• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ესთეტიკის მიკრო-სამყარო თაკოსგან

June 7, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ქართული OK! წარმოგიდგენთ კოსმეტოლოგს და ბლოგერს თაკო გვაზავას.

რომელი პროცედურები შეგიძლიათ ჩაიტაროთ თაკოს კოსმეტოლოგიურ კაბინეტში და რა ნიშა აქვს მას სილამაზის და თავის მოვლის სფეროში, ამაზე თავად კოსმეტოლოგს გავესაუბრეთ.

თაკო, რომელი პროცედურების მიღებაა შესაძლებელი თქვენს კოსმეტოლოგიურ კაბინეტში?

ჩემს კაბინეტში მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ყველა ძირითადი პროცედურა, რაც საჭიროა, რომ სახე მოვლილად და ლამაზად გამოიყურებოდეს. პირველ რიგში, სახის მოვლა იწყება კანის წმენდით. ჩემს კოსმეტოლოგიურ კაბინეტში ეს პროცედურა ესპანური LUMIER-ის აპარატით, CLARINS-ის და Noreva-ს პროდუქციების გამოყენებით ტარდება და რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ასევე, ჩემს მოხმარებელს ვთავაზობ ესპანურ პილინგებს. მოგეხსენებათ, ეს პროცედურა მოიცავს მჟავა-კოქტეილების დატანას სახის კანზე, შედეგად ხდება კანის ექსფოლიაცია, აქერცვლა, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს მკვდარი უჯრედების მოცილების საშუალებას და გაახალგაზრდავებული, ბზინვარე და კრიალა კანის ეფექტს. ამ პროცედურას აქვს ასაკსაწინააღმდეგო მოქმედებაც, რადგან პროცედურის კურსის ჩატარების შემდეგ მიმიკური ნაოჭების ხილვადობაც მცირდება. ზაფხულის პერიოდში ზოგადი პროტოკოლის მიხედვით არ ტარდება აგრესიული ქიმიური პილინგები და მომხმარებელს ვთავაზობ ენზიმურ, PHA პილინგებს, რომელიც გარუჯულ კანზეც კი კეთდება და განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის, მათ შორის ალერგიული, როზაცეისკენ მიდრეკილ, პრობლემური კანის ტიპებისთვის.

 

 

რას გვეტყვით ინექციურ პროცედურებზე?

კანის მოვლის ინექციური პროცედურებიდან დღეს ძალიან პოპულარულია ბიორევიტალიზაცია და მეზოთერაპია. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ამ პროცედურებს არაჩვეულებრივი ეფექტი აქვს. თუკი სახის კანის ღრმა წმენდით და პილინგებით ვუვლით კანის ზედა შრეს – ეპიდერმისს, ინექციებით კიდევ უფრო ღრმად, დერმაში შევდივართ და ინტრადერმულად ვაახალგაზრდავებთ კანს. ბიორევიტალიზაცია დერმისთვის ჰიალურონის მჟავის მიწოდებით კარგად ატენიანებს გამომშრალ კანს და ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას. ჰიალურონის მჟავის მოქმედებით, დერმაში არსებული დედა-უჯრედები, ფიბრობლასტები გამოიმუშავებენ ელასტინსა და კოლაგენს, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი კანის ელასტიურობისა და სიმკვირივისთვის. რაც შეეხება მეზოთერაპიას, ეს გახლავთ მიზნობრივი საინექციო პროცედურები, რომელიც კურსის სახით კეთდება და აქვს აკნეს, პიგმენტური ლაქების მოშორების, ანტიასაკობრივი და სხვა ეფექტი..

დღეს სილამაზის ინდუსტრიაში დიდი ადგილი უკავია ნაოჭის შემავსებლებს – ფილერებს. თქვენს კაბინეტში თუ ტარდება ეს პროცედურა?

დიახ, რასაკვირველია, ვაკეთებ ფილერებით სხვადასხვა ზონების აუგმენტაციას. პროცედურებში გერმანულ, მაღალხარისხიან შემავსებლებს – HYALAX-ის პრეპარატებს ვიყენებ.

