გასული შაბათ-კვირაც ერთ-ერთი იყო იმ დღეებს შორის, როდესაც კარდაშიანების ოჯახის წევრები გლამურულ საღამოებზე ჩნდებიან. ამჯერად, პაპარაცების ობიექტივში კაილი ჯენერი აღმოჩნდა, რომელიც რესტორნისკენ მიმავალი დააფიქსირეს.
მონოქრომული იმიჯი, რომელიც ვარსკვლავმა დღისთვის შეარჩია, გამომწერებმა შერონ სტოუნის საკულტო ჩაცმულობასთან გააიგივეს, რომელიც მან ფილმში “ძირითადი ინსტინქტი” მოირგო.