• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! მაროს სახელით გენდერული თანასწორობისთვის

November 1, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

საქართველოს ისტორიას უამრავი ქალი ახსოვს, რომლებმაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს ქვეყნისა თუ საზოგადოების განვითარებაში არაერთი კუთხით. OK!-ის აქვს პატივი, გაგაცნოთ იმ მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ, რაც UNFPA-მ და კომპანია Avon-მა წამოაყენეს − კიდევ ერთი ქალის გამოსახულებიანი ფულის კუპიურა საქართველოს. ამის შესახებ OK!-ის კომპანია Avon-ის დირექტორი ანა ცხადაძე ესაუბრა.

რას ემსახურება აღნიშნული კამპანია?

მაროს სახელით ვიწყებთ კამპანიას გენდერული თანასწორობისთვის, რადგან მიგვაჩნია, რომ სიმბოლურად, ეროვნულ კუპიურაზე ქალის გამოსახვა იქნება ერთი ღირსეული წინგადადგმული ნაბიჯი ამ კუთხით. საქართველოს ისტორიას ჰყავს უამრავი ღვაწლმოსილი ქალი, რომლებმაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს ქვეყნისა თუ საზოგადოების განვითარებაში არაერთი კუთხით. შესაბამისად, ქალები მამაკაცებზე არანაკლებ იმსახურებენ, იცნობდეს საზოგადოება მათ როლს და ისევე ხმამაღლა საუბრობდეს მათზე, აფასებდეს მათ, როგორც არაერთ მნიშვნელოვან მამაკაცს ამ კუთხით.

როგორ გაჩნდა იდეა, კიდევ ერთი, ქალის გამოსახულებიანი კუპიურის შექმნის შესახებ?

ფული არის ის, რაც მასობრივი გამოყენების საგანია და ყველას ხელში ხვდება. ამიტომ, თუ სწორედ ფულის კუპიურა გახდებოდა ჩვენი მთავარი ფოკუსი, ამით შევძლებდით ძალიან დიდი აუდიტორიისთვის ხმის მიწვდენას. თანაც, ეროვნული 6 კუპიურიდან მხოლოდ ერთზეა გამოსახული ქალი − თამარ მეფე, დანარჩენ 5-ზე კი მამაკაცები არიან.

პროექტი გულისხმობს კუპიურაზე ეროვნული გმირი ქალის − მარო მაყაშვილის სიმბოლურად გამოსახვას. იდეის ავტორმა, გიორგი პოპიაშვილმა, როდესაც ჩვენგან „ბრიფი“ მიიღო, ასეთი შემოქმედებითი გადაწყვეტილება მოიფიქრა.

რატომ მარო მაყაშვილი?

მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მატერიალისტურ საგანზე ვსაუბრობთ, საზოგადოების ნაწილისთვის მითოსურ-ისტორიული ფიგურები უფრო ადვილად მისაღებია ბანკნოტზე, ვიდრე რეალური, „ხელშესახები“ ადამიანები.

როდესაც იდეაზე მუშაობა დასრულდა, გადავწყვიტეთ, on.ge-ის მეშვეობით ჩაგვეტარებინა გამოკითხვა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ის ქალი, რომელიც იმსახურებს კუპიურაზე გამოსახვას. თანაც, გვინდოდა, ჩვენ ერთპიროვნულად არ მიგვეღო ეს გადაწყვეტილება და საზოგადოებას თავად აერჩია, ვინ იმსახურებდა ყველაზე მეტად იმ 10 ქალიდან, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ასარჩევად. ამ ქალებს შორის იყვნენ პირველი პარლამენტარი ქალები, საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ფემინისტ-აქტივისტები, მხატვრები და ა.შ. გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა კი სწორედ მარო მაყაშვილი აირჩია.

ის ყველაზე ახალგაზრდა ისტორიული ფიგურაა, რომელიც იმ პრობლემებს აჟღერებდა, რომელთა დიდი ნაწილი ჩვენთვის დღესაც აქტუალური და მნიშვნელოვანია: ქალის როლი ოჯახსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, განათლების უფლება და შესაძლებლობა, თავისუფლების აღქმა, ეროვნული თვითგამორკვევა…

რატომ 19-ლარიანი კუპიურა?

კუპიურის ნომინალი არის 19 ლარი. სიმბოლურად ავიღეთ ციფრი 19, რადგან მარო მაყაშვილი იყო 19 წლის, როცა დაიღუპა − 19 თებერვალს წითელ არმიასთან ბრძოლაში ქვეყნის თავისუფლებისათვის.

გარდა იმისა, რომ მარო ეროვნული გმირი ქალია, ის არის 19 წლის გოგონა − რეალური ისტორიით, რეალური განცდებითა და ფიქრებით იმ დროში, როცა ქალების ჩართულობა თანამედროვე პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში საკმაოდ მაღალი იყო. მნიშვნელოვანია საზოგადოებას დავანახვოთ, რომ არ არის აუცილებელი, ეროვნულ კუპიურაზე გამოსახული იყოს მითოლოგიური პერსონა, არამედ შესაძლოა, ეს იყოს არცთუ შორეული წარსულიდან ახალგაზრდა „თინეიჯერი“ გოგონა, რომელიც თავის დღიურში თანაბარი აღტყინებით წერდა ქალის როლზე ოჯახში, ქალების განათლებაზე, სამშობლოს სიყვარულზე და სხვა. გოგონა, რომელმაც თავი შესწირა ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.

 

კომპანია Avon ცნობილია, როგორც კოსმეტიკის, პარფიუმერიისა და თავის მოვლის პროდუქტების კატეგორიაში გლობალური ბრენდი, 135-წლიანი ისტორიით. საქართველოში თქვენ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების გაზრდის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განგიხორციელებიათ. გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი მიმართულებაა?

კომპანია Avon-ი ათეული წლებია უკვე 70-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც ბრენდია წარმოდგენილი მსოფლიო მასშტაბით, იბრძვის გენდერული თანასწორობისთვის, ქალების უფლებების დასაცავად და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად. სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კომპანია, როგორც პასუხისმგებლობიანი ბიზნესი, ერთ-ერთი მოწინავე აქტივისტია მსოფლიოში ამ კუთხით და უკვე 80 მილიონი დოლარის დონაცია აქვს განხორციელებული გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერ პროექტებსა თუ კამპანიებში. მხოლოდ 2020 წელს 270 000-ზე მეტ, გენდერული ნიშნითა და ოჯახში ძალადობის რისკის წინაშე მყოფ ქალს დავეხმარეთ. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის პროექტები ფინანსდება Avon-ის საქველმოქმედო ფონდიდან, რომელშიც კონკრეტული პროდუქტების გაყიდვებიდან შემოსული თანხები აკუმულირდება.

საქართველოში კი, გასულ წელს, ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს UNFPA საქართველოს ოფისთან ერთად, რათა ჩვენს ქვეყანაშიც კიდევ უფრო ხმამაღლა დაგვეწყო საუბარი ამ პრობლემაზე ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციასთან ერთად, როგორიც გაეროს მოსახლეობის ფონდია. Avon-ის ბრენდის ფილოსოფიისა და მთავარი იდეოლოგიის ღერძი არის ქალი − ყველაფერი იწყება და მთავრდება ქალებით, გვაინტერესებს და გვაწუხებს ყველაფერი, რაც ქალებს უკავშირდებათ, ვზრუნავთ მათ კეთილდღეობაზე, ვაძლიერებთ − ჯანმრთელობისა თუ მათი უფლებების დაცვის კუთხით. შესაბამისად, ვინაიდან, სამწუხაროდ, საქართველოში ისევ საკმაოდ მძიმე სტატისტიკა გვაქვს ოჯახში ძალადობისა თუ გენდერული ნიშნით ძალადობის კუთხით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ხელშესახები აქტივიზმი დაგვეწყო. დიდი და მნიშვნელოვანი კამპანია, რომელიც საზოგადოების ფართო მასებს კიდევ ერთხელ დააფიქრებდა ამ პრობლემაზე და ცნობიერებას აუმაღლებდა, თუ რა სახის გამოწვევებსა და სირთულეებს ვაწყდებით ქალები ყოველდღიურ ცხოვრებაში, მამაკაცებისგან განსხვავებით.

სწორედ ეს ყველაფერი გახდა ჩვენი და UNFPA-ის საერთო კამპანიის მიზეზიც და მიზანიც. „მაროს სახელით“ ვსაუბრობთ ქალების პრობლემებზე, ვაერთიანებთ თანამედროვე საზოგადოების მნიშვნელოვან და ღირსეულ წარმომადგენლებს ერთი მიზნით, რომ ღირსეული ნაბიჯი გადავდგათ გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის მისიაში და სიმბოლურად გამოვსახოთ მარო მაყაშვილი ეროვნულ კუპიურაზე.

ტექსტი: მაიკო წერეთელი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 53 წლის ქეით ბლანშეტი Vanity Fair-ის სექტემბრის ნომრის ვარსკვლავია

#OK! 53 წლის ქეით ბლანშეტი Vanity Fair-ის სექტემბრის ნომრის ვარსკვლავია

September 8, 2022
#OK! ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე კორეელ მამაკაცზე დაინიშნა

#OK! ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე კორეელ მამაკაცზე დაინიშნა

May 27, 2024
#OK! ფოკუსშია ქალი

#OK! ფოკუსშია ქალი

March 2, 2022
#OK! ანაპეა – ნატურალური ღვინის კონცეფცია

#OK! ანაპეა – ნატურალური ღვინის კონცეფცია

November 3, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

July 8, 2025
#OK! SPOILER ALERT:  „Squid Game“ – ის ბოლო სცენაში ქეით ბლანშეტი გამოჩნდა

#OK! SPOILER ALERT: „Squid Game“ – ის ბოლო სცენაში ქეით ბლანშეტი გამოჩნდა

July 8, 2025
#OK! ვინ იქნება ახალი ჯეიმს ბონდი?

#OK! ვინ იქნება ახალი ჯეიმს ბონდი?

July 5, 2025
#OK! მოახლე, რომელმაც მსოფლიოში პირველი სილამაზის სალონი გახსნა – მართა ჰარპერის ისტორია

#OK! მოახლე, რომელმაც მსოფლიოში პირველი სილამაზის სალონი გახსნა – მართა ჰარპერის ისტორია

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები