• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! ცნობილი ადამიანები, რომლებიც ინსტაგრამ-ფილტრებს იშვიათად იყენებენ

May 6, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ჩვენ ვცხოვრობთ ინსტაგრამის ფილტრების სამყაროში, სადაც ზოგიერთ ქალებს სურთ გამოიყურებოდნენ უფრო ლამაზად და ტრენდულად. არც არაფერია ცუდი ამ სურვილში, თუმცა რა ხდება მაშინ, როცა ზომიერების შეგრძნებას ვკარგავთ? ეს ეხება როგორც პლასტიკურ ქირურგიულ ჩარევებს, ისე ინსტაგრამის ფილტრებს. ერთი შეხედვით, უწყინარმა ფილტრმა შესაძლოა მასზე დამოკიდებულიც კი გაგვხადოს და მენტალურ პრობლემამდეც კი მივიდეთ. ფსიქოლოგების აზრით, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე თინეიჯერები არიან. საუბარია ისეთ ფილტრებზე, რომლებიც რადიკალურად გვიცვლიან ნაკვთებს, თვალის ფერს და სხვ. საბოლოო ჯამში კი ვიღებთ სრულიად სხვა გარეგნობის ადამიანს, რომელიც ჩვენი წარმოდგენით ჩვენივე „იდეალური“ ვერსიაა, ამ ყველაფერს კი ემატება საზოგადოებაში დაწესებული სილამაზის სტანდარტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში გვაიძულებს დავემორჩილოთ მას, რაც თავის მხრივ ხელს უშლის საკუთარი თავის მიმღებლობას.

Dove Self-Esteem Project-ის კვლევის თანახმად, გოგონების 60 პროცენტი ნერვიულობს, როდესაც მათი რეალური სახე არ ემთხვევა საკუთარი თავის ონლაინვერსიას. ამ ყველაფერმა კი შესაძლოა მიგვიყვანოს დაბალ თვითშეფასებამდე და გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა დეპრესია, კვებითი დარღვევები და სუიციდური ფიქრები თინეიჯერებში.

სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ცნობილმა ადამიანებმა, რომლებსაც უამრავი მიმდევარი ჰყავთ სოცქსელებში, გაიაზრონ აღნიშნული საფრთხე, გახდნენ მაგალითი თავიანთი გამომწერებისთვის და რაც შეიძლება ხშირად დადონ ბუნებრივი ფოტოები.

ჟურნალი OK! გიამბობთ იმ ვარსკვლავების შესახებ, რომლებიც ნაკლებად ან საერთოდ არ იყენებენ ინსტაგრამ-ფილტრებს და მეტიც − ხშირად ათავსებენ უმაკიაჟო სელფებსაც.

 

ჰეილი ბიბერი, 25 წლის

ჰეილი ბიბერი სწორედ ის ცნობილი სახეა, რომელსაც ბევრი თინეიჯერი მიმდევარი ჰყავს. მოდელი გამორჩეულია თავისი გემოვნებიანი ჩაცმის სტილით. მის ინსტაგრამ-გვერდზე ხშირია უმაკიაჟო და უფილტრო ფოტოები. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოდელმა თავის მოვლის საკუთარი ხაზი გამოუშვა, უფრო აქტიურად დაიწყო ფილტრის გარეშე სელფების განთავსება. ის ასევე ანებივრებს გამომწერებს თავის მოვლის რუტინის ვიდეოებითაც.

 

 

სარა ჯესიკა პარკერი, 57 წლის

სერიალის Sex And The City ვარსკვლავის არჩევანი ჭაღარა თმა და ნაოჭებია. თუმცა მისი ეს ბუნებრივი მდგომარეობა არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი სოციალურ ქსელებში. მსახიობის აზრით, საზოგადოება მამაკაცებთან შედარებით უფრო კრიტიკული ქალების მიმართაა.

„ხშირად ვკითხულობ კომენტარებს, სადაც ადამიანები ჭაღარა თმის ან უბრალოდ ნაოჭების გამო ცუდად მოგვიხსენებენ. თითქოს მათ არ სურთ ვიყოთ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში ვართ. თითქოს არ უნდათ შევეგუოთ ასაკის მატების ბუნებრივ პროცესს. მაგრამ ამის შეცვლა შეუძლებელია, რადგან ჩვენ ავირჩიეთ ბუნებრიობა… მითხარით, რა გავაკეთო? შევწყვიტო დაბერება? თუ საერთოდ გავქრე?“ − განაცხადა მსახიობმა.

 

 

ბლეიკ ლაივლი, 35 წლის

მართალია მსახიობი ძალიან ხშირად არ ანებივრებს საკუთარ გულშემატკივრებს ახალ-ახალი სელფებით ინსტაგრამზე, თუმცა როცა ათავსებს, მათი უმრავლესობა უფილტროა. აღსანიშნავია, რომ ის გამომწერებს უზიარებს ფოტოებს გადასაღები მოედნიდან, მომზადების პროცესს, როდესაც სრულიად უმაკიაჟოდაა, ამ ფაქტს კი მას გამომწერები ძალიან უწონებენ: No filters, that’s the best way.

 

 

მილა იოვოვიჩი, 46 წლის

უკრაინელი წარმოშობის მსახიობი და მოდელი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც უფრო ხშირად უფილტრო და უმაკიაჟო ფოტოებს ათავსებს თავის ინსტაგრამ-გვერდზე, ვიდრე მაკიაჟითა და ფილტრით.

 

 

გვინეტ პელტროუ, 49 წლის

ამერიკელი მსახიობი სულაც არ ცდილობს თავისი ნამდვილი სახის დამალვას და უმაკიაჟო ფოტოებით ანებივრებს საკუთარ თაყვანისმცემლებს. გვინეტი არ მალავს საკუთარ კვების რაციონს, ხშირად საუბრობს ჯანსაღი ცხოვრების წესზე და გამომწერებს საინტერესო რჩევებსაც უზიარებს.

 

 

არიანა გრანდე, 29 წლის

პოპვარსკვლავი გლამურული იმიჯით გამოირჩევა. გრანდე სოციალურ ქსელებშიც საკმაოდ აქტიურია და ხშირად უზიარებს საკუთარ გამომწერებს ფოტოებს, სადაც უმაკიაჟოდ გახლავთ.

 

ასევე გაეცანი

#OK! რატომ დააკავეს ბრიტნი სპირსი კალიფორნიაში
OK! News

#OK! რატომ დააკავეს ბრიტნი სპირსი კალიფორნიაში

March 9, 2026
#OK! ისტორია ლედი დის ლეგენდარულ ,,შურისძიების კაბა”-ზე
Fashion

#OK! ისტორია ლედი დის ლეგენდარულ ,,შურისძიების კაბა”-ზე

March 10, 2026
#OK! 7 ფილმი ქალებზე, რომლებმაც მოდის ისტორია შეცვალეს
Fashion

#OK! 7 ფილმი ქალებზე, რომლებმაც მოდის ისტორია შეცვალეს

March 9, 2026
#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია
Fashion

#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ჯასტინ და ჰეილი ბიბერები: წყვილი Drew House-ის სამოსით!

#OK! ჯასტინ და ჰეილი ბიბერები: წყვილი Drew House-ის სამოსით!

July 26, 2021
#OK! ჯულია ფოქსი ლედი გაგას სტილს ირგებს – ვარსკვლავის ახალი ფოტოები ინტერნეტს იპყრობს

#OK! ჯულია ფოქსი ლედი გაგას სტილს ირგებს – ვარსკვლავის ახალი ფოტოები ინტერნეტს იპყრობს

April 29, 2022
#OK! “მოდა დროებითია, სტილი – სამუდამო” – ივ სან ლორანის 7 ცნობილი გამონათქვამი

#OK! “მოდა დროებითია, სტილი – სამუდამო” – ივ სან ლორანის 7 ცნობილი გამონათქვამი

October 21, 2021
#OK! მეტი თავდაჯერებულობა „ბესტიასთან“ ერთად

#OK! მეტი თავდაჯერებულობა „ბესტიასთან“ ერთად

April 10, 2023

კვირის ჰიტები

#OK! Art Line Studio – თითოეული პროექტი არის უნიკალური ისტორია, რომელსაც სივრცის ენით ვყვებით

#OK! Art Line Studio – თითოეული პროექტი არის უნიკალური ისტორია, რომელსაც სივრცის ენით ვყვებით

March 7, 2026
#OK! ისტორია ლედი დის ლეგენდარულ ,,შურისძიების კაბა”-ზე

#OK! ისტორია ლედი დის ლეგენდარულ ,,შურისძიების კაბა”-ზე

March 10, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

March 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები