მსოფლიოში არსებული პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მოდის ინდუსტრია სულ უფრო და უფრო საინტერესო გზების ძიებაშია, რათა არ დაკარგოს ჩვეული ტემპი და ამავდროულად, ფეხი აუწყოს კოვიდ 19-თან დაკავშირებულ აკრძალვებს. ამჯერად, ამ მხრივ ყურადღება Michael Kors-მა მიიპყრო, რომელმაც უახლესი კოლექციის ჩვენების ადგილად არც მეტი, არც ნაკლები ნიუ-იორკის ქუჩები შეარჩია, ხოლო კოლექციის სახეებად ისეთი სუპერმოდელები შეარჩია, როგორებიცაა ირინა შეიკი, ნაომი კემპბელი და ბელა ჰადიდი.