• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! წარმატებული კარიერა და ოჯახი – რუსუდან ბარამიძის ისტორია

March 6, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

 

დღევანდელ ჩემს გმირს ძალიან ბევრი რეგალია აქვს, თუმცა მისთვის უმთავრეს სტატუსს დედობა წარმოადგენს. იმ რთულ პერიოდშიც, როდესაც საკუთარ საქმეს ნულიდან იწყებდა, მისი უმთავრესი მოტივატორები შვილები იყვნენ. შეუპოვარი ხასიათით, მიზანდასახულობითა და ცოდნით შეძლო დასახული მიზნის მიღწევა, პარალელურად კი ბედნიერი პირადი ცხოვრების შექმნაც მოახერხა. ინტერვიუსთვის ქალბატონ რუსუდან ბარამიძეს სახლში ვეწვიეთ, დახვედრა ძალიან უშუალო და თბილი იყო, საუბარი სულ თავიდან დავიწყეთ.

 

ქ. რუსუდან, როგორი ბავშვობა გქონდათ?

ძალიან კარგი და ლაღი ბავშვობა მქონდა, ოთხი დედმამიშვილი ვიყავით. მშობლები მზრუნველი და თან მომთხოვნებიც იყვნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ მალევე გავთხოვდი, შემდეგ შემეძინა შვილები, დედობას ჩემი სწავლის ხარისხზე არ უმოქმედია. რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლის ოჯახი მიწყობდა ხელს და მეხმარებოდა ბავშვების აღზრდაში, პარალელურად კი ფინანსისტად ვმუშაობდი. დროს თუ სწორად გადაანაწილებ და ამასთანავე, ოჯახიც გვერდში დაგიდგება, მაშინ ყველაფერს მოასწრებ.

 

როგორია თქვენი აუდიტორული კომპანიის შექმნის ისტორია?

სადაც ვმუშაობდი, ეს იყო სახელმწიფო სამსახური. სამსახურის უფროსმა არ ისურვა ჩემთან მუშაობა. ჩემი ცოდნითა და პრინციპებით ხელს ვუშლიდი, წამოვედი და გადავწყვიტე, სახელმწიფო სამსახურში აღარასდროს მემუშავა. ყოველთვის პრინციპული და ჩემს საქმეზე უზომოდ შეყვარებული ვიყავი. სხვადასხვა გამოცდილების შემდეგ მივხვდი, რომ უკვე მზად ვიყავი დამოუკიდებელი კომპანიის შესაქმნელად. რა თქმა უნდა, ავირჩიე ის საქმე, რაც ზედმიწევნით კარგად ვიცოდი – აუდიტის სამსახური ანუ ფინანსური ზედამხედველობა, რაც მოიცავს ფინანსური ხარჯვის ყველა ეტაპს, დაწყებული ბიუჯეტის შედგენით, დამთავრებული შეძენით და სამუშაოს შესრულების ხარისხის შეფასებით. ჩემს ორ შვილთან ერთად შევქმენი „ბარამიძე ჰოლდინგი“, რომელიც ორ პარტნიორ აუდიტორულ კომპანიას – „არგ გრუპსა“და ბიზნესის აუდიტის აკადემიას აერთიანებს.

 

დღეს, ბაზარზე კონკურენცია დიდია, რა გამოარჩევს „ბარამიძე ჰოლდინგს“?

ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერად ვუდგებით საკითხს. მე რომ ამ საქმეს მოვეკიდე, მაშინ საქართველოში ახალი ხილი იყო ბუღალტერია და აუდიტი, თუმცა, როგორც ხედავთ, დღეს ჩვენს კომპანიას სამეწარმეო-ბუღალტრულ საქმიანობაში ეთქმის პროფესიული სიტყვა!

ჩვენ ვიცით როგორც ოპერაციები სრულყოფილად, ისე ყველა სამოქალაქო და ფინანსური კანონპროექტი, პარლამენტის დადგენილებები, კანონქვემდებარე აქტები, რადგან მუდმივად შედის ცვლილებები კანონებში. იმ კომპანიებს, რომლებიც ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ, დროულად ვაწვდით ინფორმაციას ცვლილებების შესახებ, რომ არ გამოეპაროთ და შემდეგ არ დაჯარიმდნენ.

როგორი ხელმძღვანელი ხართ?

უშუალო და მეგობრული. მართლა სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს თანამშრომლებს მე ძალიან ვუყვარვარ, ეს არის ერთი დიდი გუნდი. მათ მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვ ხოლმე, თუ საქმე ფუჭდება, იმწამსვე ჩამაყენონ საქმის კურსში, რათა მე მყისიერად მოვაგვარო პრობლემა. მიხარია, რომ მენდობიან და აღმიქვამენ როგორც მათ დამხმარეს, დიდ მეგობარს. გარდა ამისა, ვცდილობ, ყოველთვის მაქსიმალური ცოდნა და გამოცდილება გავუზიარე მათ, რადგან ძლიერ სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ.

გაგვაცანით თქვენი ოჯახი…

შვილები – აკაკი და გიორგი ჟამუტაშვილები. აკაკი საერთაშორისო და ქართული აუდიტის სპეციალისტია და საერთაშორისო ურთიერთობას ხელმძღვანელობს, გიორგი წარმატებული იურისტია და იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობს. ორივე ჩემი საიმედო დასაყრდენია.

მყავს ორი არაჩვეულებრივი რძალი – ბაია აბაშიძე და სალომე ლეთოდიანი. ბაია საკუთარი საქმის პროფესიონალია, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ტოქსიკოლოგი და მუშაობს სურსათის უვნებლობის სააგენტოში. მეორე რძალი, სალომე ლეთოდიანი კი მუშაობს ჩემს კომპანიაში, ხელმძღვანელობს ბუღალტრული სწავლების აკადემიას და ასევე, ხელმძღვანელობს და მართავს ჩვენი კონტრაქტორი კომპანიების ბუღალტერიას. სალომე ჩემი დასაყრდენი სპეციალისტია.

 

 

მყავს შვილიშვილები – ლუკა, ილია, რუსუდან და ავთანდილ ჟამუტაშვილები. შაბათ-კვირას ვატარებ მათთან, ჩემს ოჯახთან – ეს არის ყველაზე ბედნიერი წუთები ჩემთვის. მხოლოდ ამ დროს ვისვენებ.

ყოველთვის აღვნიშნავ, რომ არა ჩემი შვილები, ვერაფერს შევძლებდი. ისინი რომ არ იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან, მე ამხელა მოტივაცია არ მექნებოდა. ხშირად ვიხსენებ, ჩემმა შვილმა რომ  მანქანის ტარება მასწავლა, თავდაპირველად საჭესთან მარტო არ მსვამდა. ერთ დღეს დავჯექი მანქანაზე მარტო და „გავიპარე“. მაშინ ტელეფონები არ იყო და ჩემი შვილი ვერ დამიკავშირდა, გარეთ იდგა სახლთან და მელოდა. როცა მივედი, როგორც მამა, ისე მომიდგა, ძალიან განერვიულებული ჩანდა – დედა, ძალიან ვინერვიულეო. ამის შემდეგ სულ ერთად მოვდივართ და ერთმანეთის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ.

 

გაგვაცანით თქვენი გუნდის წევრები..

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩემს კომპანიებს ხელმძღვანელობენ ჩემი შვილები და რძალი, აგრეთვე ჩვენი კომპანიის გუდს წარმოადგენს წამყვანი სპეციალისტები: აუდიტორი ზეინაბ ქობულაძე და ბუღალტრები – თამუნა ჩიგოგიძე, ნათია გიორგაძე, ჭაბუკა ოსეფაიშვილი, ნანა მუსელიანი, ინგა თვაური, ქეთი სეფიაშვილი, ირმა წერეთელი, ნესტან ტოტოღაშვილი, გიორგი გოგრიჭიანი, ნანა ქუჯოშვილი, მარიამ ლაშქარავა, ემილ გაბრიელიანი, ნინი ხარშილაძე, გიგა ბერიძე, მალხაზ ღავთაძე, თამთა ფირცხალავა, ელისო ფიფია, საბა კვირიკაშვილი, იზა გავაშელი და სხვ. ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილია იურიდიული სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს ჩემი შვილი, სამოქალაქო საქმის ადვოკატი, გიორგი ჟამუტაშვილი და მასთან ერთად დაუღალავად შრომობენ იურისტები და სპეციალისტები: ინგა გაბრიელიანი, ნანა წურწუმია, რუსუდან კვირიკაშვილი. სუყველას ვერ ჩამოვთვლი, ვინაიდან ჩვენი ჰოლდინგი მოიცავს სხვადასხვა სფეროს და თანამშრომელების დიდ გუნდს. სწორედაც ესენი წარმოადგენენ ჩემი პროფესიონალური წარმატების გარანტს.

 

რას ეტყოდით ქალებს, ვინც ახლა იწყებენ კარიერას?

არ იყოთ ამპარტავნები და იყავით შრომისმოყვარეები. მე ყველაფერი ვიცი – აი, ასეთი მიდგომა დამღუპველია, მიიღეთ ცოდნა ნებისმიერ ასაკში და დროს. ჩემს თავზეც ასე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს და მიზნისკენ კეთილსინდისიერად იარეთ.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026
#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია
OK! Doctors

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

January 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ესთეტიკური კოსმეტოლოგიის ტენდენციები ტურანა ალიევასგან

#OK! ესთეტიკური კოსმეტოლოგიის ტენდენციები ტურანა ალიევასგან

April 5, 2021
#OK! ჯანსაღი ცხოვრების წესი ნანუ მაცაბერიძესგან

#OK! ჯანსაღი ცხოვრების წესი ნანუ მაცაბერიძესგან

April 14, 2025
#OK! ალეკ ბოლდუინის ქალიშვილი მუქარის წერილებს იღებს: გადასაღებ მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ აირლენდ ბოლდუინმა საკუთარ მამას მხარი დაუჭირა

#OK! ალეკ ბოლდუინის ქალიშვილი მუქარის წერილებს იღებს: გადასაღებ მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ აირლენდ ბოლდუინმა საკუთარ მამას მხარი დაუჭირა

November 25, 2021
#OK! კიმ კარდაშიანი კვლავ “ბალენსიაგას” სამოსით – რეალითი შოუს ვარსკვლავის უახლესი ფოტოსესია

#OK! კიმ კარდაშიანი კვლავ “ბალენსიაგას” სამოსით – რეალითი შოუს ვარსკვლავის უახლესი ფოტოსესია

July 21, 2022

კვირის ჰიტები

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

January 12, 2026
#OK! ამერიკელი, რომელსაც სხეულზე 273 ტატუ-ავტოგრაფი აქვს, გინესის წიგნში მოხვდა

#OK! ამერიკელი, რომელსაც სხეულზე 273 ტატუ-ავტოგრაფი აქვს, გინესის წიგნში მოხვდა

January 6, 2026
#OK! გამარჯვებების წელი ქართული ფარიკაობისთვის

#OK! გამარჯვებების წელი ქართული ფარიკაობისთვის

January 5, 2026
#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

January 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები