ჟურნალ OK!-ის მკითხველი მულტიპროფილურ კლინიკა „ენმედიცს“ კარგად იცნობს. დღეს კი უფრო ვრცლად ვისაუბრებთ კლინიკის ლაბორატორიის შესახებ, რომელსაც ბაზარზე გამოარჩევს მაღალი ხარისხის უახლესი აპარატურა. ასევე, აქ შესაძლებელია საზღვარგარეთ გაგზავნის გარეშე 1000-ზე მეტი კვლევის ჩატარება უმოკლეს დროში ხელმისაწვდომ ფასად. გარდა ამისა, კლინიკას აქვს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატი – ISO, რაც თავის მხრივ მრავალწლიანი გამოცდილების, პროფესიონალი ექიმების, ულტრათანამედროვე აპარატურის, თანამედროვე მიდგომების და კვლევის უახლესი მეთოდების დანერგვის დამსახურებაა. უფრო ვრცლად ამ თემის შესახებ, კლინიკა „ენმედიცის“ ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ მოდებაძემ ისაუბრა.
თქვენი აზრით, რა განასხვავებს „ენმედიცს“ სხვა სამედიცინო დაწესებულებებისგან?
„ენმედიცი“ თანამედროვე ტექნოლოგიებით და უახლესი, მაღალი ხარისხის აპარატურით აღჭურვილი მულტიპროფილური კლინიკაა. კლინიკა საქართველოში ენდოკრინული სამსახურის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ვაჟა ივერიელმა დააარსა. ბატონი ვაჟა ივერიელის მოწაფეების, უფროსი თაობის გამოცდილება და პროფესიონალიზმი ჰარმონიულად არის შერწყმული ახალგაზრდა თაობის შემართებასა და ახლის ძიების სურვილთან, რაც განაპირობებს თითოეული პაციენტის მიმართ თბილ, გულისხმიერ დამოკიდებულებას და თანამედროვე სტანდარტებით მკურნალობას.
გვესაუბრეთ „ენმედიცის“ ლაბორატორიის უპირატესობებზე…
კლინიკაში სხვა მიმართულებებთან ერთად, ლაბორატორიულ სამსახურს დიდი ყურადღება ეთმობა. ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უახლესი ანალიზატორებით. აქ 1000-ზე მეტი კვლევა ტარდება სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: იმუნოლოგია, კოაგულაცია, ჰემატოლოგია, ბიოქიმია, ასევე მაღალი ხარისხით სრულდება ციტოლოგიური, მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევები.
კლინიკას გააჩნია რამდენიმე საოპერაციო ბლოკი და ხშირად ოპერაციის მიმდინარეობის დროს საჭიროა სწრაფი მორფოლოგიური კვლევის ჩატარება ოპერაციის მასშტაბის განსაზღვრისათვის, რისთვისაც თანამედროვე გამყინავი მიკროტომი გამოიყენება, რაც სისწრაფესთან ერთად კვლევის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე აპარატურასა და ანალიზატორებს სპეციფიკური მოვლა და მაღალკვალიფიციური პერსონალი ესაჭიროება. სწორედ ამიტომ კლინიკა სისტემატურად აგზავნის ინჟინრებსა და ლაბორანტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კვალიფიკაციის დონის ასამაღლებლად.
საჭიროების შემთხვევაში, ახალი კვლევების დასანერგად ლაბორატორიას აქვს, როგორც ტექნიკური, ასევე ინტელექტუალური რესურსი.
ნერგავთ თუ არა სიახლეებს დიაგნოსტიკურ ტექნოლოგიაში?
მოგეხსენებათ, რომ დღეს ტექნოლოგიები უსწრაფესად ვითარდება, იხვეწება აპარატურა და გამოკვლევების ხარისხი. ჩვენი კლინიკა ცდილობს უმოკლეს დროში დანერგოს არსებული მიღწევები. ევროპაში სულ ახლახან დაიწყეს აქტიური ვიტამინ B12-ის კვლევა. აღნიშნული კვლევა ჩვენს ლაბორატორიაში მალევე დაინერგა და წარმატებით ხორციელდება. ასევე, საქართველოში პირველებმა დავნერგეთ საკვების მიმართ ინტოლერანტობის ტესტი 221 საკვებ პროდუქტზე. კვლევა ადგენს, აქვს თუ არა პაციენტს ამ პროდუქტებიდან რომელიმე მათგანზე აუტანლობა, რაც, თავის მხრივ, შეიძლება სხვადასხვა პათოლოგიის საფუძველი იყოს.
გარდა ამისა, უკვე ადგილზეა მძიმე მეტალების საკვლევი ანალიზატორი, რომელიც ატომურ-აბსორბციული (გრაფიტული) მეთოდით აწარმოებს ისეთი ელემენტების კვლევას, როგორიცაა: ფტორი, სელენი, ტყვია, თუთია. ეს კვლევები ეხმარება ექიმს მედიკამენტის თერაპიული დოზის შერჩევასა და სხვადასხვა პათოლოგიის ეფექტურ მართვაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა კვლევა ადგილზე ტარდება, არ იგზავნება სხვა ქვეყანაში, ეს კი განაპირობებს კვლევის დაბალ ფასს და შესრულების მოკლე ვადას.
როგორ ფიქრობთ, რა არის „ენმედიცის“ წარმატების მთავარი საიდუმლო?
კლინიკა „ენმედიცის“ ლაბორატორია უკვე მრავალი წელია მონაწილეობს შვეიცარიის გარე ხარისხის შეფასების პროგრამაში, რომელიც მოწოდებულია შვეიცარიის ხარისხის კონტროლის ცენტრის მიერ. მონიჭებული გვაქვს ხარისხის ISO სტანდარტი, ასევე შემუშავებული გვაქვს ხარისხის კონტროლის გარკვეული შიდა პროცედურები.
ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ გუნდურ მუშაობას, თითოეული რგოლი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მისთვის დაკისრებულ მოვალეობას. ყოველივე ეს კი განაპირობებს ჩვენთან ჩატარებული კვლევების მაღალ საიმედოობას, სიზუსტესა და ხარისხს.
გაგვაცანით თქვენი სამომავლო გეგმები…
თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად, ჩვენი კლინიკის პრიორიტეტია გაფართოება საქართველოს მასშტაბით, რათა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უფრო მარტივი და მოსახერხებელი იყოს კლინიკის სერვისებით სარგებლობა.
ამჟამად გვაქვს ფილიალი ბათუმში, თბილისში, კერძოდ, ვაკესა და დიღომში. სულ ახლახან გავხსენით კიდევ ერთი ფილიალი დიდ დიღომში, სადაც სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაციებსა და ლაბორატორიულ კვლევებთან ერთად, თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი ფუნქციონირებს.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი