• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Techno

#OK! სანდრო ბოლქვაძე – OK! Techno Book-ის მოწვეული რედაქტორი

December 2, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

OK! Techno Book-ის მოწვეულ რედაქტორს − სანდრო ბოლქვაძეს წარმოგიდგენთ, რომელიც უკვე არაერთხელ ყოფილა ჩვენი ჟურნალის ობიექტივში სხვადასხვა მიმართულებითა თუ წამოწყებით. ამჯერად კი ვეცადეთ ყველა ამ მნიშვნელოვანი თემისთვის ერთად მოგვეყარა თავი და ჩვენი მკითხველისთვის კიდევ ერთი დასამახსოვრებელი და საინტერესო Book-ი შეგვეთავაზებინა. მანამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს, სადაც უკეთ გაეცნობით ინფორმაციას მის მიერ მიღებული გამოცდილების, განვლილი გზისა და განხორციელებული პროექტების შესახებ.

სანდრო, თქვენ არაერთხელ ყოფილხართ ჟურნალ OK!-ის რესპონდენტი. ამჯერად Techno Book-ის მოწვეული რედაქტორი ბრძანდებით. გაგვიზიარეთ ამ გამოცდილების შესახებ. ყოფილხართ თუ არა აქამდე მსგავს ამპლუაში და რამდენად საინტერესო იყო მუშაობის პროცესი?

Techno Book-ის მოწვეული რედაქტორობა ჩემთვის ძალიან საინტერესო და ახალი გამოცდილებაა. ვფიქრობ, ამით უფრო ახლოს მივედი მკითხველთან, ვიდრე მანამდე ვყოფილვარ. ვგრძნობ როგორც პასუხისმგებლობას, ასევე შესაძლებლობას. გარდა ამისა, უშუალოდ წერის პროცესი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. შევეცადე ანალიტიკური ესეის სტრუქტურით გადმომეცა საკუთარი აზრები და სათქმელი მაქსიმალურად გამემარტივებინა.

რომელი თემები შეარჩიეთ OK! Techno Book-ის მკითხველისთვის?

OK!-ის მკითხველებისთვის შევარჩიე ისეთი თემები, რომლებიც გამოხატავს ჩემს დამოკიდებულებას სხვადასხვა პროცესის მიმართ ტექნოლოგიების სფეროში. შევეცადე ამეხსნა, როგორ და რატომ მივედი არსებულ პროექტებამდე და გადაწყვეტილებამდე. ასევე, შევეცადე გამეზიარებინა საკუთარი შეხედულებები როგორც სტარტაპის, ასევე კორპორაციული კულტურისა და ზოგადად, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართ.

გვიამბეთ თქვენს ამჟამინდელ საქმიანობასა და მიღწევებზე.

ამჟამად ჩვენ წარმატებით დავნერგეთ Sfero ქართულ ბაზარზე და პლატფორმა ძალიან სწრაფად იზრდება, უკვე ასობით ადამიანი დასაქმდა მისი საშუალებით. გარდა ამისა, მონტესორის საბავშვო ბაღში ადმინისტრირების ნაწილში აღარ ვარ ჩართული, თუმცა აქტიურად ვაწარმოებ კომუნიკაციას მონტესორის საერთაშორისო ასოციაციასთან ჰოლანდიაში, რათა კიდევ უფრო უკეთესი პროგრამები დავნერგოთ სკოლამდელ აღზრდაში. ამავდროულად, ვმუშაობ საერთაშორისო კომპანია One Smart Star-ში, კორპორაციული გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე საქართველოს რეგიონში.

გარდა ამისა, თავისუფალ დროს ვუთმობ ახალი მიმართულებების შესწავლას ვებტექნოლოგიებში. ჩემი აზრით, ძალიან ახლოს არის ინტერნეტის ახალი ეპოქა, რომელიც საოცრად დიდ ცვლილებებსა და შესაძლებლობებს მოგვანიჭებს. მე ვფიქრობ, რომ ეს გლობალიზაციის ახალ ეტაპს უკავშირდება, სადაც ტექნოლოგიების მფლობელები არა კერძო კომპანიები, არამედ ყველანი ვიქნებით.

რა გზა გაიარეთ დღევანდელ დღემდე?

სკოლის დასრულების შემდეგ, პროფესიის შერჩევის პროცესში, არჩევანის წინაშე დავდექი. სამ ალტერნატიულ ვარიანტს განვიხილავდი: მუსიკა, არქიტექტურა და ბიზნესის ადმინისტრირება. არჩევანი შევაჩერე ბიზნესის ადმინისტრირებაზე, საიდანაც დაიწყო ჩემი საკმაოდ საინტერესო პროფესიული ცხოვრება. მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც პირველად დავიწყე მუშაობა. მას შემდეგ არაერთი კუთხით განვავითარე საკუთარი შესაძლებლობები − IT-მენეჯმენტის, ფინანსების, ბიზნესის მოდელირებისა და სხვა მიმართულებებით. შესაბამისად, სწავლასთან ერთად, ძალიან დიდ დროსა და ენერგიას ვუთმობდი მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და იმის გაგებას, თუ საბოლოოდ რა მიმართულებით მსურდა მუშაობის გაგრძელება. როდესაც ბაკალავრიატი დავხურე, მივხვდი, რომ სფერო, რომელიც მაინტერესებდა, იყო სტატისტიკური ანალიზი და ზოგადად, ბიზნესის მენეჯმენტი. სწორედ მაშინ ვცადე პირველად საკუთარი თავი წარმოების მიმართულებით. ლერი მილდიანთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი და ვმუშაობდი ქარხნებისა და საწარმოების შექმნაში, ასევე − ტურისტულ სექტორში. ვითვლიდი და ვაკეთებდი პროგნოზებს, ვქმნიდი ორგანიზაციულ სტრუქტურას და ვასაქმებდი ადამიანებს. დღეს მაქსიმალური ძალისხმევა დავუკავშირე ახალი ტექნოლოგიების კვლევასა და შექმნას. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, რადგან სწრაფად იძლევა პროცესების უკეთესობისკენ გარდაქმნის შესაძლებლობას.

როდის დაინტერესდით პირველად ტექნოლოგიებით?

ჩემი აზრით, ადამიანის გზა იწყება სწორედ მაშინ, როცა მას უყალიბდება საკუთარი თავის შეცნობის უნარი. მაგალითად, ბავშვები საკუთარ თავს არა სახელით − მესამე პირში, არამედ „მე“-თი მიმართავენ.

ჩემი გზაც ალბათ პატარა ასაკში დაიწყო, როდესაც დავინტერესდი ასტრონომიით, ანთროპოგენეზით და ბიოლოგიით. ძალიან მაინტერესებდა რა ხდებოდა კოსმოსში, სხვა პლანეტებზე, როგორ მუშაობდნენ ტელესკოპები და ხელოვნური თანამგზავრები. ალბათ სწორედ მაშინ გამიჩნდა ტექნოლოგიების მიმართ სიყვარული, რომელიც უნივერსიტეტის ბოლო კურსებზე გამოვლინდა. სწორედ მაშინ შემიპყრო ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სურვილმა.

გვესაუბრეთ საქართველოს მაგალითზე. როგორ ვითარდება ტექნოლოგიები და ტექნოლოგიებით დაინტერესება საზოგადოების მხრიდან?

ღრმად მწამს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, იყოს ტექნოლოგიური განვითარებით გამორჩეული არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალური მასშტაბითაც, რადგან არაერთი ძალიან კარგი სტარტაპია შექმნილი, თუმცა სწრაფ ტექნოლოგიურ ზრდას ორი ფაქტორი აფერხებს: ერთი ის, რომ არშემდგარი სტარტაპები აქტიურად სუბსიდირდება და მეორე − საზოგადოების გარკვეული ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი სიახლეების მიმართ.

რას ურჩევდით დამწყებ ტექნოლოგებს?

დამწყებ მეწარმეებს ტექნოლოგიურ სფეროში ვეტყოდი შემდეგს: დასვით შეკითხვა, თუ რომელ პრობლემას აგვარებს თქვენი ტექნოლოგია, შემდეგ იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ მოაგვარებთ ამ პრობლემას და ბოლოს დაიწყეთ ტექნოლოგიის შექმნა მაშინ, როდესაც დარწმუნდებით, რომ თქვენი ტექნოლოგია ყველაზე მარტივად აგვარებს იდენტიფიცირებულ პრობლემას.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენ აქცენტი გავამახვილეთ გლობალურ ტექნოლოგიებზე და გლობალურ კონკურენციაზე. ვფიქრობ, ჩვენი პროექტები კონკურენტული იქნება საერთაშორისო ბაზარზე. გარდა ამისა, ვაპირებთ ისეთი ტექნოლოგიების შექმნას, რომელიც ბიზნესმოდელს გარდაქმნის და გახდის უფრო შედეგზე ორიენტირებულს, რითაც მოიგებს როგორც საბოლოო მომხმარებელი, ასევე კომპანია.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ამწე ლიფტი ჟირაფი – საჭირო სერვისი ბაზარზე
Uncategorized

#OK! ამწე ლიფტი ჟირაფი – საჭირო სერვისი ბაზარზე

July 18, 2025
#OK! პრაიმი ფოთში – ხარისხზე ორიენტირებული სერვისები
ინტერვიუ

#OK! პრაიმი ფოთში – ხარისხზე ორიენტირებული სერვისები

July 17, 2025
#OK! Pullman Tbilisi Axis Towers – თანამედროვე სტუმარმასპინძლობის ახალი სტანდარტი
OK! Business

#OK! Pullman Tbilisi Axis Towers – თანამედროვე სტუმარმასპინძლობის ახალი სტანდარტი

July 17, 2025
#OK! Greenwood Hotel  შენი იდეალური დასვენებისთვის
ინტერვიუ

#OK! Greenwood Hotel შენი იდეალური დასვენებისთვის

July 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ლოტუსი – #1 აღიარებული ეპილაციის შემსწავლელი ცენტრი საქართველოში

#OK! ლოტუსი – #1 აღიარებული ეპილაციის შემსწავლელი ცენტრი საქართველოში

March 6, 2023
#OK! “K2 group” – უმაღლესი ხარისხი და სტარტეგიული ადგილმდებარეობა

#OK! “K2 group” – უმაღლესი ხარისხი და სტარტეგიული ადგილმდებარეობა

September 30, 2023
#OK! სამანტა ჯონსს საკულტო სერიალში  „And Just Like That“ -ში ვიხილავთ!

#OK! სამანტა ჯონსს საკულტო სერიალში „And Just Like That“ -ში ვიხილავთ!

June 1, 2023
#OK! ლილი კოლინსი Emily In Paris-ის მეორე სეზონის გადასაღებ მოედანზე

#OK! ლილი კოლინსი Emily In Paris-ის მეორე სეზონის გადასაღებ მოედანზე

May 16, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ჩვეულებრივი მომენტები დაუვიწყარი ისტორიის ნაწილია – სელფის ახალი კამპანია  რეალური საზაფხულო ამბების გასაზიარებლად გვიწვევს

#OK! ჩვეულებრივი მომენტები დაუვიწყარი ისტორიის ნაწილია – სელფის ახალი კამპანია რეალური საზაფხულო ამბების გასაზიარებლად გვიწვევს

July 25, 2025
#OK! საზაფხულო რჩევები ქალბატონებს

#OK! საზაფხულო რჩევები ქალბატონებს

July 22, 2025
#OK! 21 ივლისიდან მზე ლომის ნიშანში გადადის – გაიცანით 10 ცნობილი ლომი

#OK! 21 ივლისიდან მზე ლომის ნიშანში გადადის – გაიცანით 10 ცნობილი ლომი

July 19, 2025
#OK!  რჩევები განსხვავებული მოგზაურობისთვის –  მსოფლიოს ყველაზე უცნაური სასტუმროები

#OK! რჩევები განსხვავებული მოგზაურობისთვის – მსოფლიოს ყველაზე უცნაური სასტუმროები

July 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები