Super Bowl-ის შოუს ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი მოვლენაა ტელესივრცეში, რომელსაც სპორტის მოყვარულები ყოველწლიურად მოუთმენლად ელოდებიან. როგორც ამჟამად TMZ იუწყება, უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების თქმით, წლევანდელ შოუს ამერიკელი მომღერალი და ტექსტების ავტორი ტეილორ სვიფტი გახსნის. ფაქტს ვარსკვლავი ჯერჯერობით არ ადასტურებს, თუმცა როგორც ამბობენ შემსრულებელი სპორტის ყველაზე ყურებადი ღონისძიებისთვის გამართული კონცერტისთვის უკვე ემზადება.