ასევე, როცა ინექციებზე ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ ბოტულინოტოქსინის ინექციების პროცედურაც, რომლის საშუალებითაც ხდება კუნთის დროებით გათიშვა და ნაოჭის ეფექტის გაქრობა 4-6 თვემდე პერიოდში. სხვათა შორის, საზოგადოებაში აქტუალურია მითი იმის შესახებ, რომ ბოტოქსის ინექციების კეთება რაც შეიძლება გვიან ასაკში უნდა დაიწყოს მომხმარებელმა. OK!-ს საშუალებით მინდა მივაწოდო სწორი მოსაზრება მკითხველებს და ვუთხრა, პირიქით, რაც უფრო ადრე – მიმიკური ნაოჭის გაჩენისთანავე მიმართავთ კოსმეტოლოგს და ჩაიტარებთ ბოტულინოთერაპიას, მით უფრო გექნებათ შესაძლებლობა, შეაკავოთ მიმიკური ნაოჭის სტატიკურად (სამუდამო, ღრმა) ნაოჭად გარდაქმნის პროცესი. ბოტოქსზე კანის დამოკიდებულება და მიჩვევა არ ხდება. უბრალოდ ჩვენ ვეჩვევით ლამაზ, გადასწორებულ კანს და შემდეგ ცხადია, გვინდება ამ ეფექტის შენარჩუნება, ეს ცალსახად ფსიქოლოგიური ფაქტორია და არა ფიზიოლოგიური.

რაკი ბოტოქსი ვახსენე, მინდა კიდევ ერთ არაჩვეულებრივ პროცედურაზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც ჩემს კაბინეტში ტარდება. ეს გახლავთ მეზობოტოქსი – მეზოთერაპია ბოტულინოტოქსინის ინექციების შესაბამისი ეფექტით. პაციენტებს უტარდებათ მეზოთერაპია Hyalax-ის ამინომჟავებისა და პეპტიდების უნიკალური შემადგენლობის მქონე პრეპარატით, შუბლის, წარბების და თვალების ირგვლივ არეში და იძლევა არაჩვეულებრივ, ბოტოქსის ეფექტს ნაოჭებზე. მეზობოტოქსი 3 პროცედურიანი კურსის სახით ტარდება, 10 დღიანი – 2 კვირიანი შუალედებით და მართლაც შესანიშნავ შედეგს იძლევა, რომლის ეფექტიც 4-6 თვეს ნარჩუნდება, როგორც ბოტოქსი.

 

 

თაკო, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია თქვენს კაბინეტში სახის მასაჟიც კეთდება.

დიახ, სწორად აღნიშნეთ. პროფესიონალურად გაკეთებულ სახის მასაჟს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს – მისი საშუალებით ხდება სახის ლიფტინგი, კუნთების მაღლა აწევა, სახის ოვალის კორექცია. ხშირად, სრული კურსის ჩატარების შემდეგ,  მასაჟის ეფექტი ლამის ფილერის ეფექტს უტოლდება.

დღეს საკმაოდ გაჯერებულია სილამაზის ბაზარი. გვითხარით, რა ნიშით გამოირჩევა თქვენი მომსახურება სხვა კოსმეტოლოგებისა და სილამაზის ცენტრების გვერდით? 

ჩემი მთავარი პრინციპია, თითოეული პაცინეტის მიმართ ინდივიდუალური დამოკიდებულება მქონდეს და რაც მთავარია, ვიყო მათ მიმართ გულწრფელი. შევთავაზო მათ ზუსტად ის, რაც რეალურად სჭირდებათ, არც მეტი, არც ნაკლები. ვფიქრობ, პაციენტები გრძნობენ ჩემს განწყობას და საპასუხო ნდობაში გამოხატავენ დამოკიდებულებას, რაც ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.

 

თაკოსთან ჩასაწერად დარეკეთ: 599228400

Fb ბლოგი: Tako Gvazava•თაკო გვაზავა

მისამართი: ნინო ჟვანიას 10

ასევე გაეცანი

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026
#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში
Health & Beauty

#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში

January 10, 2026
#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია
Health & Beauty

#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია

January 5, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

January 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ აღნიშნა ნანუკა გუდავაძემ დაბადების დღე

#OK! როგორ აღნიშნა ნანუკა გუდავაძემ დაბადების დღე

January 11, 2022
#OK! NRJ MOVIE NIGHT  HOUSE OF GUCCI

#OK! NRJ MOVIE NIGHT HOUSE OF GUCCI

December 28, 2021
#OK! „დრო რეპროდუქციისათვის“

#OK! „დრო რეპროდუქციისათვის“

July 19, 2023
#OK! როგორ გაჩნდა სული თოჯინებში ანუ „ელენე დარიანის“ დაბადების ისტორია

#OK! როგორ გაჩნდა სული თოჯინებში ანუ „ელენე დარიანის“ დაბადების ისტორია

December 10, 2025

კვირის ჰიტები

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია

January 12, 2026
#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

January 12, 2026
#OK! რამდენიმე წესი, რომელიც დღესასწაულების დროს, წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

#OK! რამდენიმე წესი, რომელიც დღესასწაულების დროს, წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

January 6, 2026
#OK! მედიცინა, ემპათია და ლიდერობა – ინდირა კოპალეიშვილის გზა

#OK! მედიცინა, ემპათია და ლიდერობა – ინდირა კოპალეიშვილის გზა

January 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები