ქეით მიდლტონი, სასექსის ყოფილი ჰერცოგინია, ამჟამად კი უკვე სამეფო ოჯახის ყველაზე დახვეწილი და გემოვნებიანი სტატუსის მქონე პრინცესა დღეს, 9 იანვარს, 41 წლის გახდა. ქეითს დიდი ხანი დასჭირდა იმისთვის, რომ საზოგადოების თვალში სტილის საკულტო ვარსკვლავი გამხდარიყო, მას უკვე ჩამოყალიბებული აქვს საკუთარი ხელწერა, რომელიც ხშირად მისი საყვარელი მაღალი მოდის ბრენდის Alexander McQueen-ის სამოსით მრავალფეროვნდება. ქეთის სტილი რადიკალურად 2002 წლის შემდეგ შეიცვალა, როდესაც ის შოტლანდიაში, St. Andrews University-ის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა. სწავლის დასრულების შემდეგ 2005 წელს მან მუშაობა Jigsaw-ში დაიწყო, რამაც მისი სტილის განვითარებას ხელი ნამდვილად შეუწყო, 2011 წლის სამეფო ქორწილის შემდეგ კი ბუნებრივიცაა, რომ ქეითმა საკულტო სტილის ვარსკვლავის სტატუსი რამდენიმე წელშივე მოიპოვა. პრინცესას დაბადების დღეზე წარმოგიდგენთ მის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ჩაცმულობებს, როდესაც მან ლეგენდარული ბრენდის “ალექსანდრ მაკქუინის” სამოსი მოირგო.