• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion News

#OK! ვინ არის სინტია ნიქსონისთვის “სტილის აიქონი” – გაიცანით Sex and the City-ის ვარსკვლავი, ამერიკელი მსახიობი და აქტივისტი

March 15, 2023
საკითხავი დრო: 3 mins read

სინტია ელენ ნიქსონი არის ამერიკელი მსახიობი, აქტივისტი და თეატრის რეჟისორი. ფართო საზოგადოებამ სინტია HBO-ს გახმაურებული სერიალის Sex and the City-ში მირანდა ჰობსის პერსონაჟის განსახიერებით გაიცნო.

სინტია სამსახიობო საქმიანობის გარდა უკვე რამდენიმე წელია, რაც სოციალურ საქმიანობაშიაა ჩართული. ის უკვე წლებია, რაც LGBTQ უფლებებს იცავს და მათი თანასწორობისთვის იბრძვის. სინტია ასევე ქალთა უფლებების დამცველია, ის Women’s March-ზე სიტყვით გამოვიდა, 2018 წელს კი აქციაზე საკუთარი შვილებიც კი წაიყვანა. 2020 წელს ნიქსონმა გადაწყვიტა ბედი პოლიტიკაში ეცადა, ის ნიუ-იორკის გუბერნატორობისთვის იბრძოდა, თუმცა არჩევნებში ენდრიუ კუომოსთან დამარცხდა.

მრავალწლიანი სამსახიობო, სოციალური თუ პოლიტიკური მოღვაწეობის შემდეგ საზოგადოება სინტიას „ახლოს“ მაინც არ იცნობს, რადგან ნიქსონი იშვიათად თანხმდება ინტერვიუებს და ჟურნალის გარეკნებზეც იშვიათად ხვდება. წარმოგიდგენთ მსახიობისა და აქტივისტის გულახდილ ინტერვიუს, სადაც საკულტო სერიალის ვარსკვლავი საკუთარ პრიორიტეტებზე საუბრობს.

ჩემს პერსონალურ სტილს კარგად გამოხატავს ვერცხლის სამკაულები, განსაკუთრებით ძველი ამერიკული, ინდური თუ მაროკოს სტილის.

ნივთი, რომელიც ბოლოს ვიყიდე და ძალიან მიყვარს, არის ჩაის უზარმაზარი ფინჯანი, რომელსაც აწერია Queer, ის ნიუ-იორკში, Fishs Eddy-ში ვიყიდე.

საუკეთესო სუვენირები, რომლებიც სახლში ჩამოვიტანე არის ფერადი ხალიჩები, რომლებიც მაროკოში ვიყიდე, მათ ამჟამად Montauk-ში არსებულ სახლში ვინახავ.

საუკეთესო წიგნი, რომელიც ბოლო წლებში წამიკითხავს, არის Smile: The Story of a Face, რომლის ავტორიც Sarah Ruhl-ია.

ჩემთვის „სტილის აიქონი“ არის მსახიობი და პროდიუსერი კრისტინ ბარანსკი. ჩვენ ძალიან დიდი ხანია მეგობრები ვართ. მისი თმა, გარეგნობა, ჩაცმისა და ცხოვრების სტილი, ყველაფერი მომწონს. მასზე უკეთესი კომიკოსი მსახიობი, ან კეთილშობილი ადამიანი არ არსებობს. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო მასთან ერთად მუშაობა The Gilded Age-ის გადაღებების პერიოდში.

საუკეთესო საჩუქარი, რაც ბოლო ხანებში მიმიღია, არის ჩექმები სარა ჯესიკა პარკერის ფეხსაცმლის ხაზიდან. მან ეს ფეხსაცმელები მაჩუქა, როდესაც And Just Like That-ის გადაღებებზე ვიყავით. ისინი ძალიან კომფორტულია და ძალიან მიყვარს.

მე მაქვს ჩაიდნების კოლექცია, რომლებსაც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას ვყიდულობ და ვაგროვებ. ზოგი დედასგან და ბებიასგან მერგო მემკვიდრეობით. ჩაის ყოველდღე ვსვამ, ასე რომ ჩემთვის დახვეწილი დიზაინისა და საინტერესო ისტორიის მქონე ანტიკური ჩაიდნები ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემს მაცივარში ყოველთვის იპოვითავოკადოს, მუხუდოს, ხახვს, შემწვარ კარტოფილს, კომბოსტოსა და სხვადასხვა სალათებს. ასევე ლურჯ ყველს, შებოლილ ორაგულს, კვერცხს, ნივრის ზეთსა და სახლში დამზადებულ Kombucha-ს. ძალიან მიყვარს საჭმელების მომზადება და სახლშიც ხშირად ვამზადებ.

ნივთი, რომელიც ბოლოს შევმატე გარდერობს, არის შავი, გრძელი საწვიმარი, რომელიც Sweaty Betty-ში ვიყიდე. ის ძალიან მოდური და პრაქტიკულია.

საუკეთესო რჩევა, რაც კი ოდესმე მიმიღიაჩემი მისამართით არ იყო ნათქვამი, მაგრამ ძალიან მომწონს და ცხოვრებაშიც, ვფიქრობ, ძალიან გამომადგა. ლორენს ოლივიერს ერთხელ ჰკითხეს: რა იქნებოდა ყველაზე მნიშნელოვანი რჩევა, რასაც ახალგაზრდა მსახიობს მისცემდა, მან კი უპასუხა: „როგორ გავხდეთ ასაკიანი მსახიობი“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რატომ ხართ ამ საქმეში და რა დაგეხმარებათ იმაში, რომ შეინარჩუნოთ ეს ყველაფერი და თუნდაც 30 წლის შემდეგაც იყოთ დაფასებული“.

Photo © Claire Rothstein for Girls. Girls. Girls. / Courtesy of SEE MANAGEMENT

არტისტი, რომლის ნამუშევრებსაც შევაგროვებდი, რომ შემეძლოს, არის კარა ვოლკერი. ჩვენი შვილები სკოლაში ერთად დადიოდნენ და მისი რამდენიმე ნამუშევარი აუქციონზე შევიძინე. დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი სხვებსაც. ასევე ძალიან მომწონს ლუსიენ ფროიდის ნახატები. რაღაც განსაკუთრებული თითქოს არაფერია მასში, მაგრამ გროტესკული და ძალიან საინტერესოა ჩემთვის.

Photo © Claire Rothstein for Girls. Girls. Girls. / Courtesy of SEE MANAGEMENT

ადგილი, სადაც ერთი სული მაქვს დავბრუნდე, არის Nantucket-ის მშვენიერი ადგილები, მასაჩუსეტსთან ახლოს. ბევრი წელია არ ვყოფილვარ, მაგრამ მახსოვს როგორი საოცარი გარემოა იქ და დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი.

სილამაზის პროდუქტები, რომლებსაც სულ ვიყენებ, არის Aurelia Cell Repair-ის ღამის ზეთი და Cicapair Tiger Grass Colour Correcting Treatment კრემი.

Photo © Claire Rothstein for Girls. Girls. Girls. / Courtesy of SEE MANAGEMENT
გაიგე მეტი: Sex And The Cityსინტია ნიქსონი

ასევე გაეცანი

#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი  -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ
OK! News

#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ

October 9, 2025
#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს
OK! News

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

October 8, 2025
#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს
OK! News

#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

October 8, 2025
#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის ცნობილ სერიალში გადაიღეს
OK! News

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის ცნობილ სერიალში გადაიღეს

October 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დუა ლიპა PUMA-ს უახლეს კამპანიაში

#OK! დუა ლიპა PUMA-ს უახლეს კამპანიაში

April 22, 2021
OK! Fercoss – ოქროს ნაკეთობებად ქცეული სურვილები

OK! Fercoss – ოქროს ნაკეთობებად ქცეული სურვილები

November 12, 2021
#OK! მამაკაცების გამორჩეული მაკიაჟი “მეტ გალას” გასული წლების ღონისძიებებიდან

#OK! მამაკაცების გამორჩეული მაკიაჟი “მეტ გალას” გასული წლების ღონისძიებებიდან

April 20, 2023
#OK! Coming Soon…

#OK! Coming Soon…

November 9, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

October 6, 2025
#OK! „მკაცრი დედა ვარ“ – ჯულია რობერტსი

#OK! „მკაცრი დედა ვარ“ – ჯულია რობერტსი

October 7, 2025
#OK! აფხაზმა მოდელმა, ადიცა ბერძენიამ Chanel-ის ჩვენება გახსნა

#OK! აფხაზმა მოდელმა, ადიცა ბერძენიამ Chanel-ის ჩვენება გახსნა

October 7, 2025
#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

October 9, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები