• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! ინტერვიუ ინტერიერის დიზაინერ გვანცა გვაზავასთან

June 6, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

ინტერიერის დიზაინის სფეროს სპეციფიკური სირთულე აქვს, რადგან ის ადამიანის იდეების, სურვილებისა და მოთხოვნების სივრცეში გადმოტანას გულისხმობს. ჩვენმა რესპონდენტმა, გვანცა გვაზავამ, ერთი შეხედვით ჰობი, რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებდა, პროფესიად აქცია და ამ მხრივ საჭირო განათლება და გამოცდილება დააგროვა. როგორია პროექტზე მუშაობის პროცესი და რას სთავაზობს ის მომხმარებლებს, ამ და სხვა საინტერესო თემებზე უფრო ვრცლად გვანცა გვაზავამ ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა.

 

როდის და რატომ დაინტერესდით ამ პროფესიით?

ინტერიერის დიზაინი, როგორც მთელი ჩემი ცხოვრების პროფესია, საკმაოდ გვიან, სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ავირჩიე. პირველადი პროფესია, მონუმენტურ-დეკორატიული მხატვრისა, ჯერ კიდევ ბუნდოვან და პერსპექტივაში ნაკლებმოთხოვნილებად საგნად წარმომედგინა, ამიტომ ალტერნატიული საქმიანობის სფეროს ძებნა დავიწყე და სრულიად მოულოდნელად, ჩემგან დამოუკიდებლად, დიზაინამდე მივედი, როცა 2008 წელს ერთ-ერთ საპროექტო კომპანიაში არქიტექტორის თანაშემწედ დავიწყე მუშაობა. მალევე მივხვდი, რომ ეს სფერო, რომელიც მაშინ ჩემთვის ჯერ კიდევ ჰობის და გართობის საგანს წარმოადგენდა,  რეალურ პროფესიად უნდა მექცია და თბილისის სახელწიფო სამხატვრო აკადემიაში, ინტერიერის დიზაინის განხრით, მაგისტრატურაზე ჩავაბარე, რომელიც 2015 წელს დავამთავრე. აქედან მოყოლებული, დღემდე მუდმივი ზრდისა და განვითარების პროცესში ვარ.

 

 

რა იყო თქვენი მთავარი იდეა, როცა კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამდით?

მთავარი იდეა, ალბათ, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება და სრულყოფა იყო, თუმცა პირველი ნაბიჯები საკმაოდ რთული აღმოჩნდა. დავდექი უამრავი გამოწვევის წინაშე. პასუხისმგებლობა, რომელსაც ეს საქმიანობა დიზაინერს აკისრებს, საკმაოდ მძიმეა. დამკვეთის ფსიქოტიპის ამოცნობა, მისი გემოვნებისა და ხასიათის შესაბამისად მისთვის მიმზიდველი დიზაინის შექმნა და ამავდროულად, ინდივიდუალიზმის შენარჩუნება, ყველა დამწყები დიზაინერისთვის ურთულეს ამოცანას წარმოადგენს, თუმცა დროთა განმავლობაში ეს პროცესი იმდენად ბუნებრივად იქცა, რომ რაღაც პერიოდის შემდგომ, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ინსტინქტურად ვართმევ თავს.

 

 

როდის გამოჩნდით აქტიურად ბაზარზე?

სწავლის დასრულების შემდეგ ბევრი სამსახური შევიცვალე, თუმცა კერძო პრაქტიკა არასდროს შემიწყვეტია. პანდემიის დაწყებიდან საკმაოდ მალე მივხვდი, რომ მთელი ჩემი დრო ამ საქმიანობისთვის უნდა დამეთმო და, საჯარო თუ კერძო კომპანიებში მუშაობის ნაცვლად, ინდივიდუალურ შეკვეთებზე მემუშავა. იზოლაციის პერიოდში შევქმენი საკუთარი გვერდი, რომელზეც რეგულარულად ვათავსებდი ნამუშევრებს. ჩემმა აუდიტორიამ საკმაოდ სწრაფად დაიწყო ზრდა და მალევე გაჩნდა ბევრი პოტენციური დამკვეთი. ეს პროცესი დღემდე აღმავალ ფაზაშია და უკვე დიდი ხანია ვფიქრობ, ჩემს კერძო პრაქტიკას ოფიციალური სახე მივცე და ჩამოვაყალიბო კომპანია ახალგაზრდა, ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდების გუნდით.

 

გვიამბეთ, როგორია თქვენთვის ინტერიერის დიზაინზე მუშაობის პროცესი

ჩემს მთავარ პირობას დიზაინზე მუშაობის დროს წარმოადგენს მარტოობა და სიმშვიდე, ზედმეტი ადამიანების და კონტაქტების გარეშე. თვითონ ვიზუალიზაციის პროცესი სასურველია იყოს უწყვეტი. ერთი ამოსუნთქვით შექმნილი პროექტები ყოველთვის გამოირჩევა ჰარმონიულობით. ვიზუალიზაციიდან აქტიურ ფაზაზე გადასვლა შედარებით რთულია, რადგან იდეის ხორცშესხმა, რენდერების რეალობად ქცევა მთავარ ამოცანას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია ყოველი დეტალის გათვალისწინება, პროექტში არსებული მასალების რეალურად მოძიება, რემონტის პროცესის მუდმივი მეთვალყურეობა და მრავალი სხვა.

 

მომსახურება, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობთ…

ჩემი მომსახურება სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: პროექტირება (რომელშიც შედის პროექტის ტექნიკური მხარე), სრული დიზაინპროექტი, რომელიც თავისთავად მოიცავს პროექტირების ნაწილს, ვიზუალიზაციას და პროექტის რეალიზებასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ ნახაზებს. დაბოლოს, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მომსახურებასთან ერთად საავტორო ზედამხედველობა, რომელიც გულისხმობს პასუხისმგებლობას სრულ სარემონტო პროცესზე.

 

 

 

რას ითვალისწინებთ პროექტზე მუშაობისას?

პროექტზე მუშაობის პროცესში ორი ძირითადი ასპექტია გასათვალისწინებელი: ესთეტიკური და ტექნიკური მხარე. პირველად ამოცანას, როგორც ეს ზემოთ უკვე აღვნიშნე, წარმოადგენს დამკვეთის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა, მისი სურვილების ამოცნობა და, შესაბამისად, იმ ვარიანტის შეთავაზება, რაც მის გემოვნებას შეესაბამება, თუმცა აქ ერთი ძალიან დელიკატური საკითხია. უმნიშვნელოვანესია, სხვის გემოვნებაზე მორგების პროცესში არ დაკარგო საკუთარი თავი და ინდივიდუალური ხელწერა, რომელიც შემდგომში პროფესიონალად წარმოგაჩენს.

არანაკლებ საყურადღებოა პროექტის ტექნიკური მხარე. მნიშვნელოვანია დამკვეთის ბიუჯეტის რაციონალურად განსაზღვრა, რათა სწორად იქნეს შერჩეული დიზაინი, რისი მიხედვითაც ხდება შემდგომ რეალური სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების, ავეჯის თუ განათების შერჩევა.

 

რა არის თქვენი მთავარი ხელწერა, რაც ამ სფეროში სხვებისგან გამოგარჩევთ?

ჩემთვის, როგორც დიზაინერისთვის, უმნიშვნელოვანესი პირობაა ვიყო გულწრფელი და დამკვეთს შევთავაზო არა ტრენდული, თვალისთვის იოლად აღსაქმელი და ბრჭყვიალა დიზაინი, არამედ რაღაც ისეთი, რაც დროს გაუძლებს და მოდურობის და ტენდენციურობის მიღმა აქტუალური იქნება. რამდენად ვახერხებ და ვართმევ ამ ამოცანას თავს, ამის განსჯას აუდიტორიას მივანდობ, თუმცა უზარმაზარი დადებითი ემოცია და ენერგეტიკა, რომლითაც ვქმნი, ვფიქრობ, თითოეულ ჩემს პროექტზე აისახება და გამოარჩევს სხვა ნამუშევრებისგან.

 

რა გაძლევთ ინპირაციას საყვარელი საქმის კეთების დროს?

ჩემი ინსპირაციის წყარო ყველაზე ხშირად არის ფერი, თუ შეიძლება ამას ინსპირაცია ეწოდოს. ფერის ირგვლივ შემიძლია ავაწყო მთელი პროექტი, განვსაზღვრო სტილი, მასალები, ტექსტურები და ა. შ. ვფიქრობ, ფერი არის მთავარი ვიზუალური ეფექტი, ერთგვარი კოზირი დიზაინერის ხელში, რომლითაც შესაძლებელია უთვალავი კომბინაციის შექმნა და სხვადასხვა ფორმით გადმოცემა.

 

 

სამომავლო გეგმები

ჩემს სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, როგორც აღვნიშნე, ვფიქრობ საკუთარი გუნდის შექმნას, რომელშიც მოიაზრებიან როგორც ახალგაზრდა, დამწყები დიზაინერები, ასევე პროფესიონალ ხელოსანთა გუნდი და ადამიანები, რომლებიც წარუძღვებიან სარემონტო სამუშაოებს ჩემი სრული საავტორო ზედამხედველობის პროცესში. ერთია, მომხმარებელს შესთავაზო ხარისხიანი დიზაინი, თუმცა ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია იდეის სისრულეში მოყვანა და, რაც ყველაზე მთავარია, – დამკვეთის აქტიური ჩართულობის გარეშე, როცა არ უწევს სხვადასხვა სამუშაოს ჩასატარებლად ხელოსნების ძებნა, სარემონტო მასალების, ავეჯისა და განათების არჩევა, ნერვიულობა თითოეულ წვრილმანზე და რემონტთან დაკავშირებული სხვა უსიამოვნებების გადატანა. ჩემი მიზანია შევქმნა სივრცე, სადაც მომხმარებლის ყველა თხოვნა და საჭიროება მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. იმედი მაქვს, რომ ამაში დამეხმარება პროფესიონალთა გუნდი, რომლითაც ჩემი კომპანია დაკომპლექტდება.

 

 

 

ტექსტი: მაკუნა შავგულიძე

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 24, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! „ახალი ორბეთი“ – იცხოვრე შენი ოცნების კოტეჯში

#OK! „ახალი ორბეთი“ – იცხოვრე შენი ოცნების კოტეჯში

September 11, 2023
#OK! Drop wellness კოქტეილები – Fat Burner

#OK! Drop wellness კოქტეილები – Fat Burner

December 29, 2022
#OK! თავისუფლება უფლებაა

#OK! თავისუფლება უფლებაა

June 18, 2025
#OK! ტესტი: გამოიცანი ფილმი ერთი კადრით

#OK! ტესტი: გამოიცანი ფილმი ერთი კადრით

January 13, 2023

კვირის ჰიტები

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
#OK! 2025 წლის ზაფხულის ასტრო გზამკვლევი ზოდიაქოს 12  ნიშნისთვის

#OK! 2025 წლის ზაფხულის ასტრო გზამკვლევი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

June 24, 2025
#OK! „წიგნებს მანამდე არ ვკითხულობდი, სანამ ამ როლზე არ ამიყვანეს” – რას კითხულობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები?

#OK! „წიგნებს მანამდე არ ვკითხულობდი, სანამ ამ როლზე არ ამიყვანეს” – რას კითხულობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები?

June 23, 2025
#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

June 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები