უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში ამჯერად ლეგენდარული სუპერმოდელის ქეით მოსის 20 წლის ქალიშვილი და მისი ინტერესის ობიექტია. თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ტოპმოდელი 22 წლის იონი ჰილბერტზს ხვდება. იონი არ ეკუთვნის ჰოლივუდის ვარსკვლავების ოჯახს, თუმცა მას საკმაოდ წარმატებულჯ კარიერა აქვს მოდის ინდუსტრიაში, თუმცა, არა როგორც მოდელს, არამედ როგორც მარკეტერს. ის ამჟამად მუშაობს Self Portrait-ში მოდის მარკეტინგის განხრით, მანამდე კი თანამშრომლობდა James Lakeland Ltd-სთან რამდენიმე თვის განმავლობაში.