• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ჩემი ცხოვრების ლაითმოტივი − „ოცნებასა და რეალობას შორის მანძილს ქმედება ეწოდება“

October 12, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ოცნებებსა და რეალობას შორის დისტანციას ქმედებით ჯერ კიდევ 22 წლის ასაკში უპასუხა და შეეჭიდა საქმეს, რომელიც უზარმაზარ პასუხისმგებლობას აკისრებდა, როგორც საკუთარი, ასევე, ქვეყნის წინაშე. რთული წარმოსადგენია არა? 22 წლის ასაკში დაადგე გზას, რომელმაც განათლების სფეროში განვითარებისა და სიახლის ახალი ისტორია უნდა შექმნას. და ეს იმ დროს, როცა ბიუროკრატია წარმატების ზენიტში იყო.

 

ჩანაფიქრი 2002 წელს სისრულეში მოიყვანა და ქუთაისში პირველი სკოლა დაარსა. რატომ პროგრესი? ამბობს, რომ სიტყვა „პრო“ მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ასოციაცია,  რასაც მასში ეს სიტყვა იწვევდა თანდათან რეალობად იქცა – თანამედროვე, წარმატებული და პროგრესული სკოლების ქსელის სახით.

 

„ყოველთვის მომწონდა საკუთარი შეხედულებებისა და აზრების სხვებისთვის გაზიარება, მითუმეტეს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჩემს თანაგუპირველად  მოვიაზრებდი. სიტყვა „პროგრესის“ შესახებ პირველად ჩემს მეგობარს ვესაუბრე და როგორც კი მისგან დადებითი უკუკავშირი მივიღე, მივხვდი რომ ჩემი  მომავლის სკოლა აუცილებლად პროგრესის სახელით იქნებოდა ცნობილი”.

პროგრესს 20 წლის წინ საკუთარი ფერი უკვე ჰქონდა,  ნინა მას ნარინჯისფერ ფერში ხედავდა და მზის, ენერგიის, წარმატების, სიცოცხლის ძალების თანხვედრას და ასოციაციას გრძნობდა. ლოგოს შემთხვევაში კი არჩევანი პირამიდაზე შეაჩერა, რომელზე დატანილ საფეხურებსაც  სიმაღლეზე ავყავვართ. 20 წლის განმავლობაში ეს გზა ბევრმა მოსწავლემ გაიარა. პროგრესის გუნდმა კი პირამიდის მწვერვალზე ასული არაერთი წარმატებული  კურსდამთავრებული  ნახა.

საგანმანათლებლო სივრცეში დამკვიდრების გზა მარტივი არ აღმოჩნდა. კერძო განათლების სექტორის განვითარებისთვის საჭირო გარემო პრაქტიკულად არ არსებობდა.

„ჩემს ცხოვრებაში სირთულე და წარმატება თანაბრად იყო.  სიხარულს და ზეიმს ანაცვლებდა ხოლმე დაბრკოლება, იმედგაცრუება, მაგრამ იმედი არასოდეს დამიკარგავს. ყველაფერს თან ერთვოდა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი უშუქობის, უგაზობის, უწყლობის, უმუშევრობის. ბიუროკრატიული სირთულე ცალკე ბარიერებს ქმნიდა. ეს იყო ადგილი, სადაც თან  გაღიარებდნენ და ამავდროულად გბლოკავდნენ“

22 წლის ნინა მათთვის „პატარა გოგო“ იყო, რომელსაც ხელოვნურად შექმნილი ხელისშემშლელი ფაქტორები მუდმივად თან სდევდა. და მაინც უშიშრად აგრძელებდა გზას დასახული მიზნისკენ.

„რისკიანი ადამიანი ვარ, თუმცა გონივრულად ვრისკავ. მჯეროდა საკუთარი თავის და შესაძლებლობების, ამიტომ არცერთ ეტაპზე არაგონივრულ რისკზე არ წავსულვარ. შინაგანად მწამდა და მჯეროდა, რომ ჩემს თანამოაზრეებთან, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერი გამოვიდოდა და ასეც მოხდა – ჩვენი სკოლა დღეს ის ადგილია, სადაც ახალი თაობები იზრდებიან და მერე თავად ქმნიან პროგრესს, მოაქვთ მეტი განვითარება!“

მუდმივმა სწრაფვამ – სკოლას ფეხი აეწყო თანამედროვე გამოწვევებისთვის, დაგროვილმა გამოცდილებამ და კონკურენტუნრიანმა გარემომ, ბიზნესში ნინა ჩიკვაშვილის, როგორც წარმატებული პიროვნების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

“ბევრი ძლიერი და წარმატებული ქალია ჩვენს ქვეყანაში.  ხშირად ვიკრიბებით და ვუზიარებთ ერთმანეთს შეხედულებებს. დღეს ძალიან ბევრი პროექტია (არასამთავრობო და სამთავრობო დონეზე), სადაც გენდერული ბალანსი დაცულია. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ რომ საქართველო მაინც რჩება იმ ქვეყანად, სადაც პატრიარქატი ჯერ კიდევ ავტორიტეტია. კაცი ბიზნესსა თუ პოლიტიკურ საქმიანობაში ძლიერ ფიგურად აღიქმება, სამწუხაროდ ქალებს ასეთ დროს ჩრდილში დგომა უწევთ. ბევრჯერ დამიფიქსირებია და კვლავ გავიმეორებ – ქალის უნარები და შესაძლებლობები  მამაკაცის რესურს არ ჩამორჩება და  ვთვლი, რომ ძლიერ ქალს ნამდვილად მოაქვს პროგრესი”.

2009 წელს ლონდონში,  ნინამ გადაწყვიტა, რომ ბიზნესის მართვის მიმართულება უფრო სიღრმისეულად შეესწავლა, პროცესში კი აღმოაჩინა – უკვე  შესრულებული სამუშაო თეორიასთან აბსოლუტურ შესაბამისობაში იყო.

 

 

 

“არასოდეს შემიწყვეტია სწავლა და განვითარება, თუმცა ჩემი განათლებისკენ სწრაფვა ძირითადად პედაგოგიურ, ინგლისურ-ფილოლოგიურ საქმიანობას უკვაშირდებოდა. ბიზნესი სულ სხვა სპეციფიკაა. პროგრესს შევხედე,  როგორც ბიზნესს მოდელს და დავიწყე ამ მიმართულებით  მუშაობა, რათა უფრო მომგებიანი, ეფექტური გამხდარიყო პროგრესის საგანმანათლებლო ქსელი, რომელიც უფრო მეტ სიკეთეს და დოვლათს მოუტანს ჩემს ქვეყანას.“

ნინა ჩიკვაშვილის წარმატების ფორმულა სამ მნიშვნელოვან სიტყვას აერთიანებს – პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, საკუთარი საქმის სიყვარული და გუნდური მუშაობის უნარი.

„წარმატება მარტივად არ მოდის, მას ფიზიკური და გონებრივი შრომა სჭირდება. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ყველაზე მეტად გეხმარება იყო წარმატებული. ბოლომდე უნდა დაიხარჯო და საკუთარ თავთან ჰარმონიაში იყო. როცა ახალს ქმნი, თანამოაზრე სასურველია გყავდეს. გაბედნირებდეს უნდა შენი შეხედულებების და საქმის გაზიარება“.

ნინა ჩიკვაშვილის სრული მხარდაჭერა აქვთ იმ ქალებს, ვინც ბიზნესის მიმართულებით პირველ ნაბიჯებს დგამს.

 „ უამრავ  ქალთან მაქვს კომუნიკაცია, რომლებსაც სურვილი აქვთ შექმნან ახალი და ღირებული. ამისთვის კი საჭიროა მძაფრი სურვილი, მუდმივად წინ ყურება, კრიზისული სიტუაციების სტაბილურად მართვა. დღეს ჩვენს ქვეყანაში ბევრი ხელისშემწყობი მექანიზმია პროექტების, გრანტების სახით, რომლებიც მხარს უჭერენ ქალების მაქსიმალურ ჩართულობას და განვითარებას. მთავარია, პირველი ნაბიჯის გადადგმა, ძალისხმევა არ უნდა დაიშუროთ და დამიჯერეთ, აუცილებლად გამოგივათ“.

ნინა მუდმივად და უწყვეტლივ მუშაობდა არამარტო სკოლის, არამედ საკუთარი თავის მუდმივ განვითარებაზე. ამის დასტურია მისი მიღწეული სტატუსებისა და განათლების მრავალფეროვნება – ინგლისური ენის პედაგოგი,  აშშ-ში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასწავლებელთა განათლების საზოგადოების თანათავმჯდომარე, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მიერ ავტორიზებული ამერიკული განათლების საერთაშორისო კონსული, საპატიო დელეგატი და ექსპერტი მშვიდობის განათლების მსოფლიო სამიტზე, ასევე, წარმატებულ ქალთა საერთაშორისო კლუბის ეროვნული წარმომადგენელი და პრეზიდენტი საქართველოში, საქართველოს განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლების ექსპერტი, მსოფლიოს წარმატებულ ქალთა (World Women Club) ნაციონალური დირექტორი და წარმომადგენელი საქართველოში. სულ ცოტა ხნის წინ კი დაასახელს მსოფლიოში 50 წარმატებულ ქალს შორის. ბიზნესლიდერთა ასოციაცია Women 4 Tomorrow-ს წევრი, და არაერთი საერთაშორისო ლიცენზირებული საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი საქართველოში, მათ შორის TOEFL-ის, Progress Education-ის, ქართულ–ამერიკული საერთაშორისო აკადემიის. IREX და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტის წყალობით სტაჟირება გაიარა ბოუზმენის სკოლაში. გრენობლის ბიზნეს სკოლის მაგისტრანტი.

2002 წელს ოცნებებსა და რეალობას შორის დაწყებულ ქმედებას 20 წლიანი წარმატებული ისტორიის შექმნა მოჰყვა, ისტორიის, რომელსაც ერთი და ამავდროულად, ბევრი გმირი ჰყავს პროგრესელების სახით.

„იმისთვის რომ შენი ოცნებები რელობად იქცეს, პირველ რიგში ახლის კეთების შიში უნდა დაძლიო. ახალს და ღირებულს მაშინ შექმნი, როცა ამის მძფრი სურვილი გაქვს. ვერავინ და ვერაფერი გაგაჩერებს, თუ ცვლილებისთვის მზად ხარ“ -ნინა ჩიკვაშვილი, ქართულ-ამერიკული აკადემია „პროგრესის“ დამფუძნებელი და ბრენდის ავტორი.

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! „დაიბადა იკა კაშია“ – ნანუკა გულუა და კახა კაშია მეორე შვილის მშობლები გახდნენ!

#OK! „დაიბადა იკა კაშია“ – ნანუკა გულუა და კახა კაშია მეორე შვილის მშობლები გახდნენ!

December 8, 2023
#OK! ინოვაციების კვალდაკვალ – ინტერვიუ „დროფსის“ კოსმეტოლოგ თეონა ცერცვაძესთან

#OK! ინოვაციების კვალდაკვალ – ინტერვიუ „დროფსის“ კოსმეტოლოგ თეონა ცერცვაძესთან

December 29, 2022
#OK! ორსული ეშლი გრინის თვალისმომჭრელი ფოტოსესია – მსახიობი პირველ შვილს ელოდება

#OK! ორსული ეშლი გრინის თვალისმომჭრელი ფოტოსესია – მსახიობი პირველ შვილს ელოდება

June 14, 2022
#OK! ირინა შეიკისა და კარლი კლოსის გასეირნება ოჯახის უმცროს წევრებთან ერთად

#OK! ირინა შეიკისა და კარლი კლოსის გასეირნება ოჯახის უმცროს წევრებთან ერთად

April 12, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სატურნის რეტროგრადი ვერძში და თევზებში  გადავიდა –  რა უნდა გავითვალისწინოთ?

#OK! სატურნის რეტროგრადი ვერძში და თევზებში გადავიდა – რა უნდა გავითვალისწინოთ?

July 11, 2025
#OK! ისტორიების მატარებელი სასტუმრო „მემუარი“

#OK! ისტორიების მატარებელი სასტუმრო „მემუარი“

July 10, 2025
#OK! „ლა ფეტი“: ხარისხზე ორიენტირებული საკონდიტრო, გამორჩეული გემოების კიდევ ერთი სახლი ქალაქში

#OK! „ლა ფეტი“: ხარისხზე ორიენტირებული საკონდიტრო, გამორჩეული გემოების კიდევ ერთი სახლი ქალაქში

July 10, 2025
#OK! საკონდიტრო „რაფაელო“ – დაუვიწყარი გემო და საუცხოო ვიზუალი, რომელიც თქვენს დღეს დღესასწაულად გარდაქმნის!

#OK! საკონდიტრო „რაფაელო“ – დაუვიწყარი გემო და საუცხოო ვიზუალი, რომელიც თქვენს დღეს დღესასწაულად გარდაქმნის!

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები