ლეონარდო დიკაპრიოს პირადი ცხოვრება 2022 წლის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა. ვარსკვლავი წელს მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა მოდელ კამილა მორონეს, რის შემდეგაც ხვდება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელს ჯიჯი ჰადიდს და ამ ურთიერთობუს დასრულების შემდეგ კი დაიწყო რომანი 23 წლის მსახიობ ვიქტორია ლამასთან. როგორც იცით, საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ლეონარდო დიკაპრიო 25 წელს ზემოთ გადაცილებულ ქალბატონებს არ ხვდება, ჯიჯი ჰადიდს კი 27 წლის ასაკში ხვდებოდა. როგორც ჩანს, ლეომ აღნიშნული ურთიერთობის შემდეგ გადაწყვიტა თავისი პრინციპებისთვის არ ეღალატა და ამჯერად 23 წლის მსახიობს ხვდება. ახალი ვარსკვლავური წყვილის პაპარაცული ფოტოები რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.