლის ხანგრძლივობას 20 წუთით ამცირებს

February 8, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 10, 2026
#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

February 7, 2026
#OK! Dior-ის გაყიდვები 10%-ით გაიზრდება – ანალიტიკოსების პროგნოზი

#OK! Dior-ის გაყიდვები 10%-ით გაიზრდება – ანალიტიკოსების პროგნოზი

February 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები