• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! Puffy – რბილი ავეჯი თქვენი კომფორტისთვის

May 10, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

Puffy არის ქართული კომპანია, რომელიც საზოგადოებას რბილი ავეჯის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. კომპანიამ დღევანდელ დღემდე საკმაოდ ვრცელი და საინტერესო გზა განვლო, რომლის შესახებაც Puffy–ს დამფუძნებელი მაის ხერიმიანი გვიამბობს.

რამდენი ხანია რაც Puffy ბაზარზე გამოჩნდა და საიდან გაჩნდა იდეა?

Puffy ქართულ ბაზარზე 2009 წლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ საკმაოდ ვრცელი და საინტერესო გზა განვლო.

იდეას რაც შეეხება, ძალიან ხშირად ვიკრიბებით მეგობრები ოჯახებთან ერთად, განსაკუთრებით ზაფხულში რა ჯობია ცივ სასმელებთან ერთად მყუდრო საღამოს, მაგრამ ყოველთვის დისკომფორტს მიქმნიდა სხვადასხვა ფორმის სავარძლები. სწორედ აქედან გამომდინარე, გაჩნდა იდეა, დამემზადებინა პუფები, რომელიც, რასაკვირველია, ჩვენ და ჩვენ გარშემო მყოფებს ამ დისკომფორტს მოუხსნიდა და ნებისმიერ შეკრებას სრულყოფილს გახდიდა.

თავდაპირველად მხოლოდ ვიწრო წრისთვის განიხილებოდა ეს იდეა, თუმცა ეტაპობრივად გადავწყვიტეთ ჩვენ მიერ დამზადებული პუფები ფართო საზოგადოებისთვისაც შეგვეთავაზებინა და იდეამ გაამართლა, ამდენი წლის შემდეგ წარმატებულად წარმოვჩინდებით ქართულ ბაზარზე.

 

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

თავდაპირველად მხოლოდ ერთი მოდელი გვქონდა, ნელ-ნელა ვვითარდებოდით და ხალხს ვაცნობდით ჩვენს პროდუქციას, რომელიც პირველად „თბილისი მოლში“ – „კარფურში“ შევიტანეთ, შემდგომ „გორგიასა“ და „დომინოში“. გაგვიცნო ბევრმა დიდმა კომპანიამ და დავიწყეთ მათთან თანამშრომლობა. ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელს ვაძლევთ გარანტიას და უმოკლეს დროში ვაბარებთ შეკვეთას, რადგან დღესდღეობით ყველას ეჩქარება.

რაც შეეხება შეკვეთას, მომხმარებელთან ვათანხმებთ ფერს, ზომას, რაოდენობას და დათქმულ დროს გამზადებულს ვაბარებთ. გარდა ამისა, ვაწარმოებთ ბალიშებსა და ნაჭრის ჩანთებს.

გვესაუბრეთ ხარისხზე.

საზოგადოებასა და ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს ვთავაზობთ მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი ხარისხით დამზადებულ პროდუქციას. ჩვენი ბრენდის მრავალწლიან წარმოებას სწორედ ეს განსაზღვრავს, რადგან წარმოუდგენელია ბაზარზე უხარისხო პროდუქციით ოპერირებდე და ხალხის ნდობას ინარჩუნებდე.

 

როგორ ხდება შეკვეთა და მომხმარებლამდე მიწოდება?

საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, ჩვენი დამზადებული პუფები ონლაინ შეიძინოს.

რაც შეეხება კონკრეტულად ონლაინშეკვეთას, მომხმარებელს ვუთანხმებთ პუფის ფერს, მასალას, ფორმას და შემდგომ, თანხის ჩარიცხვიდან 2–დან 5 დღემდე ვადაში, ფოსტის საშუალებით ნებისმიერ რეგიონში მიეწოდება.

გვესაუბრეთ Puffy-ს უპირატესობაზე.

ჩვენი მთავარი უპირატესობა ისევ და ისევ ხარისხია, რადგან სწორედ ხარისხმა მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, რომელთა რიცხვიც დღითი დღე იზრდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დროული მიწოდების სერვისი, რადგან ადამიანს, რომელიც ჩვენს პროდუქციას იძენს, მოლოდინი აქვს, რომ დროულად მიეწოდოს კუთვნილი ნივთი, ჩვენც არ ვაყოვნებთ და ამ საკითხშიც მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ სამომავლოდ, რასაკვირველია, გაფართოებას ვგეგმავთ. ჩვენი კომპანია მუდმივად მიიღვწის წარმატებისკენ და შესაბამისად, გვსურს გაგვიცნოს რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა და ჩვენი მომხმარებელი გახდეს.

 

ასევე გაეცანი

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! 13 ორიგინალური იდეა საახალწლო საჩუქრების შესაფუთად
Décor

#OK! 13 ორიგინალური იდეა საახალწლო საჩუქრების შესაფუთად

December 9, 2025
#OK! კარგი დიზაინი იქ იწყება, სადაც ჩნდება სირთულე – ინტერვიუ ანა ჯიქიასთან
Décor

#OK! კარგი დიზაინი იქ იწყება, სადაც ჩნდება სირთულე – ინტერვიუ ანა ჯიქიასთან

October 20, 2025
#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
Décor

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! თათა გიორგობიანი დაინიშნა!

#OK! თათა გიორგობიანი დაინიშნა!

October 27, 2023
#OK! ნავნე წარმოგიდგენთ კოსმეტიკის LUX ბრენდების აუთლეტ ხაზს

#OK! ნავნე წარმოგიდგენთ კოსმეტიკის LUX ბრენდების აუთლეტ ხაზს

July 5, 2022
#OK! ზენდეია სკიაპარელის ოტ კუტიურით Instyle Magazine-ის გარეკანზე

#OK! ზენდეია სკიაპარელის ოტ კუტიურით Instyle Magazine-ის გარეკანზე

October 13, 2021
#OK! ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ტოპ 12 მონაწილეს შორისაა!

#OK! ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ტოპ 12 მონაწილეს შორისაა!

April 25, 2023

კვირის ჰიტები

#OK! წლის რჩეული ოფთალმოლოგი ილონა წერედიანი

#OK! წლის რჩეული ოფთალმოლოგი ილონა წერედიანი

January 7, 2026
#OK! ძველი ახალი წელი – ისტორია და ტრადიციები

#OK! ძველი ახალი წელი – ისტორია და ტრადიციები

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

January 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები