• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! ისრაელის თავდაცვის ძალები – ქალები, რომლებმაც ისტორია შეცვალეს

October 20, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ომი ისრაელსა და პალესტინას შორის უკვე წლებია გრძელდება. წელს ეს დაპირისპირება 7 ოქტომბერს დაიწყო. ამ დროისთვის,1400 ებრაელია დაღუპული, მათ შორის 289 ჯარისკაცია.

ისრაელი იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის არმიაშიც ქალები ათწლეულებია მსახურობენ.

ისრაელის სამხედრო სამსახურის სტატისტიკის მონაცემებით, 1962-2016 წლებში, ქვეყნის სამსახურს 535 ქალი შეეწირა.

მათ სახელებს მსოფლიო აუცილებლად უნდა იცნობდეს. Ok! კი შეეცდება, რამდენიმე მათგანის ისტორია მოგიყვეთ.

შოშანა ვერნერი

შოშანა ვერნერი 1910 წელს ლვოვში, პოლონეთში დაიბადა. იგი 1933 წელს წავიდა პალესტინაში და შეუერთდა მიწისქვეშა გასამხედროებულ ორგანიზაციას Haganah.

მეორე მსოფლიო ომის დროს შოშანა იყო პირველი ქალთა შორის, ვინც შეუერთდა ბრიტანეთის დამხმარე ტერიტორიულ სამსახურს. იყო სამხედრო მეთაური ღაზაში, ეგვიპტესა და სირიაში.

ისრაელის დაარსების და ისრაელის თავდაცვის ძალების ქალთა კორპუსის ჩამოყალიბების შემდეგ, ვერნერი ქალთა სასწავლო ბანაკის პირველ მეთაურად აირჩიეს, ხოლო 1949 წელს იგი დააწინაურეს და ქალთა კორპუსის მეთაური გახდა.

1952 წელს სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, ვერნერი გაემგზავრა საფრანგეთში სოციალური საკითხების შესასწავლად, მოგვიანებით დაბრუნდა ისრაელში და იქ ქვეყნისთვის სოციალური საკითხების გადაჭრის სამსახურში ჩადგა.

შოშანა ვერნერი (მარცხნივ) და შოშანა გერშონოვიცი, ისრაელის თავდაცვის ძალების ქალთა კორპუსის ორი ადრეული ლიდერი, 1951 წლის 9 აპრილი.
ამირა დოტანი

ამირა დოტანი ჩვიდმეტი წლის განმავლობაში მსახურობდა ისრაელის თავდაცვის ძალებში. შეთავსებით ასრულებდა მენეჯმენტის, სარდლობისა და ლოჯისტიკის საკითხებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფუნქციებს, ვიდრე 1982 წელს ქალთა კორპუსის მეთაურ დაწინაურდებოდა.

ის იყო ქალთა კორპუსის პირველი მეთაური, რომელსაც მიენიჭა გენერლის წოდება. ქალთა კორპუსის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, დოტანმა მოიწვია მრავალი გამოჩენილი ფემინისტი აკადემიკოსი და საზოგადო მოღვაწე, მათ შორის მამაკაცი ოფიცრები, რათა ემსახურათ მრჩევლებად და ადვოკატებად და გაეძლიერებინათ ქალების წვლილი IDF-ში.

პენსიაზე გასვლის შემდეგ მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობები. იყო ბენ გურიონის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი, ებრაული სააგენტოს ოპერაციების ხელმძღვანელი და მედიაციის ცენტრის დამფუძნებელი.

IDF-ის ქალთა კორპუსის ყოფილი უფროსი ამირა დოტანი.
სუზი იოგევი

ებრაელი ემიგრანტების ქალიშვილი სტამბოლიდან, სუზი იოგევი, 1958 წლის 23 იანვარს დაიბადა.

იგი ისრაელის თავდაცვის ძალებში 1976 წელს შევიდა და გახდა IDF-ის ქალთა კორპუსის OC (ოფიცერი მეთაური) 2000 წელს. იოგევი მსახურობდა ქალთა კორპუსის OC-ად, ქალთა კორპუსის დაშლამდე, 2001 წელს.

ამ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, იოგევი მუშაობდა, რათა ქალი სამხედროებისთვის თანასწორუფლებიანი და ჯანსაღი გარემო შეექმნა. გენდერულად მგრძნობიარე საკითხებს კურირებდა. იოგევის სამხედრო მოღვაწეობის პერიოდი 2003 წელს დასრულდა.
სუზი იოგევი, თარიღი უცნობია.

ჩვენ სამი სხვადასხვა თაობის მებრძოლ ქალებზე გიამბეთ, სამივე მათგანს ის აერთიანებს, რომ საკუთარი ქვეყნისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ და სამშობლოს რწმენა არასდროს დაუკარგავთ.

მათ ისრაელის არმიის ფორმირებასა და ქალების უფლებების გაძლიერებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.

გაიგე მეტი: ისრაელიომისამხედროებიქალები

ასევე გაეცანი

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა
OK! News

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

January 13, 2026
#OK! ძველი ახალი წელი – ისტორია და ტრადიციები
OK! News

#OK! ძველი ახალი წელი – ისტორია და ტრადიციები

January 13, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები
OK! News

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

January 12, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები
OK! News

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

January 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ დავიკლოთ დღესასწაულზე მომატებული ზედმეტი კილოგრამები რამდენიმე დღეში

#OK! როგორ დავიკლოთ დღესასწაულზე მომატებული ზედმეტი კილოგრამები რამდენიმე დღეში

January 5, 2022
#OK! “იაკუძა ლაუნჯი” – ახალი აზიური გამოცდილება

#OK! “იაკუძა ლაუნჯი” – ახალი აზიური გამოცდილება

March 18, 2025
#OK! “მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ბრენდი მაქვს, არასდროს ვურჩევ ქალბატონებს ზედმეტად ბევრი პროდუქტი გამოიყენონ, როდესაც საქმე სახის კანს ეხება, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ” – რიანა

#OK! “მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ბრენდი მაქვს, არასდროს ვურჩევ ქალბატონებს ზედმეტად ბევრი პროდუქტი გამოიყენონ, როდესაც საქმე სახის კანს ეხება, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ” – რიანა

February 21, 2024
#OK! ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ჩემი სიყვარულით ნაშრომ-ნამოქმედარი სხვას მოსწონს

#OK! ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ჩემი სიყვარულით ნაშრომ-ნამოქმედარი სხვას მოსწონს

July 8, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ვარსკვლავების 10 ყველაზე სკანდალური კაბა

#OK! ვარსკვლავების 10 ყველაზე სკანდალური კაბა

January 8, 2026
#OK! ჰეილი ბიბერმა Victoria’s Secret-ის ფოტოსესიაში ჟიზელ ბიუნდჰენის ცნობილი ფოტო გაიმეორა

#OK! ჰეილი ბიბერმა Victoria’s Secret-ის ფოტოსესიაში ჟიზელ ბიუნდჰენის ცნობილი ფოტო გაიმეორა

January 9, 2026
#OK! სახლი, რომელიც ფილმის შექმნის შთაგონების წყაროდ იქცა

#OK! სახლი, რომელიც ფილმის შექმნის შთაგონების წყაროდ იქცა

January 8, 2026
#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

January 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები