დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი – ელიზაბეთ II ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. როგორც BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, 96 წლის მონარქის ზუსტი მდგომარეობა უცნობია.
“გარკვეული გართულებების გამო დღეს დილით დედოფლის ექიმებმა გადაწყვიტეს მისი უდიდებულესობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით ის Balmoral-ში, სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილიყო”. – ნათქვამია ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ დედოფალი ელიზაბეტის შემდეგ ტახტის მემკვიდრედ პრინცი ჩარლზი ითვლება.