• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ინტერვიუ ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის დამფუძნებლებთან

August 2, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

,,ჩვენი მიზანია ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გაღრმავება”

 

ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის შექმნის მიზანს ორ ქვეყანას − საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გაღრმავება, ეკონომიკური-სავაჭრო კავშირების განვითარების ხელშეწყობა, ბიზნეს, საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული ურთიერთობების/პროექტების განხორციელება წარმოადგენდა, თუმცა მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში საჰაერო და სახმელეთო შეჭრა განახორციელა, თანამედროვე სამყარომ ახალ რეალობაში გაიღვიძა. ალიანსის დღის წესრიგიც შეიცვალა და მნიშვნელოვანი გახდა უკრაინელი ხალხის დახმარება. ორგანიზაციამ განახორციელა რამდენიმე პროექტი, რომლის მიზანიც იყო საქართველოში იძულებით გადაადგილებული რუსეთ-უკრაინის ომისგან დაზარალებული უკრაინის მოქალაქეთა მხარდაჭერა, როგორც ფინანსურად, ისე ფსიქოლოგიურად.

მარიკა არევაძე − ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის კოლეგიის თავმჯდომარე. არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი და მედიატორი. აქვს 17-წლიანი პროფესიული გამოცდილება. 2012 წლიდან აქტიურად ახორციელებს საადვოკატო და უფლებადაცვით საქმიანობას. აქვს 8-წლიანი სალექტორო გამოცდილება და კითხულობს ლექციებს საქართველოში წამყვან უნივერსიტეტებში. ეწევა აქტიურ საადვოკატო, საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობას. გახლავთ ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის სტრატეგიული განვითარების და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი.

ანა ჯალაღონია − ადვოკატი, ფასილიტატორი. აქვს  კრიზისული სიტუაციებისა და საფასილიტაციო პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. არის პერსონალური განვითარების, მოლაპარაკების წარმოების და ნლპ-ტექნოლოგიების მიმართულების სპეციალისტი. 17-წლიანი პროფესიული გამოცდილების პრაქტიკა უმეტესწილად ჩამოუყალიბდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, რუსეთის ტერიტორიებზე. ფასილიტატორთა საერთაშორისო ასოციაციის მოქმედი წევრი (IAF), ფასილიტაციისა და მედიაციის ცენტრის თავმჯდომარე,  მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის პრეზიდენტი. ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტის თანათავმჯდომარე/საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი.

ანა ჯალაღონია

 

ირაკლი კაჭარავა − ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე. საზოგადო და ბიზნესსაქმიანობას ამ ეტაპზე ახორციელებს უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის თავმჯდომარე.

რა იყო ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის შექმნის მიზანი?

ანა ჯალაღონია:  ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსს უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში. თავდაპირველად მიზანი იყო ამ ორ ქვეყანას − საქართველოსა და უკრაინას შორის საქმიანი კომუნიკაციის ხელშეწყობა და კოლაბორაციის გაღრმავება, აღნიშნულ ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, კულტურული და სამეცნიერო პროექტების განხორციელება, ასევე, უკრაინელი ხალხისთვის ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, თუმცა ვინაიდან 24 თებერვალს სამყარო გაიყო ორ პერიოდად, ჩვენც მოგვიწია გეგმების შეცვლა − პრიორიტეტად ერთიანი უკრაინისა და საქართველოს ინტერესები დავისახეთ. შესაბამისად, ომიდან გამომდინარე შექმნილ ვითარებაში, დაზარალებულთა თუ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად, ფორსმაჟორულ რეჟიმში მოვახდინეთ ყველა ადამიანური, ფინანსური თუ საპარტნიორო რესურსის მობილიზება. თუმცა საქველმოქმედო პროექტების უმეტესი წილი საქართველოში მყოფი უკრაინელების მხარდაჭერას ემსახურებოდა.

რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან იყო დახმარებები უკრაინელი ხალხის მიმართ, თუმცა ეს ეხებოდა იმ უკრაინელებს, რომლებიც 23 თებერვლამდე შემოვიდნენ საქართველოში. ჩვენ კი ყველაზე რთული ჯგუფის დახმარება გადავწყვიტეთ − იმ უკრაინელების, რომლებიც ჩამოვიდნენ 23 თებერვლის შემდეგ, რადგან ეს ადამიანები უფრო მოწყვლად კატეგორიას განეკუთვნებოდნენ და ისინი მეტად საჭიროებდნენ ჩვენს დახმარებას.

გვესაუბრეთ თქვენი ალიანსის მიერ განხორციელებულ პროექტებზე.

მარიკა არევაძე:  როგორც ანამ აღნიშნა, ომმა შეცვალა ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენი ძირითადი მიმართულება გახდა საქველმოქმედო, ჰუმანიტარული საქმიანობა. გვინდოდა დავხმარებოდით როგორც საქართველოში მყოფ უკრაინელებს, ისე უკრაინაში მყოფ პირებს. ვინაიდან ირაკლის ჰქონდა ურთიერთობა უკრაინელ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ის ფლობდა ინფორმაციას, თუ რა სჭირდებოდა უკრაინელ ხალხს მოცემულ მომენტში. თითქმის პირველწყაროდან ვიღებდით ინფორმაციას, რის მიხედვითაც დავიწყეთ ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება. ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული, რის შედეგადაც ქართველებმა ერთობლივი ძალებით შევძელით, საქართველო ლიდერი გამხდარიყო ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით უკრაინაში. გარდა ამისა, ჩვენ საქართველოში მყოფ უკრაინელებსაც ვუწევთ დახმარებას, როგორიცაა სამართლებრივი, ფინანსური საჭიროებები. ასევე, ჩვენმა ალიანსმა და საქართველოს მასტერლიგამ ჩავატარეთ ერთობლივი საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირი − STRONGER TOGETHER. ამ ტურნირის ფარგლებში შემოსული თანხა სრულად მოხმარდა მათ საჭიროებებს. გვინდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ პროექტ STRONGER TOGETHER-ის შედეგად საქართველოში მყოფ უკრაინელებს გადაეცათ ლაბორატორიული კვლევის ვაუჩერები კომპანია „მეგალაბისგან“. კომპანია „აპტოსმა“ განახორციელა დონაცია; Jalaghonia, Arevadze and Partners-ისგან იურიდიული მხარდაჭერის უფასო მიწოდების ვაუჩერები; Master League-ის ხელმძღვანელმა აკაკი ხლაბუსტოვმა უკრაინელ ბავშვებს საფეხბურთო ბურთები გადასცა.

 

მარიკა არევაძე

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ირაკლი კაჭარავა:  ვგეგმავთ საქართველოში ჩვენი ორგანიზაციის უფრო მეტ აქტივობას, რაც მოიცავს დიპლომატიურ მისიებს, თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივად შევძლოთ გაცილებით ბევრი პროექტის განხორციელება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. რა თქმა უნდა, ჩვენი ალიანსი არ ივიწყებს ჩვენსავე თავდაპირველ მიზანს – საქართველოსა და უკრაინას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას. ასევე, ვაპირებთ უკრაინაში ვიზიტს და უკრაინულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამყარებას. ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროპისა და აშშ-ის საქმიან წრეებში, ასევე ვთანამშრომლობთ რამდენიმე ფონდთან მნიშვნელოვან პროექტზე, და მათ შორის ერთ-ერთი გვინდა დავაანონსოთ: ეს არის პროექტი, რომლის ღირებულება აღემატება 50 მილიონ დოლარს. პროექტის მიზანია იმ უკრაინული ოჯახების დახმარება, რომლებმაც საკუთარ ქვეყანაში ომის შედეგად დაკარგეს საცხოვრებელი სახლი. ჩვენი მიზანია, მათთვის სახლები აშენდეს, უკვე შერჩეულია ტერიტორია და პროექტი გადასულია სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკებისა და შესაბამისი ნებართვების მოპოვების სტადიაზე.

ირაკლი კაჭარავა

 

მარიკა არევაძე:  ვგეგმავთ, საელჩოსთან კომუნიკაციის გზით სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. როგორც იცით, არიან უკრაინელები, რომლებიც ჯერ ვერ ბრუნდებიან და არც იციან, როდის დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყანაში. მათთვის ენობრივი ბარიერი ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო საკომუნიკაციოდ, არამედ დასაქმების საკითხის გასამარტივებლად. ამიტომ, მომავალში გეგმაში გვაქვს უშუალოდ მათთვის ქართული ენის შესწავლის მიმართულება გავაძლიეროთ.

ანა ჯალაღონია:  თქვენი ჟურნალის გვერდიდან კიდევ ერთხელ მინდა ჩვენი ორგანიზაციის სახელით მივულოცო უკრაინას კანდიდატის სტატუსის მოპოვება და განსაკუთრებით გამოვყო ჩვენი გეგმები ამ მიმართულებით: ორგანიზაცია გეგმავს მაღალი რანგის შეხვედრებს, ისევე, როგორც ქართულ-უკრაინულ პროფესიულ წრეებში გამოცდილების გაზიარების პროექტებს, ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის გზაზე არსებული და მოსალოდნელი გამოწვევების შესახებ დისკუსიებს.

რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვენი გეგმების სრული ჩამონათვალი, ალიანსი მუდმივად აახლებს და ავითარებს პარტნიორთა წრეს, ჩვენ ღია ვართ და მზადყოფნას გამოვხატავთ თანამშრომლობისთვის ქართულ-უკრაინული ინტერესების შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი, თორნიკე აივაზიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო
OK! Business

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 17, 2025
#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის
OK! Business

#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ბევრისთვის უცნობი ფაქტები ტომ ჰენქსის შესახებ!

#OK! ბევრისთვის უცნობი ფაქტები ტომ ჰენქსის შესახებ!

July 9, 2021
#OK! კრისტენ სტიუარტი მეგობარ გოგონასთან ერთად გამოჩნდა

#OK! კრისტენ სტიუარტი მეგობარ გოგონასთან ერთად გამოჩნდა

April 13, 2021
#OK! #OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის

#OK! #OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის

February 1, 2022
#OK! საზარელი სურათი ლიამ პეინის გარდაცვალების ადგილიდან

#OK! საზარელი სურათი ლიამ პეინის გარდაცვალების ადგილიდან

October 18, 2024

კვირის ჰიტები

#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

June 17, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 17, 2025
#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

June 16, 2025
#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

June 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები