• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ART DENTAL HOUSE – პროფესიონალებისგან შემდგარი ერთი დიდი ოჯახი

June 9, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

 

ორთოდონტული და ესთეტიკური სტომატოლოგიის ცენტრი ART DENTAL HOUSE პაციენტებს ხარისხიან მომსახურებას და სასიამოვნო გარემოს სთავაზობს. კლინიკა აღმაშენებლის გამზირის 7 ნომერში მდებარეობს და კვირის გარდა ყოველდღე ემსახურება პაციენტებს. დაწესებულება ორი წლის წინ სტომატოლოგებმა თიკო წითაძემ და ლუხუმი დოღონაძემ დააარსეს.

 

თიკო, გვიამბეთ დაწესებულების შესახებ.

კლინიკის დაარსებიდან ორი წელი გადის. თითოეულ დეტალზე ყურადღებით ვიმუშავეთ: გარემო, ინტერიერი, დიზაინი, მომსახურების სერვისი. გვაქვს ყველა სერვისი, მათ შორის ბავშვთა სტომატოლოგია, მათი ასაკის შესაბამისი გარემოთი. ამ დროის მანძილზე კმაყოფილი პაციენტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ისინი ხარისხიან მომსახურებას იღებენ და როდესაც სასურველ შედეგს თითოეული მათგანი ხედავს, შემდეგ მათი ახლობლები, სანაცნობოც მოდის. ჩვენი მთავარი მიზანია სწორად და კარგად ვუმკურნალოთ პაციენტს. ცხადია, სრული დატვირთვით ვმუშაობთ.

ვცდილობთ სტომატოლოგიური მანიპულაციები მაქსიმალურად თანამედროვე სტანდარტებით განვახორციელოთ. ამაში ხელს გვიწყობს, რა თქმა უნდა, აპარატურა და შესაძლებლობა გვეძლევა ბევრი სიახლე შევთავაზოთ დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ მომხმარებლებს.

 

 

კონკრეტულად რა სიახლეები გაქვთ?

დიაგნოსტიკური თვალსაზრისით, 3D ტომოგრაფიის აპარატი გვაქვს, რომლითაც თავის სრულად გადაღებაა შესაძლებელი. ამ დროს ზუსტი დიაგნოზის საშუალება გვეძლევა. ასევე გვაქვს მიკროსკოპი, რომლის საშუალებით არხის მკურნალობა სრულფასოვნად ხორციელდება. ანესთეზიის ისეთი საშუალებები გვაქვს, რომ პაციენტმა ნაკლები ტკივილი იგრძნოს.

 

გვიამბეთ მომსახურების სერვისებზე.

პირველ რიგში, დაბალ ხარისხზე არ ვმუშაობთ, პრემიუმ ხარისხი გვაქვს. პირის ღრუსა და სტომატოლოგიის მომსახურების მხრივ ადგილზე გვაქვს ყველანაირი მომსახურება: იმპლანტოლოგია, ორთოპედია, თერაპია, ქირურგიული განყოფილება, ორთოდონტია.

ასევე ადგილზე გვყავს ალერგოლოგი, შესაბამისად პაციენტს სინჯის გასაკეთებლად კლინიკიდან სხვაგან არ უწევს გასვლა.

ყველა მომსახურება ადგილზე გვაქვს. და რაც მთავარია, ტარიფიც ხელმისაწვდომია. მაქსიმალურად საშუალო ფასებზე ვმუშაობთ, რათა საშუალო სეგმენტმა ხარისხიანი მომსახურების მიღება შეძლოს. გარდა ამისა, პაციენტებს თავიდან შიშის განცდა აქვთ, მაგრამ მაქსიმალურად ვეხმარებით მათ ამ შიშის დათრგუნვაში. პაციენტი დაწესებულების კარს რომ შემოაღებს, ვერ გრძნობს, რომ კლინიკაშია, აქ სასიამოვნო, საინტერესო გარემო და ინტერიერია. ყველა დეტალი გავითვალისწინე და ვფიქრობ, შედეგი გვაქვს. ექიმები ისე უდგებიან პაციენტს, შიშის ფაქტორს უხსნიან. ჩვენთვის ყველაზე მთავარია პაციენტი. მათი კმაყოფილების ფონზე თავდაჯერებულები ვართ. თითოეული მათგანის კომპლიმენტი მნიშვნელოვანია. ეს იგრძნობა დამოკიდებულებით, მომართვიანობით და ნდობით. წარმოიდგინეთ, მადლიერების ნიშნად სხვადასხვა საჩუქარსაც კი გვიკეთებენ. ძალიან საინტერესოა მათი ემოცია, სარკეს რომ ვაჩვენებთ და შედეგს ხედავენ. ცხადია, კმაყოფილებას ვერ ფარავენ. კლინიკაში შემოსვლისთანავე პაციენტმა უნდა იგრძნოს, რომ მთავარი სწორედ ისაა. და მისი კეთილდღეობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ასე ვიქცევით და ასე გავაგრძელებთ. ჩემი მთავარი ამოცანაა, პაციენტის ინტერესები დაცული იყოს და არ დაზარალდეს.

 

რას გვეტყვით გუნდის შესახებ?

ვფიქრობ, საუკეთესო გუნდი ვართ. თითოეული მათგანი კვალიფიციური და საქმის პროფესიონალია. ვენდობით ერთმანეთს და აუცილებლად გვერდით ვუდგავართ თითოეულ კოლეგას. ყველაზე მეტ დროს სწორედ ერთმანეთის გვერდით ვატარებთ. ერთის სიხარული ყველას გვიხარია და იგივეა, როცა პირიქით ხდება. პროფესიონალებისგან შემდგარი ერთი დიდი ოჯახი ვართ და გულწრფელად მიხარია ასეთი დამოკიდებულება. თითოეულ მათგანს ძალიან ვაფასებ.

 

სამომავლო გეგმებზეც მოგვიყევით.

სამომავლოდ ზოგადი ანესთეზიის ქვეშ მანიპულაციების განხორციელებას ვგეგმავთ. ასევე სივრცე დავამატეთ და გავფართოვდით.

 

წარმატებისთვის რა არის საჭირო?

მონდომება და შრომა.

 

ქუთაისი რას ნიშნავს თქვენთვის?

ამ ქალაქზე ბევრის თქმა შეიძლება. ქუთაისი ძალიან მიყვარს და ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიითა და ურთიერთობებით.

 

ტექსტი: ნანა კუკულავა

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026
#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია
OK! Doctors

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

January 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ტეილორ ჰილი “ოსკარ დე ლა რენტას” უახლეს კამპანიაში: მოდელი Andres Linares-ის ობიექტივში

#OK! ტეილორ ჰილი “ოსკარ დე ლა რენტას” უახლეს კამპანიაში: მოდელი Andres Linares-ის ობიექტივში

February 21, 2022
#OK! კაია გერბერი Calvin Klein-ისთვის! მოდელი ბრენდის 80 ფუნტის ღირებულების შარვლით!

#OK! კაია გერბერი Calvin Klein-ისთვის! მოდელი ბრენდის 80 ფუნტის ღირებულების შარვლით!

March 31, 2021
#OK! გალერეა რუმ დიზაინი – ფრანგული წარმოების შპალერი თქვენი ინტერიერისთვის

#OK! გალერეა რუმ დიზაინი – ფრანგული წარმოების შპალერი თქვენი ინტერიერისთვის

November 11, 2022
#OK! ესკიზი – კულტურული თავშეყრის ადგილი თბილისში

#OK! ესკიზი – კულტურული თავშეყრის ადგილი თბილისში

September 3, 2022

კვირის ჰიტები

#OK! წლის რჩეული ოფთალმოლოგი ილონა წერედიანი

#OK! წლის რჩეული ოფთალმოლოგი ილონა წერედიანი

January 7, 2026
#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

January 7, 2026
#OK! მიკი რურკს ნაქირავები ბინიდან გამოსახლება ემუქრება

#OK! მიკი რურკს ნაქირავები ბინიდან გამოსახლება ემუქრება

January 7, 2026
#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

January 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები