• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! პროფესიად ქცეული გატაცება და მოგზაურობა დოდოკას ნაქსოვ სამყაროში

May 5, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

პროფესიით მუსიკოს დოდოკა მეფარიშვილისთვის ახალი საქმის შესწავლა ერთგვარი გამოწვევა იყო. სურვილი, ქსოვა შეესწავლა და შეექმნა საკუთარი შვილებისთის ორიგინალური და გემოვნებიანი სამოსი, რეალობად აქცია. ასე დაიბადა ბრენდი „დოდოკა“, რომელიც საზოგადოებამ ძალიან შეიყვარა. დიდი შრომისა და მონდომების შედეგად წარმატებაც მოვიდა, „დოდოკა“ ლიდერ ქალთა 2022-ის ნომინაციაში – „ორიგინალური ბრენდი და დასაქმების ხელშეწყობა“ – გამარჯვებული გახდა.

 

ჟურნალი OK კარგად იცნობს თქვენს ბრენდს. როგორ ფიქრობთ, რა არის „დოდოკას“ მთავარი მიღწევა?

ვფიქრობ, ყველაზე დიდი წარმატება ის სიყვარულია, რასაც „დოდოკას“ მომხმარებლები გამოხატავენ. მიხარია, რომ კმაყოფილი მომხმარებლის რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. მადლობა მათ ამ ნდობისთვის.

რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ წელს ბრენდი „დოდოკა“ პირველად გახდა ლიდერ ქალთა 2022-ის ნომინაციაში – „ორიგინალური ბრენდი და დასაქმების ხელშეწყობა“ -გამარჯვებული. ასევე, სულ ახლახან „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის „მიკრო და მცირე მეწარმეობა 2022“-ის გრანტის გამარჯვებულიც გავხდი. მეამაყება, რომ ჩემი შრომა დაფასდა.

 

 

რას სთავაზობს „დოდოკა“ საზოგადოებას?

საზოგადოებას ვთავაზობთ ქალის, ბავშვისა და მამაკაცის ნაქსოვ ტანისამოსსა და აქსესუარებს. ვქმნით ხარისხიან, ორიგინალურ და ექსკლუზიურ მოდელებს.

აღსანიშნავია, რომ ბრენდის სამოსი იყიდება როგორც საქართველოს ყველა რეგიონში, ასევე საზღვრებს გარეთაც, რაც, დამეთანხმებით ალბათ, დიდი პასუხისმგებლობაა. სასიხარულოსთან ერთად, საპასუხისმგებლო მისიაა ჩემთვის.

 

კოლექციის შესაქმნელად რისგან იღებთ ყველაზე დიდ ინსპირაციას?

ინსპირაცია შემიძლია მივიღო ყველაფრისგან, მათ შორისაა ჩემი საოცარი ქალაქი ბათუმი, რომელიც დიდ ენერგიას მაძლევს.

ამჟამად ვმუშაობთ ზაფხულის კოლექციაზე. ამ სეზონზე აქტუალურია საცურაო კოსტიუმებზე გადასაცმელები, ნაქსოვი საცურაო კოსტიუმები, ტოპები და სარაფნები, რომელთა ინსპირაციაც ისევ და ისევ ჩვენი მომხმარებლები არიან.

 

როგორი უნდა იყოს სამოსი – ტრენდული თუ კომფორტული?

მართალია, თვალს ვადევნებ მსოფლიო მოდის წამყვან ბრენდებსა და ინფლუენსერებს, რომლებიც დღეს ძალიან აქტუალურები არიან ინტერნეტსივრცეში, თუმცა ვფიქრობ, რომ უნდა გეცვას ის, რაც მოგწონს და კომფორტულია. ვფიქრობ, ჩემი მომხმარებლისთვის „დოდოკას“ სამოსი კომფორტულია და ამავდროულად, მოდური.

 

 

როგორია „დოდოკას“ მომხმარებელი?

მინდა აღვნიშნო, რომ კოლექციაზე მუშაობისას ჩემთვის მნიშვნელოვანია ფერი, სწორედ ამიტომ ჩემი ნამუშევრები ფერადია. ვფიქრობ, „დოდოკას“ მომხმარებელიც ლაღი, მხიარული ადამიანია, რომელსაც „დოდოკას“ სამოსი ფერად განწყობას უქმნის.

 

როგორ ფიქრობთ, რას მოაქვს წარმატება?

მიზანდასახულობას, შრომასა და მუდმივ განვითარებას. ვთვლი, რომ ძალიან შრომისმოყვარე ვარ, ბევრჯერ გამირისკავს, არ გავურბივარ სირთულეებს, მიყვარს ახლის ძიება.

ვფიქრობ, არცერთმა ქალმა არცერთი წუთით არ უნდა შეაჩეროს ბრძოლა წინსვლისა და განვითარებისთვის.

 

სამომავლო გეგმები

ბრენდის მეტი ცნობადობისთვის, საქართველოს მასშტაბით, ვმონაწილეობ სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებში. ასევე, მარკეტინგის კუთხით ვიძენ ცოდნას სხვადასხვა პროექტში ჩართულობით, იქნება ეს ონლაინ თუ ოფლაინტრენინგები.

მჯერა „დოდოკა“ თავის ღირსეულ სიტყვას მომავალშიც იტყვის. სურვილი და მისწრაფება, ქმნიდე ხარისხიანსა და ღირებულს, აუცილებლად დაიმსახურებს უფრო მეტ ნდობასა და სიყვარულს.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: იულია კირეიჩუკ

ასევე გაეცანი

#OK! Bela Borse – ჩანთების მაღაზია მრავალფეროვანი არჩევანით
ინტერვიუ

#OK! Bela Borse – ჩანთების მაღაზია მრავალფეროვანი არჩევანით

June 5, 2023
#OK! ქუთაისში დაბადება დიდი გამართლებაა
OK! Kids

#OK! ქუთაისში დაბადება დიდი გამართლებაა

June 5, 2023
#OK! ღირსეული თამაში
ინტერვიუ

#OK! ღირსეული თამაში

June 5, 2023
#OK! პროფესიული საქმიანობა ტრადიციაა
ინტერვიუ

#OK! პროფესიული საქმიანობა ტრადიციაა

June 5, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! The Weeknd-ის საოცარი გარდასახვა: მომღერალმა Halloween-ისთვის ვიტო კორლეონეს საკულტო იმიჯი გააცოცხლა

#OK! The Weeknd-ის საოცარი გარდასახვა: მომღერალმა Halloween-ისთვის ვიტო კორლეონეს საკულტო იმიჯი გააცოცხლა

November 1, 2021
#OK! 76 წლის Cher-მა Balmain-ის ჩვენება დახურა (ვიდეო)

#OK! 76 წლის Cher-მა Balmain-ის ჩვენება დახურა (ვიდეო)

September 29, 2022
#OK! არიანა გრანდემ ქორწილის ფოტოთი ინსტაგრამის რეკორდი მოხსნა

#OK! არიანა გრანდემ ქორწილის ფოტოთი ინსტაგრამის რეკორდი მოხსნა

May 28, 2021
#OK! თავისუფლება არის ის, რისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ – ექსკლუზიური ინტერვიუ: გიორგი გახარია, მარიკა ფანცულაია, ანა გახარია

#OK! თავისუფლება არის ის, რისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ – ექსკლუზიური ინტერვიუ: გიორგი გახარია, მარიკა ფანცულაია, ანა გახარია

October 11, 2021

კვირის ჰიტები

#OK! რაგბი ცხოვრებას ნიშნავს

#OK! რაგბი ცხოვრებას ნიშნავს

May 31, 2023
#OK! ვარდ-ლიმონ-იასამნის სურნელი

#OK! ვარდ-ლიმონ-იასამნის სურნელი

May 31, 2023
#OK! პროფესია ჟურნალისტი

#OK! პროფესია ჟურნალისტი

June 2, 2023
#OK! მარიკა მაჩიტიძის ქუთაისი

#OK! მარიკა მაჩიტიძის ქუთაისი

June 5, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×