სამკაული საჩუქრად ნამდვიალდ საუკეთესო არჩევანია. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით კი ქვების არჩევა უფრო კარგი იდეაა. მართალია ქვების არჩევა არც ისე მარტივი საკითხია, თუმცა ამბობენ, რომ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით სწორად შერჩეული ქვების თვისებები სასარგებლო გავლენას ახდენს მფლობელის ბედზე. ისინი გაჯანსაღებენ, გეხმარებიან პირად ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში, კარიერაში, ოცნების რეალიზებაში.
ტყუპები
ის არის რიგით მესამე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 21 (ან 22) მაისიდან 21 ივნისამდე.
ტყუპებს, რომლებიც ძლიერი, სიცოცხლით სავსე და კომუნიკაბელურნი არიან, მარგალიტის სამკაული ნამდვილად დაამშვენებს. მარგალიტი წარმოადგენს სიყვარულის სიმბოლოს, უპირველესად − საკუთარი თავის მიმართ!