პალესტინელი წარმოშობის მოდელს ბელა ჰადიდსა და ამერიკელ პოპვარსკვლავს სელენა გომესს საერთო მეგობრების გარდა ყოფილი მეგობარი მამაკაციც აკავშირებთ. წლების განმავლობაში, საზოგადოებას ეგონა, რომ ბელასა და სელენას შორის უთანხმოება სუფევდა, თუმცა პოპვარსკვლავის ახალმა განცხადებამ საპირისპირო რამ დაამტკიცა. სელენამ ცოტა ხნის წინ წარბების ლამინირება გაიკეთა და გამომწერებს საკუთარი შედეგი გაუზიარა: “ჩემი სახელი, ჩემი სახელია… სელენა გომესი… ხედავთ? ჩემი სახელი სექსუალურიც კი არ არის… წარბების ლამინირება გავიკეთე, თუმცა ზედმეტი მომივიდა… ნეტავ, ისეთი ლამაზი ვიყო, როგორიც ბელა ჰადიდია”- სოციალურ მედიაში სელენა გომესის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.