• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! WORLD PHARMA − ქალბატონების საიმედო პარტნიორი

March 15, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

შპს World Pharma რვა წელია ერთგულად ემსახურება თავის მომხმარებლებს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მაღალ სტანდარტს მორგებული ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი. აღნიშნული კომპანია მუდმივად ცდილობს, გაანებივროს ქალბატონები და ექიმები სასიამოვნო სიახლეებით. OK! პირადად გაესაუბრა შპს World Pharma-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორს, პაატა დუმბაძეს.

გვიამბეთ World Pharma-ს დაარსების ისტორია.

შპს World Pharma ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს და უკვე ერთ-ერთი მოწინავე და საიმედო ბრენდის სახელით დამკვიდრებული ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში თავიდანვე ბევრი ფარმაცევტული კომპანია იყო წარმოდგენილი, ჩვენ არ გაგვჭირვებია გადაწყვეტილების მიღება, რომ ბაზარზე შემოვსულიყავით, რადგან ვიცოდით საკუთარი შესაძლებლობები, ფარმაცევტული ბაზრის მოთხოვნა და მიზნობრივი სეგმენტი, სადაც დავიკავებდით მყარ და წარმატებულ პოზიციას. მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიამ ძალიან რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზა განვლო, რათა დამკვიდრებულიყო ქვეყნის ბაზარზე და თავისი სიტყვა ეთქვა ქართულ ფარმაციაში. ამისთვის კომპანიის თითოეულ თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომა დასჭირდა. ეს არის კომპანია, რომელმაც სულ რამდენიმე წლის წინ ფუნქციონირება მხოლოდ ორი თანამშრომლით დაიწყო, დღეს კი მათი რაოდენობა ათეულს გასცდა. ჩვენ ვოპერირებთ საქართველოს ყველა დიდ რეგიონში. თბილისის გარდა, გვყავს წარმომადგენლობა ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში. ჩვენი მიზანი კომპანიის დაარსების დღიდან იყო და არის ზრუნვა ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და შესაბამისად, მიზნად დავისახეთ სწორედ ისეთი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი ქვეყანაში, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა და ხელს შეუწყობდა ქალთა ჯანმრთელობას − დაწყებული მოზარდობის ასაკიდან, მათ ფერტილურ ასაკამდე და დამთავრებული პრე და პოსტმენოპაუზური პერიოდის ასაკით. World Pharma მისი არსებობის განმავლობაში ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს ქართული ფარმაცევტული ბაზარი გაანებივროს ისეთი მედიკამენტებით, რომელთა ანალოგები მხოლოდ ევროპის წამყვან ქვეყნებში გვხვდება. გადავწყვიტეთ, მისი ხელმისაწვდომობა საქართველოში ჩვენი დახმარებით ყოფილიყო შესაძლებელი ადგილობრივი მომხმარებლებისთვის, რაც გამოგვივიდა კიდეც.

რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

როგორც უკვე აღვნიშნე, კომპანია World Pharma ორიენტირებულია ქალთა ჯანმრთელობაზე და შესაბამისად, კომპანიის მიზნობრივ სეგმენტსაც წარმოადგენს მეანობა-გინეკოლოგია და რეპროდუქტოლოგია. ჩვენი პროდუქცია მთლიანად არის მორგებული მოზარდ გოგონებზე, ფერტილური, პრე და პოსტმენოპაუზური ასაკის მქონე ქალებზე. კერძოდ, კომპანიის მედიკამენტები ფართოდ და წარმატებით გამოიყენება ქალის ჰორმონული დისბალანსის აღსადგენად, რითაც ორგანიზმი ემზადება წარმატებული ორსულობისა და მის შესანარჩუნებლად; ესთეტიკური სილამაზის შესანარჩუნებლად (ქალბატონებისა და მოზარდი გოგონების კანი აკნეს, ჭარბთმიანობისა და სებორეის გარეშე) და პრე და პოსტმენოპაუზურ პერიოდში ამ ასაკის ქალებისთვის დამახასიათებელი გართულებების და ჩივილების მინიმუმამდე დასაყვანად, რომ რაც შეიძლება დიდი დროით გაიხანგრძლივონ „ქალური ბედნიერება“.

 

 

გვესაუბრეთ პროდუქციის ხარისხის შესახებ.

კომპანია World Pharma წარმოადგენს ევროპული პრეფერენციული წარმოშობის ფარმაცევტული პროდუქტების ექსკლუზიურ იმპორტიორს საქართველოში. ჩვენი კონტრაქტორი მწარმოებელი/მარკეტინგული ავტორიზაციის მქონე კომპანიებისგან აღებული გვაქვს ექსკლუზივი რამდენიმე პროდუქტზე, რომლებიც საქართველოში შემოდის მხოლოდ და მხოლოდ ევროპული მარკირებით და იგივე ხარისხით, როგორითაც ისინი იყიდება თავად ევროპის ფარმაცევტულ ბაზარზე. თითოეული მწარმოებელი ფლობს ხარისხის ისეთ უმნიშვნელოვანეს სერტიფიკატებს, როგორებიცაა: EU-GMP, EU-GDP, WHO-GSP და ა.შ. რაც ხაზს უსვამს მედიკამენტების უმაღლეს ხარისხს და მათ სანდოობას. სწორედ ამიტომ არის, რომ World Pharma-ს პროდუქტები ყოველთვის ასოცირდება ხარისხსა და გარანტირებულ შედეგთან. კომპანიის ევროპელი პარტნიორები არიან: Laboratoire Les 3 Chenes (საფრანგეთი); Kessel Medintim (გერმანია); Montefarmaco (იტალია); Ircon SRL (რუმინეთი); Medochemie (კვიპროსი); Solefarma (ლატვია); Valentis (ლიეტუვა).

მთავარი ნიშა, რომელიც World Pharma-ს გამოარჩევს მსგავსი კონცეფციის მქონე სხვა კომპანიებისგან.

ბაზარზე წარმოდგენილი უამრავი ფარმაცევტული კომპანიისგან World Pharma გამოირჩევა საკუთარი ხელწერით, რაც დაგვეხმარა უმოკლეს დროში გავმხდარიყავით ერთ-ერთი მოწინავე და წარმატებული იმპორტიორი. კერძოდ, შპს World Pharma მუშაობს მხოლოდ ვიწრო მიზნობრივ სეგმენტზე; გვყავს მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მრავალწლიანი ისტორიის მქონე კონტრაქტორი მწარმოებლები; კომპანიის თითოეული პროდუქტი იმპორტირებულია, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ევრომარკირებით; თითოეული მედიკამენტი, რომელსაც ჩვენ ადგილობრივ ბაზარს ვთავაზობთ, არის ინოვაციური, რაც თავის მხრივ დიდ ინტერესს იწვევს ექიმებში; ორიენტირებულნი ვართ ხარისხის შენარჩუნებაზე; ვითვალისწინებთ ფარმაცევტული ბაზრის მოთხოვნებს და ცვლილებებს, რომელიც გვაძლევს დინამიკურად განვითარების შესაძლებლობას; გვყავს ძლიერი და კარგად მომზადებული კადრი. შპს World Pharma აქტიურად არის ჩართული ექიმთა სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. აუცილებლად მინდა აღვნიშნო 2019-2020 წლებში ჩვენ მიერ ორგანიზებული ფართომასშტაბიანი სამედიცინო-სამეცნიერო კონფერენციები, სადაც მოწვეული გვყავდა ქართველი მეან-გინეკოლოგებისა და რეპროდუქტოლოგებისთვის სასურველი ევროპელი მომხსენებლები, პროფესორები − ჯუზეპე მორგანტი და ალესანდრო ჯენაზანი. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო აქციებში, რასთან დაკავშირებითაც ხმამაღლა არასოდეს გვისაუბრია. დავფარეთ რამდენიმე სტუდენტის სწავლის საფასური უმაღლეს სასწავლებლებში; ფინანსური მხარდაჭერა გავუწიეთ ერთ-ერთ სოფელში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობას და ა.შ. „საქართველოს ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირის“ მონაცემებით, ბოლო სამი წელია შპს World Pharma მოწინავე ადგილს იკავებს თავის სფეროში, როგორც „დარგის ლიდერი“.

World Pharma-ს სამომავლო გეგმები.

შპს World Pharma დინამიკურად მზარდი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ყოველთვის ინოვაციების ძიებაშია. უახლოეს თვეებში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ვაპირებთ ახალი ევროპული ბრენდის პროდუქციის შემოტანას, რითაც გავზრდით ჩვენს ასორტიმენტს და შევთავაზებთ სიახლეებს ქართველ მედიკოსებს. ველოდებით „კოვიდ“-სიტუაციის დარეგულირებას, რომ მოვემზადოთ წინა წლების მსგავსად, გრანდიოზული სამედიცინო-სამეცნიერო კონფერენციის ჩასატარებლად და ჩვენს კოლეგებს წელსაც შევთავაზოთ საინტერესო და აქტუალური თემა მათთვის სასურველი ევროპელი მომხსენებლების გამოსვლებით. ამჟამად, კომპანია მუშაობს EU-GDP-ის (European Good Distribution Practice) და ISO 9001 სტანდარტების დანერგვაზე, რითაც ხელს შევუწყობთ ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის შენარჩუნებას მიწოდების მთელ ჯაჭვში.

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის
Health & Beauty

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 21, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო
Health & Beauty

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა
Health & Beauty

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

June 19, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! გურამ შეროზია აუტსაიდერია – პრაიმ ჰაუსის ყველაზე კონკურენტუნარიანი მონაწილეები ერთმანეთის პირისპირ

#OK! გურამ შეროზია აუტსაიდერია – პრაიმ ჰაუსის ყველაზე კონკურენტუნარიანი მონაწილეები ერთმანეთის პირისპირ

November 14, 2022
#OK! რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა

#OK! რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა

April 4, 2025
#OK! “მეგან ფოქსი MGK-ისთან დაშორების შემდეგ ემინემით დაინტერესდა” – რას წერენ უცხოური გამოცემები მსახიობის შესახებ

#OK! “მეგან ფოქსი MGK-ისთან დაშორების შემდეგ ემინემით დაინტერესდა” – რას წერენ უცხოური გამოცემები მსახიობის შესახებ

February 17, 2023
#OK! “ქეითმა ბოდიში მომიხადა და მე მას ვაპატიე,”-  მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუ

#OK! “ქეითმა ბოდიში მომიხადა და მე მას ვაპატიე,”- მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუ

March 9, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

June 16, 2025
#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 21, 2025
#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

June 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები