25 წლის იუბილე „ბეკომ“ სრულიად განსხვავებული, დახვეწილი დიზაინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ახალი ხაზის Beyond-ის პრეზენტაციით აღნიშნა. აღნიშნულ ხაზში გაერთიანებული ყველა პროდუქტი გამოირჩევა ახალი, ფუნქციური დიზაინის, უფრო ღრმა გაზქურებით, გაგრილების სისტემით, გლუვი ზედაპირებით, განიერი კარით, პროდუქციის შენახვის გაუმჯობესებული სისტემით, ბრენდის DNA კი ერთი საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდა: Live like a Pro („იცხოვრე პროფესიონალივით“).
მომხმარებელთა ნდობა კომპანიამ წლების განმავლობაში მომსახურების მაღალი დონით, ინოვაციური ტექნიკით, პროდუქციის ფართო ასორტიმენტითა და კადრების პროფესიონალიზმით მოიპოვა. „ბეკოს“ ამ წარმატებულ საქმიანობას კი სტრატეგია − „იცხოვრე ჩემპიონივით!“ აერთიანებს. განვლილ გზაზე, გამოწვევებსა და მიღწევებზე ჟურნალი OK! ესაუბრა „ბეკო საქართველოს“ გენერალურ დირექტორ მეჰმეთ მელექს და „ბეკო საქართველოს“ PR-ისა და მარკეტინგის ხელმძღვანელ ხატია ტყებუჩავას.
(მეჰმედ მელექი): „დღეისათვის ჩვენ წარმოვადგენთ მტკიცე, განვითარებაზე ორიენტირებულ და მომგებიან კომპანიას მასშტაბური მიზნებით, რომელიც საბიუჯეტო გადასახადებისა და დასაქმებულთა რაოდენობით ქართული ეკონომიკის განვითარების საქმეში ღირსეულ ადგილს იკავებს. ჩვენი საქმიანობა ემსახურება როგორც ორმხრივი სარგებლის შექმნას ეკონომიკური კუთხით, ასევე საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებას პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით“.
როგორ განვითარდა და რით განსხვავდება საქართველოს დღევანდელი სამომხმარებლო ბაზარი 25 წლის წინანდელი ბაზრისგან?
თუ 25 წლის წინ მოთხოვნა 4-5 კგ-იან სარეცხის მანქანებზე იყო, დღეს მოთხოვნა 7-8 კგ-იანებზეა. ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, მომხმარებლის სურვილებიც და საჭიროებებიც უფრო გაიზარდა. თავის მხრივ, ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო ხარისხიან და თანამედროვე პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდას.
ბოლო 25 წლის განმავლობაში რა ტიპის გამოწვევებთან მოგიწიათ გამკლავება?
რა თქმა უნდა, პანდემია… ასევე, 2008 წლის ომი. ყველაზე რთული გამოწვევები ეს იყო. განსაკუთრებით კი პანდემია, რადგან ყველა მაღაზია დაკეტილი იყო. მაქსიმალურად ვეცადეთ თანამშრომლების შენარჩუნებას, თუმცა გაგვიჭირდა. მალევე მოვახდინეთ ადაპტირება და სრულად გადავედით ონლაინ მუშაობაზე. სწორედ ასე გადავიტანეთ ეს რთული პერიოდი.
თქვენი აზრით, წლების განმავლობაში რით დაიმსახურა ქართველი მომხმარებლის ერთგულება და სიყვარული „ბეკომ“?
„ბეკო“ არის მსოფლიო ბრენდი, რომელიც წარმოდგენილია 7 კონტინენტზე და 150 ქვეყანაში. მომხმარებლის ერთგულების მოპოვება საკმაოდ რთულია, თუმცა „ბეკომ“ ეს მოახერხა ხარისხიანი პროდუქციით და მომხმარებელთან კომუნიკაციით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კმაყოფილი მომხმარებლის რიცხვი მუდმივად იზრდებოდეს.
რა თავისებურება ახასიათებს ადგილობრივ მომხმარებელს?
საქართველოს აქვს ძალიან თავისუფალი და დინამიკური ბაზარი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ბრენდს შეუძლია აქ შემოსვლა − ეს ქმნის ბაზარზე დიდ კონკურენციას. ამის გამო, მუდმივად ვცდილობთ ვიყოთ ძალიან აქტიურები, ხშირად გვქონდეს აქციები, ინოვაციები, ახალი პროდუქციები. ამასთან, ვცდილობთ ვიყოთ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი. საქართველოში ღვინის დიდი სიყვარულის გამო, უზარმაზარი მოთხოვნაა ღვინის შესანახ მაცივრებზე და საშრობიან სარეცხ მანქანებზე.
ამ ხნის განმავლობაში, რა იყო თქვენთვის ყველაზე გრანდიოზული წამოწყება, რითაც ამაყობთ?
ჩვენი ბრენდისთვის გლობალური მიღწევა „ბარსელონას“ სპონსორობა იყო. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საქართველოს ბაზარზე მხოლოდ პროდუქციას არ ვყიდით, ვცდილობთ ჩავერთოთ ძალიან ბევრ სოციალურ აქტივობაში. „ბეკო“ ყოველთვის იდგა შეჭირვებული ადამიანების გვერდით − აი, ესაა, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ.
რას გულისხმობთ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაში? რას მოიცავს ის?
(ხატია): 25 წლის განმავლობაში „ბეკო“ ყოველთვის ძალიან ჩართული იყო სოციალურ პროექტებში და ეს ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, გვაქვს 20-წლიანი პარტნიორობა „კათარზისთან“ და სხვა თავშესაფრებთან. პანდემიის დროს, როგორც იცით „კათარზისის“ ფორმატი − „სადილი ყველას და ყოველ წელს“, ვმასპინძლობდით 5000-მდე ადამიანს. ბოლო სამი წლის განმავლობაში შევცვალეთ ფორმატი, ამ 5000 ადამიანიდან ვინც ვერ ახერხებს ადგილზე მოსვლას, ყველას პირადად ვაწვდით პროდუქტს.
ასევე, ყოველი წლის 1 ივნისს „ბეკო“ უწყობს დღესასწაულს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვები და მოხუცები. ჩვენი დიდი სურვილია ბავშვებს შევუქმნათ კარგი მომავლის შესაძლებლობები.
ჩვენი კომპანია აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო აქტივობებში. როგორც კომპანიები, ისე ინდივიდუალურად ვეხმარებით ადამიანებს.
საქართველოში ბავშვების ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიმართულებით, „უნისეფთან“ ერთად რაიმე აქტივობა იგეგმება?
(ხატია): იგეგმება, რადგან ჩვენ ამჟამად ვპარტნიორობთ შეზღუდული უნარების მქონე ბავშვთა ცენტრთან, მაქსიმალურად ვცდილობთ ადაპტირებაში დავეხმაროთ ბავშვებს, ასევე გლობალური პროექტების ფარგლებში, რადგან პარტნიორებს გვინდა ქართველ წარმომადგენლობასთან გავაგრძელოთ და მაქსიმალურად ჩავერთოთ აღნიშნულ აქტივობებში.
თქვენი ბრენდის მთელი ფსიქოლოგია აგებულია live like pro-კონცეფციაზე. გვესაუბრეთ იდეის დაბადებისა და მიზეზების შესახებ.
(ხატია): „ბეკოს“ კონცეფციაა − „იცხოვრე ჩემპიონივით“, რაც გულისხმობს ეკომეგობრულობას, რადგან ჯანსაღი ცხოვრება შეუძლებელია, თუ არ იქნება ჯანსაღი პლანეტა. ასევე, ჩვენი ბრენდი მნიშვნელოვნად ზრუნავს ადამიანებზე, მოუწოდებს მათ ჯანსაღი ცხოვრების სტილისკენ. ესაა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ვახორციელებთ რიგ აქტივობებს და ამისკენ მოვუწოდებთ მუდმივად ხალხს − როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში.
ხომ არ მოიაზრებთ კონკრეტულ ქართულ საფეხბურთო/საკალათბურთო გუნდს ან ქართველ სპორტსმენს თქვენი კონცეფციის (ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ჯანმრთელი კვების წესებისა და ბავშვთა ჭარბწონიანობის წინააღმდეგ) ადგილზე, საქართველოში პოპულარიზაციისათვის?
2004-2005 წლებში თბილისის „დინამოს“ სპონსორები ვიყავით, თუმცა შემდგომში „ბეკომ“ გლობალური სპონსორობა დაიწყო და ადგილობრივი სპონსორობა შევამცირეთ, 2023 წელს კი ვგეგმავთ რაგბისა და კალათბურთის მიმართულებით მსგავსი სპონსორობის განხორციელებას.
ჩვენ ვთანამშრომლობთ ქართველ ინფლუენსერებთან. ერთ-ერთი მათგანი ირაკლი მაქაცარიაა. ასევე, ჩავრთეთ ქართველი სპორტსმენები: საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე, ტანმოვარჯიშე ქეთევან ხატიაშვილი.
მუდმივად ვცდილობთ ქართველი ცნობადი სახეების მეშვეობით, რომლებიც ეწევიან ჯანსაღ ცხოვრებას, მოვუწოდოთ ქართველ მოსახლეობას აქტიური, ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ, რისი აუცილებლობაც პანდემიამ დაგვანახა.
გვესაუბრეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე.
ჩვენ დიდი სურვილია გავფართოვდეთ საქართველოს მასშტაბით, რათა მომხმარებელმა თავისსავე ქალაქში იყიდოს „ბეკოს“ პროდუქცია. ასევე, მნიშვნელოვანია სერვისცენტრების გაფართოება − ყველა ქალაქში იყოს ხელმისაწვდომი სერვისი, რათა ნებისმიერ სიტუაციაში მოხდეს დაუყოვნებელი რეაგირება. გარდა ამისა, გვინდა საგარანტიო ვადების გაზრდა და ახალი ბრენდების შემოყვანა.
ტექსტი: სოფიო მალანია, ქეთევან მაჭავარიანი
ფოტო: თორნიკე სააკაძე