• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! სილამაზის სალონი „კონტრასტი“ – ხარისხი და კომფორტი ერთ სივრცეში

July 12, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

გიამბობთ სილამაზის სალონ „კონტრასტის“ შესახებ, რომელიც მაისიდან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და საზოგადოებას სთავაზობს ყველა იმ საჭირო პროცედურას, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია ჩვენი ცხოვრება. სალონი აერთიანებს სალონურ და ესთეტიკურ მიმართულებას, ინიექციურ კოსმეტოლოგიას, კოსმეტოლოგიას, ლაზერულ ეპილაციას, როგორც სარელაქსაციო, ასევე ანტიცელულიტურ და სამკურნალო მასაჟს. ფრჩხილისა და თმის მოვლის პროცედურებს, ვიზაჟს, ბარბერს… მოკლედ, აქ ყველაფერია თავის მოვლისთვის. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გთავაზობთ ინტერვიუს დამფუძნებელ ელენე დარჯანიასთან, რომელმაც უფრო ვრცლად გვიამბო „კონტრასტის“ საქმიანობის შესახებ.

 

როგორც ვიცით, ახლახან გაიხსნა სალონი „კონტრასტი“. გაგვაცანით მისი საქმიანობა.

სილამაზის სალონი „კონტრასტი“ მაისის თვიდან შემოვიდა ქართულ ბაზარზე და მისი დამფუძნებლები მე, ელენე დარჯანია და ჩემი პარტნიორი – ნათია ჩაჩხიანი გახლავართ. პირველი სამუშაო დღე 17 მაისს, ხოლო ოფიციალური გახსნა 23 მაისს გვქონდა.

„კონტრასტი“ არის მრავალფუნქციური სალონი, სადაც ვაერთიანებთ ესთეტიკურ მომსახურებასაც და მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა ის პროცედურა შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერი ჩვენგანისთვის.

 

რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ საზოგადოებას?

როგორც უკვე აღვნიშნე, „კონტრასტს“ აქვს 2 მიმართულება, ესენია: სალონური და ესთეტიკური. ფუნქციონირებს: ინიექციური კოსმეტოლოგია, კოსმეტოლოგია, ლაზერული ეპილაცია, მასაჟი, როგორც სარელაქსაციო ასევე ანტიცელულიტური და სამკურნალო. ფრჩხილისა და თმის მოვლის პროცედურები, ვიზაჟი, ბარბერი… მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა ის მომსახურება გავაერთიანოთ ერთ სივრცეში, რაც შესაძლოა სურდეს ადამიანს.

 

გვესაუბრეთ გუნდზე.

კადრების შერჩევისას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებდი მათ გამოცდილებას. თითოეული მათგანი არის მაღალკვალიფიციური, მათი სამუშაო გამოცდილების ყველაზე მცირე პერიოდი არის მინიმუმ 8 წელი. ისინი მუშაობდნენ როგორც თბილისის წამყვან სალონებსა და ესთეტიკის ცენტრებში, ასევე თურქეთში, ბაქოში, უკრაინაში. მათ ასევე მასტერკლასები აქვთ გავლილი სხვადასხვა ქვეყანაში. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ თითოეული ჩვენი კადრი საკუთარი საქმის პროფესიონალია.

მიუხედავად იმისა, რომ არ არის დიდი დრო გასული მას შემდეგ, რაც სალონი გავხსენით, მოვახერხეთ ის, რომ ისინი გადაგვემზადებინა და თვის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით რამდენიმე მასტერკლასი ჩავატარეთ.

 

სად მდებარეობს სალონი?

სილამაზის სალონი „კონტრასტი“ მდებარეობს ბერი გაბრიელ სალოსის 3 ნომერში.

ჩვენი მთავარი მიზანი იყო მაქსიმალურად მაღალი დონის მომსახურება შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისთვის არაცენტრალურ უბანში, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მაღალხარისხიანი მომსახურება არის ქალაქის ცენტრში და გარეუბნების მცხოვრებლებს ყოველთვის უწევთ საკმაოდ დიდი მანძილის გავლა. ასე რომ, ჩვენი კონცეფცია და მთავარი მიზანი არის ის, რომ ადამიანებს თბილისის შემოგარენსა და გარეუბნებში სხვადასხვა სახის პროცედურები შევთავაზოთ.

ვის შეუძლია ისარგებლოს „კონტრასტის“ მომსახურებით?

იქიდან გამომდინარე, რომ „კონტრასტი“ აერთიანებს ბევრ სხვადასხვა მიმართულებას, შემიძლია ვთქვა, რომ არის ყველასთვის – ქალებისთვის, მამაკაცებისთვის, ბავშვებისთვის, თინეიჯერისთვის, ასაკიანისთვის, ახალგაზრდისთვის, ანუ ყველა ადამიანს შეუძლია მიიღოს მომსახურება და იგრძნოს კონტრასტი ჩვენთან სტუმრობის შემდეგ.

 

გვესაუბრეთ პროდუქციაზე, რომელსაც მომხმარებლებთან იყენებთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს, შესაბამისად, ძალიან დიდი შერჩევისა და განხილვის შედეგად შევარჩიეთ პროდუქტები.

საბოლოოდ შევარჩიეთ პროდუქცია, რომელიც არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზარზე წამყვანი ევროპული და ამერიკული ბრენდები.

წარმოდგენილი პროდუქცია, სრულად რაც ეხება კანს, სკალპს, ფრჩხილს, არის მაქსიმალურად უსაფრთხო და ანტიალერგიული, დანამატებისა და პარაფინების გარეშე. რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებელი.

რაც შეეხება აპარატურას, ყველაფერი არის იაპონური და ევროპული წარმოების. სტერილიზაცია ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად, უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია ჩვენთან.

როგორია სალონის სამომავლო გეგმები?

ვფიქრობ, რომ ძალიან ტრამპლინური დასაწყისი გვქონდა, მაგრამ ჯერ ძალიან პატარები ვართ, მეორე თვეა, რაც ბაზარზე შემოვედით და, პირველ რიგში, ჩვენი მთავარი მიზანია, ეს სტარტი შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად შევაყვაროთ თავი მომხმარებელს. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გავიზარდოთ და გავიდეთ თბილისის ბევრ უბანში, ავითვისოთ გარეუბნები.

ვფიქრობ, სამომავლო გეგმებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა და უმთავრესი მიზანი არის შევინარჩუნოთ ის ხარისხი, რაც ახლა გვაქვს.

ასევე გაეცანი

#OK! ზაფხულის მაკიაჟის ტენდენციები ეკა ჩანჩიბაძისგან
Health & Beauty

#OK! ზაფხულის მაკიაჟის ტენდენციები ეკა ჩანჩიბაძისგან

August 8, 2025
#OK! კანის მაშველები – სიმართლე, რომელიც რუჯთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ
Health & Beauty

#OK! კანის მაშველები – სიმართლე, რომელიც რუჯთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ

August 7, 2025
იცოდით?
Health & Beauty

იცოდით?

August 7, 2025
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავას სარედაქტორო
Health & Beauty

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავას სარედაქტორო

August 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “მის აშშ – 2019” 30 წლის ასაკში გარდაიცვალა: ჩესლი კრისტი ერთ-ერთი შენობის ფანჯრიდან გადახტა

#OK! “მის აშშ – 2019” 30 წლის ასაკში გარდაიცვალა: ჩესლი კრისტი ერთ-ერთი შენობის ფანჯრიდან გადახტა

January 31, 2022
OK! ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა – ჰოლივუდის გამორჩეულად სოლიდური და იდუმალი წყვილი

OK! ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა – ჰოლივუდის გამორჩეულად სოლიდური და იდუმალი წყვილი

October 31, 2022
#OK! რის გამო უჩივლებს დედოფალი ელიზაბეტი პრინც ჰარისა და მეგან მარკლს სასამართლოში?

#OK! რის გამო უჩივლებს დედოფალი ელიზაბეტი პრინც ჰარისა და მეგან მარკლს სასამართლოში?

August 24, 2021
#OK! გამორჩეული ჯილდო

#OK! გამორჩეული ჯილდო

December 2, 2023

კვირის ჰიტები

#OK! მაიკლ ჯექსონის წინდები აუქციონზე 6,2 ათას ევროდ გაიყიდა

#OK! მაიკლ ჯექსონის წინდები აუქციონზე 6,2 ათას ევროდ გაიყიდა

August 2, 2025
#OK! ვინ დგას ჰოლივუდის ვარსკვლავების სილამაზის უკან?

#OK! ვინ დგას ჰოლივუდის ვარსკვლავების სილამაზის უკან?

August 4, 2025
#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს

#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს

August 8, 2025
#OK! „წონა 41 კილოგრამამდე შემცირდა“ – კენსინგტონის სასახლემ ქეით მიდლტონის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

#OK! „წონა 41 კილოგრამამდე შემცირდა“ – კენსინგტონის სასახლემ ქეით მიდლტონის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

August 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები