• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! ქუთაისში დაბადება დიდი გამართლებაა

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ქუთაისელი გოგონა, 12 წლის ნენე ბუმბეიშვილი თვითნასწავლი მხატვარია. მიუხედავად მცირეწლოვანებისა, გასულ წელს პირველი ორკვირიანი პერსონალური გამოფენა ჰქონდა, ახლო მომავალში კი მის ნამუშევრებს ქუთაისის საგამოფენო სივრცეში ვიხილავთ.

 

მოგვიყევით თქვენ შესახებ…

მე ვარ ნენე ბუმბეიშვილი, 12 წლის, დავიბადე ქუთაისში და ვფიქრობ, ჩემი ყველაზე დიდი გამართლება ამ ცხოვრებაში ზუსტად ეს არის. ეს ქალაქი ჩემთვის არის სიყვარულის, ერთგულებისა და სიმშვიდის საწყისი. მხოლოდ აქ ვხედავ იმ ნათელ ფერებს, რაც შემდეგ ცხოვრებას მილამაზებს, სტიმულს და ძალას მაძლევს. უკვე 1 წელია, რაც ამ ქალაქში აღარ ვცხოვრობ და ძალიან მიჭირს, ყოველთვის ვცდილობ ვიპოვო რაიმე მიზეზი, რომ ხშირად ვესტუმრო ჩემს ქუთაისს. ყველაზე მეტად მიყვარს და მენატრება მესამე სკოლა, სადაც ჩემი ცხოვრების ხუთი უბედნიერესი წელი გავატარე.

 

როდის მიხვდით, რომ მხატვრობა თქვენი საყვარელი საქმე იყო?

 ბუნებრივია, არ მახსოვს, ეს იმდენად თავისთავად მოხდა, იმდენად ღრმა ბავშვობიდან. თუმცა მშობლებისგან გადმოცემით ვიცი, რომ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა ნახატებისა და ფერების მიმართ.

 

რომელ ნამუშევარს გამოარჩევ?

ჩემთვის ყველა ნამუშევარი მნიშვნელოვანია, რადგან თითოეულ მათგანში ჩადებულია ჩემი ემოცია, ფიქრი, ოცნება, სიხარული, დარდი… თუმცა, ალბათ, მაინც გამოვარჩევდი ჩემს ბოლო ნამუშევარს „გალაკტიონი და გიმნაზისტი გოგონა“, რომელიც შეიქმნა ჩემი ორი ყველაზე დიდი სიყვარულის გაერთიანებით, ეს არის ჩემი მშობლიური ქალაქი ქუთაისი და დედაჩემი. დედაჩემი არის გალაკტიონზე შეყვარებული და ეს ღრმა ბავშვობიდან მესმის. გადმოცემით ვიცი, რომ პირველი ლექსი, რაც დედამ მასწავლა, იყო გალაკტიონის „რაც უფრო შორს ხარ“. დედა ყოველთვის ოცნებობდა გალაკტიონთან შეხვედრაზე, მე ის დროში ვამოგზაურე და გიმნაზისტი გოგონას ფორმით გალაკტიონს შევახვედრე, ჩემს საყვარელ ქალაქში, ქუთაისში, თეთრ ხიდზე, თან ქუთაისობა-გვირილობის დღესასწაულზე. ამ ნახატში ყველა დეტალს თავისი მნიშვნელობა აქვს.

 

რა შეგრძნება გეუფლებათ ხატვის პროცესში და როდის გეწვევათ ხოლმე მუზა?

ხატვის პროცესი ჩემთვის ნამდვილი მოგზაურობაა განსხვავებული ემოციების სამყაროში. მუზაც სწორედ ემოციების გამძაფრების პროცესში მეწვევა, ეს ემოცია შეიძლება იყოს დადებითიც და უარყოფითიც.

 

როგორ ფიქრობთ, ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი. დედა, ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობს ჩემს ცხოვრებაში ბევრი საინტერესო სიახლე შემოიტანოს; მამა, რომელიც ახლა ჩემგან შორს არის, სხვა ქვეყანაში, მაგრამ სულაც არ გვიშლის მანძილი ხელს, საუკეთესო მეგობრები ვიყოთ; ბებო, რომელიც ჩემთვის, უბრალოდ, მთელი სამყაროა და ბოლოს, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მაინც ჩემი პატარა დაიკო ნიცაა, რომელიც სულ რაღაც 8 წლისაა. ხატვის პროცესში ნიცა ყოველთვის ჩემი ოთახის კართან დგას. ვიცი, სულმოუთქმელად მელოდება, როდის დავუძახებ – „აბა, ნახატი შემიფასე, ჩემო ნიცა!“ ნიცა არის ყველაზე კეთილი გოგო, რომელიც არაჩვეულებრივად მღერის. საოცრად უყვარს სცენა და ხშირად გვატკბობს თავისი სიმღერებით.

 

მისაბაძი მხატვარი თუ გყავთ?

მოდილიანი, მოდილიანი და მოდილიანი… შეუდარებელი, ამოუცნობი და საინტერესო, როგორც თავისი ნამუშევრებით, ასევე ცხოვრებით.

 

როდის მუშაობთ უკეთ, როცა მარტო ხართ თუ ხმაურიან გარემოში?

ხმაურიან გარემოში არასოდეს მიმუშავია. ხმაურიანი გარემო და იქ განვითარებული მოვლენები ხშირად გამხდარა ჩემი ინსპირაციის წყარო, თუმცა ეს ყველაფერი ტილოზე რომ გადავიტანო, ამისთვის აუცილებლად მჭირდება საკუთარ თავთან სიმშვიდეში მარტო დარჩენა.

 

გამოფენების შესახებ გვიამბეთ, როდის და სად გქონდათ?

ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა 2022 წლის 20 ნოემბერს, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში, რომელიც 2 კვირა გაგრძელდა. ეს იყო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო, თუმცა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საქმე.

 

სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?

ზოგადად, ეს არ არის საქმე, რომელსაც გეგმებით წაიყვან. თუმცა ყველაზე ახლო სამომავლო გეგმა არის ჩემს მშობლიურ ქალაქ ქუთაისში გამოფენის ჩატარება.

 

 

ტექსტი: ნანა კუკულავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! როდესაც პროფესია არა მხოლოდ საქმე, არამედ ცხოვრების წესია – თამთა ზარნაძე
ინტერვიუ

#OK! როდესაც პროფესია არა მხოლოდ საქმე, არამედ ცხოვრების წესია – თამთა ზარნაძე

February 15, 2026
#OK! ადამიანი როგორც მთავარი კაპიტალი – Skill Lynk-ის ხედვა ბიზნესის განვითარებაზე
ინტერვიუ

#OK! ადამიანი როგორც მთავარი კაპიტალი – Skill Lynk-ის ხედვა ბიზნესის განვითარებაზე

February 15, 2026
#OK! ბავშვობის ინტერესიდან ახდენილ ოცნებამდე: გინეკოლოგ ირინა ირემაძის 15-წლიანი პროფესიული გზა
OK! Doctors

#OK! ბავშვობის ინტერესიდან ახდენილ ოცნებამდე: გინეკოლოგ ირინა ირემაძის 15-წლიანი პროფესიული გზა

February 14, 2026
#OK! ექიმი, რომელიც ორმაგ სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი – თამარ გელაძე
OK! Doctors

#OK! ექიმი, რომელიც ორმაგ სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი – თამარ გელაძე

February 14, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! საახალწლო საჩუქრების იდეები ოჯახის წევრებისთვის

#OK! საახალწლო საჩუქრების იდეები ოჯახის წევრებისთვის

December 13, 2025
#OK! ადრიანა ლიმა Vogue Arabia-ს 2022 წლის იანვრის ნომრის გარეკანზე

#OK! ადრიანა ლიმა Vogue Arabia-ს 2022 წლის იანვრის ნომრის გარეკანზე

December 30, 2021
#OK! ბრუკ შილდსის ქალიშვილი გამოსაშვებ საღამოზე დედის საკულტო კაბით მივიდა

#OK! ბრუკ შილდსის ქალიშვილი გამოსაშვებ საღამოზე დედის საკულტო კაბით მივიდა

June 12, 2021
#OK! საყურეები, რომლებიც ტეილორ სვიფტს “გრემიზე” ეკეთა 3 მილიონი დოლარი ღირს

#OK! საყურეები, რომლებიც ტეილორ სვიფტს “გრემიზე” ეკეთა 3 მილიონი დოლარი ღირს

February 7, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა

#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა

February 11, 2026
#OK! ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი – სტიგმის საზრდო

#OK! ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი – სტიგმის საზრდო

February 11, 2026
#OK! შორენა ბეგაშვილი დაინიშნა!

#OK! შორენა ბეგაშვილი დაინიშნა!

February 14, 2026
#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

February 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები