• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! პროფესიად ქცეული გატაცება და მოგზაურობა დოდოკას ნაქსოვ სამყაროში

May 5, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

პროფესიით მუსიკოს დოდოკა მეფარიშვილისთვის ახალი საქმის შესწავლა ერთგვარი გამოწვევა იყო. სურვილი, ქსოვა შეესწავლა და შეექმნა საკუთარი შვილებისთის ორიგინალური და გემოვნებიანი სამოსი, რეალობად აქცია. ასე დაიბადა ბრენდი „დოდოკა“, რომელიც საზოგადოებამ ძალიან შეიყვარა. დიდი შრომისა და მონდომების შედეგად წარმატებაც მოვიდა, „დოდოკა“ ლიდერ ქალთა 2022-ის ნომინაციაში – „ორიგინალური ბრენდი და დასაქმების ხელშეწყობა“ – გამარჯვებული გახდა.

 

ჟურნალი OK კარგად იცნობს თქვენს ბრენდს. როგორ ფიქრობთ, რა არის „დოდოკას“ მთავარი მიღწევა?

ვფიქრობ, ყველაზე დიდი წარმატება ის სიყვარულია, რასაც „დოდოკას“ მომხმარებლები გამოხატავენ. მიხარია, რომ კმაყოფილი მომხმარებლის რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. მადლობა მათ ამ ნდობისთვის.

რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ წელს ბრენდი „დოდოკა“ პირველად გახდა ლიდერ ქალთა 2022-ის ნომინაციაში – „ორიგინალური ბრენდი და დასაქმების ხელშეწყობა“ -გამარჯვებული. ასევე, სულ ახლახან „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის „მიკრო და მცირე მეწარმეობა 2022“-ის გრანტის გამარჯვებულიც გავხდი. მეამაყება, რომ ჩემი შრომა დაფასდა.

 

 

რას სთავაზობს „დოდოკა“ საზოგადოებას?

საზოგადოებას ვთავაზობთ ქალის, ბავშვისა და მამაკაცის ნაქსოვ ტანისამოსსა და აქსესუარებს. ვქმნით ხარისხიან, ორიგინალურ და ექსკლუზიურ მოდელებს.

აღსანიშნავია, რომ ბრენდის სამოსი იყიდება როგორც საქართველოს ყველა რეგიონში, ასევე საზღვრებს გარეთაც, რაც, დამეთანხმებით ალბათ, დიდი პასუხისმგებლობაა. სასიხარულოსთან ერთად, საპასუხისმგებლო მისიაა ჩემთვის.

 

კოლექციის შესაქმნელად რისგან იღებთ ყველაზე დიდ ინსპირაციას?

ინსპირაცია შემიძლია მივიღო ყველაფრისგან, მათ შორისაა ჩემი საოცარი ქალაქი ბათუმი, რომელიც დიდ ენერგიას მაძლევს.

ამჟამად ვმუშაობთ ზაფხულის კოლექციაზე. ამ სეზონზე აქტუალურია საცურაო კოსტიუმებზე გადასაცმელები, ნაქსოვი საცურაო კოსტიუმები, ტოპები და სარაფნები, რომელთა ინსპირაციაც ისევ და ისევ ჩვენი მომხმარებლები არიან.

 

როგორი უნდა იყოს სამოსი – ტრენდული თუ კომფორტული?

მართალია, თვალს ვადევნებ მსოფლიო მოდის წამყვან ბრენდებსა და ინფლუენსერებს, რომლებიც დღეს ძალიან აქტუალურები არიან ინტერნეტსივრცეში, თუმცა ვფიქრობ, რომ უნდა გეცვას ის, რაც მოგწონს და კომფორტულია. ვფიქრობ, ჩემი მომხმარებლისთვის „დოდოკას“ სამოსი კომფორტულია და ამავდროულად, მოდური.

 

 

როგორია „დოდოკას“ მომხმარებელი?

მინდა აღვნიშნო, რომ კოლექციაზე მუშაობისას ჩემთვის მნიშვნელოვანია ფერი, სწორედ ამიტომ ჩემი ნამუშევრები ფერადია. ვფიქრობ, „დოდოკას“ მომხმარებელიც ლაღი, მხიარული ადამიანია, რომელსაც „დოდოკას“ სამოსი ფერად განწყობას უქმნის.

 

როგორ ფიქრობთ, რას მოაქვს წარმატება?

მიზანდასახულობას, შრომასა და მუდმივ განვითარებას. ვთვლი, რომ ძალიან შრომისმოყვარე ვარ, ბევრჯერ გამირისკავს, არ გავურბივარ სირთულეებს, მიყვარს ახლის ძიება.

ვფიქრობ, არცერთმა ქალმა არცერთი წუთით არ უნდა შეაჩეროს ბრძოლა წინსვლისა და განვითარებისთვის.

 

სამომავლო გეგმები

ბრენდის მეტი ცნობადობისთვის, საქართველოს მასშტაბით, ვმონაწილეობ სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებში. ასევე, მარკეტინგის კუთხით ვიძენ ცოდნას სხვადასხვა პროექტში ჩართულობით, იქნება ეს ონლაინ თუ ოფლაინტრენინგები.

მჯერა „დოდოკა“ თავის ღირსეულ სიტყვას მომავალშიც იტყვის. სურვილი და მისწრაფება, ქმნიდე ხარისხიანსა და ღირებულს, აუცილებლად დაიმსახურებს უფრო მეტ ნდობასა და სიყვარულს.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: იულია კირეიჩუკ

ასევე გაეცანი

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს
ინტერვიუ

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

September 6, 2025
#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე
ინტერვიუ

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

September 6, 2025
#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
Décor

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“
Health & Beauty

#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“

August 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ინტერვიუ კლინიკა „ენმედიცის“ გენერალურ მენეჯერთან

#OK! ინტერვიუ კლინიკა „ენმედიცის“ გენერალურ მენეჯერთან

March 3, 2023
#OK! რა უპირატესობები აქვს საკრუიზო მოგზაურობას?

#OK! რა უპირატესობები აქვს საკრუიზო მოგზაურობას?

August 5, 2022
#OK! 10 საუკეთესო ფილმი ანჯელინა ჯოლის მონაწილეობით!

#OK! 10 საუკეთესო ფილმი ანჯელინა ჯოლის მონაწილეობით!

June 4, 2021
#OK! ირინა შეიკი Mônot-ის მინიმალისტური კაბით Red Sea-ს საერთაშორისო კინოფესტივალზე

#OK! ირინა შეიკი Mônot-ის მინიმალისტური კაბით Red Sea-ს საერთაშორისო კინოფესტივალზე

December 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მატილდა გვარლიანი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სიაშია

#OK! მატილდა გვარლიანი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სიაშია

September 8, 2025
#OK! „მინდა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე“ — კრის ჯენერმა Vogue-ის ფოტოსესიისთვის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

#OK! „მინდა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე“ — კრის ჯენერმა Vogue-ის ფოტოსესიისთვის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

September 6, 2025
#OK! „ერთმანეთს შეყვარებული მოზარდებივით კოცნიდნენ“ – ჩაშლილი ქორწილის შემდეგ ზოი კრავიცმა ახალი სიყვარული იპოვა

#OK! „ერთმანეთს შეყვარებული მოზარდებივით კოცნიდნენ“ – ჩაშლილი ქორწილის შემდეგ ზოი კრავიცმა ახალი სიყვარული იპოვა

September 8, 2025
#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

September 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები