OK health and beauty გაგაცნობთ სილამაზის სალონს Sunmoon და ტანსაცმლის ბუტიკს Raazmoon-ს. ეს ყველაფერი კი გაერთიანებულია ერთ სივრცეში, სადაც სილმაზისა და მოდის სფერო ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. აქ მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ხარისხიანი მომსახურება, შეარჩიოს სამოსი და ასე გამოხატოს თავისი ინდივიდუალური სტილი. თუ რატომ გადაწყვიტეს საქართველოში ცხოვრება და რა მიზნები აქვთ, ამის შესახებ მოდის დიზაინერი რაზმუნი და თმის სტილისტი ჰანისანი გვესაუბრნენ.
უპირველესად, გაგვეცანით და მოგვიყევით, რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში კომპანიის შექმნა?
(რააზმუნი): მადლობა დაინტერესებისთვის. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება. მე ვარ რაზმუნი, მოდის დიზაინერი, ხოლო ჩემი პარტნიორი Hanisun, პროფესიონალი ვიზაჟისტი, თმის კოლორისტი და სტილისტია. ჩვენ ერთად გადაწყვიტეთ შეგვექმნა ჩვენი კომპანია საქართველოში. თავდაპირველად ჩვენ ვეძებდით ადგილს, რომელიც მოგვცემდა თავისუფლებას, ჩვენი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას და ამასთანავე, ზრდის საშუალებას. თბილისმა თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და დინამიკური მოდის ინდუსტრიით მაშინვე დაიპყრო ჩვენი გული. ვფიქრობთ, თბილისი გახდა აღმოსავლეთ ევროპის ახალი დედაქალაქი და კრეატიულობის შუქურა. ეს ქალაქი არის ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენის ადგილი, ქართველმა მოდის დიზაინერებმა მსოფლიო მოდის ყურადღება მიიპყრეს. ამ ყველაფერზე მეტყველებს თბილისის ქუჩის მოდა, რომელიც შთაგონებულია ინოვაციითა და შემოქმედებითი სულით.
ჩვენი ყურადღება საქართველოში მაშინვე მიიპყრო ახალგაზრდა თაობის ენერგიამ და ენთუზიაზმმა, რომლებიც გარდაქმნიან მოდის ინდუსტრიას ახალი, უნიკალური იდეებით. ენერგიული ატმოსფერო და თბილისის პროგრესული აზროვნება შესანიშნავი პლატფორმაა ჩვენთვის, რომ გამოგვხატოთ ჩვენი ხედვა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მოდის ინდუსტრიის განვითარებაში.
ჩვენ მადლიერები ვართ, რომ ამ ქალაქმა თბილად მიგვიღო. მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ქართველი ხალხისგან ვგრძნობთ. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ქართველ მხატვრებთან, დიზაინერებთან და ვიმედოვნებთ, წინ საინტერესო კოლაბორაციები გელით. მომავალი გვაძლევს იმის შანსს, რომ დავტოვოთ წარუშლელი კვალი თბილისის გავლით მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში.
რას სთავაზობთ საზოგადოებას?
(ჰანისან): სილამაზის სალონი და ჩვენი ტანსაცმლის ხაზი ჰარმონიულად არის თანხვედრაში და ერთმანეთს კარგად ავსებს. ჩვენ გვინდოდა საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა როგორც მაღალი ხარისხის ბრენდული კოსმეტიკა და თმის მოვლის სერვისები, ასევე ტანსაცმელი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს უნიკალურ იდენტობას. სწორედ ასე იქცა Sunmoon ადგილად, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს უნაკლო სილამაზის სერვისები, ხოლო Razmoon ტანსაცმლის ბუტიკი, რომლის სამოსი გაძლევთ საშუალებას გამოხატოთ თქვენი ინდივიდუალობა.
სილამაზის სალონ Sunmoon-ში ჩვენ გთავაზობთ თმის სტილისტის სრულ მომსახურებას, გარდა ამისა, მანიკიური, პედიკიური, წარბების კორექცია, წამწამების დაგრძელება და მეიკაპი.
აქ მოსული ადამიანი იგრძნობს, რომ მასზე პროფესიონალები ზრუნავენ. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვიყენებთ პრემიუმკლასის ბრენდების პროდუქციას.
ჩვენი მიზანია, ხარისხიან მომსახურებასთან ერთად შევქმნათ კომფორტული გარემო, სადაც ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ დაისვენონ და განიტვირთონ.
(რააზმუნ): Raazmoon-ში ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ მართლაც უნიკალურ გამოცდილებას. ჩვენი მთავარი სლოგანია Blow in the Dark – იკაშკაშე სიბნელეში, ეს ასახავს ჩვენს ვალდებულებას, გამორჩეულობასა და ინდივიდუალობას.
ჩვენ ვამზადებთ კონკრეტულ კოლექციას განსაკუთრებული, უნიკალური და მდიდრული ქსოვილების გამოყენებით, რომლებიც დახვეწილობას გამოხატავს.
ვფიქრობთ, რომ მოდა არ არის მხოლოდ, ატარო სამოსი, ეს არის ადამიანის იდენტობისა და პირადი სტილის გამოხატვა. გვჯერა, რომ თითოეული ინდივიდი იმსახურებს, ბრწყინავდეს. სწორედ ამიტომ, Raazmoon-ში მზად ვართ დავეხმაროთ ჩვენს მომხმარებლებს საკუთარი სტილის პოვნაში და შევთავაზოთ მათ კომფორტული და დახვეწილი სამოსი.
რატომ აირჩიეთ სახელი sunmoon?
(ჰანისან): ჩემი სახელია haniSun, Sun- მზეს ნიშნავს, ჩემი პარტნიორის სახელი კი RaazMoon moon-მთვარეს, ჩვენი სახელების ბოლო ნაწილის კომბინაციით კი მივიღეთ SunMoon. ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა სახელი, რომელიც არა მხოლოდ ასახავს ჩვენს ინდივიდუალურობას, არამედ ჰარმონიისა და ერთიანობის სიმბოლოა.
მზე ნიშნავს სითბოს, ენერგიასა და სიკაშკაშეს, რაც შეესაბამება ჩვენი კლიენტების შინაგან სილამაზეს. მთვარე კი წარმოადგენს სიმშვიდეს, იდუმალებასა და ტრანსფორმაციას, რაც ასახავს ჩვენს სწრაფვას ჰარმონიისკენ. საერთო ჯამში კი sunmoon-ში არის მშვიდი გარემო, სადაც ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ განიტვირთონ და იყვნენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.
რა გამოარჩევს Raazmoon-ს ბაზარზე?
წარმოიდგინეთ, სამყარო, სადაც თქვენი გარდერობი არ არის მხოლოდ ტანსაცმლის კოლექცია, არამედ თქვენი შინაგანი სურვილების, მისწრაფებებისა და ინდივიდუალობის ანარეკლია. Raazmoon-ში გეპატიჟებით, რომ იმოგზაუროთ ამ სამყაროში და დაიწყოთ თვითგამოხატვა. ჩვენ ვართ მეტი, ვიდრე მოდის დიზაინერები, ჩვენ ვქმნით სამოსს, რომელიც გამოხატავს თქვენს ნამდვილ მეს. თითოეულ ადამიანს აქვს ისტორია, თავისი სათქმელი და ჩვენ სწორედ ამის საშუალებას ვაძლევთ მათ. ჩვენ ვქმნით გამოცდილებას, რომელიც აღნიშნავს თქვენს ავთენტურობას და საშუალებას გაძლევთ, გამოხატოთ თქვენი ნამდვილი თავი სტილის ენით.
ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ ხარისხს და გთავაზობთ ლიმიტირებულ კოლექციას, რომელიც ზუსტად არის მორგებული ჩვენი მომხმარებლების გემოვნებასა და ოცნებებზე. როდესაც ირჩევთ Raazmoon-ს, თქვენ უბრალოდ არ ყიდულობთ სამოსს, თქვენ ატარებთ ხელოვნების ნიმუშს, რომელიც შექმნილია თქვენთვის.
შემოგვიერთდით საკუთარი თავის აღმოჩენის ამ არაჩვეულებრივ მოგზაურობაში, სადაც თქვენ მთავარი გმირი ხართ.